Home რუბრიკები ისტორია თუ გაზეთმა მწვავე საკითხები ვერ გააშუქა, მის არსებობას აზრი არ აქვს

თუ გაზეთმა მწვავე საკითხები ვერ გააშუქა, მის არსებობას აზრი არ აქვს

1228
თუ გაზეთმა მწვავე საკითხები ვერ გააშუქა, მის არსებობას აზრი არ აქვს

მართლის თქმისათვის ენას მოგჭრიან, ტყუილის თქმა ყოველ კაცს არ ესინდისება” (ილია).

საქართველო და მსოფლიო” 10 წლისაა. ეს საკმაოდ დიდი დროა იმისთვის, რომ ქართული პრესის ისტორიაში ადგილი დაიმკვიდრო და შენი სიტყვა თქვა.

გადაჭარბებად არ ჩაგვეთვლება, თუ ვიტყვით, რომსაქართველო და მსოფლიომეს მოახერხა.

ამ ათი წლის განმავლობაში ვცდილობდით, გაბედულად გველაპარაკა მკითხველთან, დადებითი გავლენა მოგვეხდინა საზოგადოებრივი აზრზე, მის ფორმირებაზე. თანამედროვეობის საჭირბოროტო საკითხებში საზოგადოების აქტიურმა ჩარევამ, მწვავე ბრძოლამ და ვაიპატრიოტებისა თუ ლიბერალების მოგერიების აუცილებლობამ ხელი შეუწყო ჩვენი გაზეთის თემატურ მრავალფეროვნებასაამაღლა პუბლიცისტიკის ქმედითობა, შინაური და საგარეო პოლიტიკური მიმოხილვის მნიშვნელობა.

ჩვენი გაზეთის ყურადღების ცენტრში იყო და არის საქართველოს სოციალური, ეკონომიკური და ეროვნული საკითხები, ხალხის ცხოვრების გაუმჯობესების ღონისძიებანი. ამ ხნის განმავლობაში ჩვენი გაზეთი ქადაგებდა ძმობის, ერთობის, თავისუფლების პრინციპებს; გამოდიოდა ცალკეულ პირთა პრივილეგიების, ყოველგვარი ჩაგვრისა და უსამართლობის წინააღმდეგ; მხარს უჭერდა ეროვნული სულისკვეთების გაძლიერებას, მანკიერებათა აღმოფხვრას საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური ცხოვრების ყველა სფეროში

პირველივე ნომრიდან მიზნად დავისახეთ ბრძოლა ქართველი ხალხის კეთილდღეობისთვის. ამ ხნის განმავლობაში ჩვენს გაზეთს უყურადღებოდ არ დაუტოვებია ჩვენი ეროვნული ინტერესების შემბღალველი არც ერთი გამოხდომა პოლიტიკური პარტიებისა თუ ცალკეული ურაპატრიოტების მხრიდანდარწმუნებული ვართ, რომ, თუ გაზეთმა მწვავე საკითხები  ვერ გააშუქა, მის არსებობას აზრი არ აქვს.

ილია ჭავჭავაძეს პრესის საპატიო ამოცანად მიაჩნდა საზოგადოებრივი ზნეობის გაუმჯობესება, პიროვნების უფლებათა დაცვა, ოჯახის განმტკიცებაამ მხრივ ჩვენი გაზეთიც ხმალამოღებული იცავს ეროვნულ ტრადიციებს, ებრძვის  ქართველი ერის ცხოვრებაში ყოველგვარი უმსგავსობის დამკვიდრებას  _ იქნება ეს ნარკომანიის  ლეგალიზება თუ ქვეყნის ლგბტზაცია, მომავალი თაობისთვის ტვინის გამორეცხვა, განათლების დაკნინება და ..

თავისი არსებობის განმავლობაში ქართული პრესა ვითარდებოდა, როგორც ეროვნული თვითმყოფადობის, სოციალური განთავისუფლებისდედაენის დაცვის იარაღი, და, როდესაც ჭეშმარიტად ასეთ იარაღად იქცა, მხოლოდ მაშინ დამკვიდრდა.

ქართული პრესის პირველი ნაბიჯები

ქართული ჟურნალგაზეთების გამოცემათა ისტორიასაქართველოს გაზეთითიწყება.

მანამდე კი, XVIII საუკუნის ბოლოს, საქართველოს ბოლო მეფის შვილმა, იოანე ბატონიშვილმა, წარუდგინა მამას საქართველოს უკეთ მოწყობის პროექტი. გიორგი XII-ს პროექტი მოწონებია, მაგრამ მერე ქვეყანა აირია, დამოუკიდებლობა დაკარგა და ეს პროექტიც აღარ განხორციელებულა. დღემდე შემონახული დოკუმენტების მიხედვით, ჩვენში სანამ ჟურნალი თუ გაზეთი გამოვიდოდა, ამ უკანასკნელის დანიშნულებას ასრულებდა ე. წ. სალაყბო, სადაც ადამიანები ახალ ამბებს ერთმანეთს უზიარებდნენ.

ასე რომ, საქართველოში გაზეთი პირველად მხოლოდ XIX საუკუნის დასაწყისში გამოვიდა. არქიეპისკოპოს ნერსეს შეუგროვებია ფული “უმეტეს ასის გაზეთის ხელმომწერთაგან” და  პირველი ნომერი  1819 წლის 8 მარტს გამოვიდა.  ეს იყო პირველი პერიოდული გამოცემა ამიერკავკასიაში. გაზეთი ოთხგვერდიანი იყო. მაგრამ ვინ იყო პირველი ქართული გაზეთის რედაქტორი, გაურკვეველია. მას გამომცემელთა მთელი ჯგუფი ხელმძღვანელობდა. აშკარაა, რომ გაზეთს ხელმძღვანელობს კავკასიის კორპუსის შტაბის მმართველობა. “საქართველოს გაზეთის” სტამბა კავკასიის საკუთრება იყო და იქვე, ამავე ჯარების შტაბის სახლში, იყო გამართული. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ აქ, ამ სტამბაში, სხვა უცხო პირს, თუ არა სამხედროს ან შტაბის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებულს, არ შეუშვებდნენ.

გაზეთის გამოშვების ინიციატორი რუსეთი იყო. გაზეთის რედაქციას მასალები ლიტერატურულად უნდა დაემუშავებინა, ყველა შემოსული კორესპონდენცია უნდა ეთარგმნა რუსულად, ხოლო შემდეგ გამართული გაზეთი ქართულ ენაზე უნდა თარგმნილიყო და დაბეჭდილიყო. იმ ხანებში მოქმედებდა 1804 წლის საცენზურო წესდება, რომელიც ცენზორისაგან მოითხოვდა ფხიზელსა და დაუზარებელ თვალყურის დევნებას პერიოდიკაზე. რუსეთის პირობებთან შედარებით ქართულ გაზეთზე ცენზურა უფრო ძნელი განსახორციელებელი იყო, რადგან იმდროინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქართული არ იცოდნენ. ცენზორის როლში კი გვევლინებიან მთავარმართებელი ერმოლოვი და მისი მოხელეები.

“ქართული გაზეთი” პოლიტიკურ-ლიტერატურული პერიოდული ორგანო იყო და ყოველკვირეულად _ პარასკევობით გამოდიოდა. გაზეთის წლიური ფასი 3 მანეთი და 20 კაპიკი იყო. გაზეთის ფასი გამომცემლებს არ მიაჩნდათ ძვირად, მაგრამ მოსახლეობას მისი შეძენა უჭირდა. მაშინ, როცა ზოგმა წერა-კითხვაც არ იცოდა და მით უმეტეს _ რა იყო გაზეთი,  ხელმომწერთა მოგროვება საკმაოდ რთულ საქმეს წარმოადგენდა.

ამ გაზეთში ოფიციალური უწყებანი და ბრძანებები იბეჭდებოდა.

ქართული გაზეთი ოთხგვერდიანი გამოცემა იყო. თითოეული გვერდი გაყოფილი იყო ორ-ორ სვეტად. 1820 წლიდან გაზეთს გაუჩნდა წმიდა გიორგის გერბი.

პირველ ქართულ გაზეთს მოსახლეობისათვის უნდა გაეცნო ხელისუფლების “განწესებანი და განკარგულებანი”, “მესაზღვრე ქვეყნების” ამბავი, ახალი მიღწევები ცხოვრების სხვადასხვა დარგში, ცნობები ლიტერატურის სამყაროდან, ამავე დროს ადგილობრივი მოსახლეობა ევროპის მცხოვრებთათვის უნდა დაეახლოვებინა. ქართველი საზოგადოება ქართულ გაზეთს მიზნად უსახავდა, რომ მას მკითხველისათვის სამშობლოს საკეთილდღეო სხვადასხვა ცოდნა მიეწოდებინა.

გაზეთში მოთავსებული მასალა სამგვარი იყო: პირველი _ მასალა, რომელიც საქართველოს სინამდვილიდან იყო აღებული; მეორე _ მასალა, რომელიც რუსეთის სინამდვილეს ეხებოდა და მესამე _ მასალა; რომელიც უცხოეთის ცხოვრებას ასახავდა.

საქართველოს სინამდვილის შესახებ კორესპონდენციებს გაზეთი სხვადასხვა გზით ღებულობდა _ გაზეთს მასალას აწვდიდნენ სხვადასხვა დაწესებულებები და კერძო პირები. როცა თბილისიდან ადგილებზე გაზეთებზე ხელმომწერთა მომრავლებას ითხოვდნენ, იქვე იმასაც იწერებოდნენ, რომ ადგილზე მომხდარი მნიშვნელოვანი ამბების შესახებ ცნობები მოეწოდებინათ გაზეთისთვის.

“ქართულ გაზეთში” გამოქვეყნებული მასალა თავისი შინაარსით სხვადასხვა საკითხს ეხებოდა, თითოეული მათგანი თავისი ღირებულებით ერთმანეთისგან მკვერად განსხვავდებოდა.

სხვა მრავალ საკითხთა შორისქართული გაზეთისგამომცემელნი თავიანთ ფურცლებზე იმაზეც მსჯელობდნენ, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა განათლებას საზოგადოებისთვის და ამ მხრივ რა როლის შესრულება შეეძლო გაზეთს. გაზეთი აფართოებდა საზოგადოების ცოდნის არეს და, ამასთანავე, ხელს უწყობდა ქართული ჟურნალისტიკის განვითარებას.

ლიტერატურული ცხოვრებიდან გაზეთი აქვეყნებდა პატარ-პატარა მოთხრობებს, ბეჭდავდა მოსწრებულ სიტყვებსაც, ანუ ნაკვესებს.

გაზეთი წარმოადგენს მხოლოდ საინფორმაციო ფურცელს, სადაც რედაქცია სრულად არ ჩანს. არავითარი წერილი თუ კომენტარი გაზეთში არ არის. იბეჭდებოდა ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობების ბრძანებები, განკარგულებები, სტატიები რუსეთისა და საქართველოს საშინაო მდგომარეობაზე, საზღვარგარეთის ამბები, მოთხრობები, ანეკდოტები, განცხადებები და სხვა მასალა, რომელიც შესანიშნავად ასახავს ამ პერიოდის საქართველოს სოციალურ-პოლიტიკურ და კულტურულ ვითარებას. ტირაჟი დაახლოებით 150-200 ცალი იყო.

არ ვიცით, იქნებ ცენზურა არ აძლევდა მეთაურების თუ წერილების ბეჭდვის უფლებას, მაგრამ საინფორმაციო მასალის დალაგებაში ხომ მაინც შეიძლებოდა ერთგვარი სისტემისა და ტენდენციის შეტანა.

“საქართველოს გაზეთი”, ოფიციოზის მსგავსად, პირველ გვერდს იწყებს “უმაღლესი” ამბებით, როგორც, მაგალითად, “სანკტპეტერბურღს. _ მათმა იმპერატორობით… ახალწლის დღეს… ინებეს მილოცვის მიღება” და სხვ. რის შემდეგაც ჩამოთვლილია იმ “ბრწყინვალეთა” გვარები, რომელნიც წარუდგნენ და სხვ. ამას მოსდევს უმაღლესნი ბრძანებანი, “სახელოთ-ბოძებანი და ჯილდო მოხელეთა”, როგორც, მაგალითად: “ყოვლად უმოწყალესად ებოძათ ორდენი”… ამას მისდევს საშინაო ხასიათის განკარგულებანი: “საქართველოს კეთილ-შობილთ დეპუტატთ შეკრებილობა”, უცხადებს ყოველთავე, ვინც “არა მოხსენებულ არიან ტრახტატსა შინა, უთუოდ წარმოუდგინოს საბუთნი თვისნი” და სხვ. შემდეგ _ ქრონიკის მსგავსი მასალა. გაზეთში “უცხოს ქვეყნის ამბავნ”-შიც იგივე “სტილია” დაცული. ბოლოს მიდის “პუბლიკაცია”.

რაც შეეხება გაზეთის მხატვრულ მხარეს, უნდა ითქვას, რომ აქ საყურადღებო ძალიან ცოტაა. სულ არის ხუთი მოთხრობა და ხუთივე თარგმანი.

რასაკვირველია, ამ ლიტერატურას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს და, ალბათ, იმ დროსაც არ ექნებოდა; ხოლო საინფორმაციო ნაწილი არაფერს არ შეიცავდა დადებითსა და საგულისხმოს.

მიუხედავად ამისა, “საქართველოს გაზეთი”, როგორც ქართული პრესის დასაწყისი, მნიშვნელოვან მოვლენად უნდა ჩაითვალოს. მართალია, ამ გაზეთმა დაახლოებით ორი წელი იარსება მხოლოდ, მაგრამ საზოგადოებაში პრესისადმი მოთხოვნა გააღვიძა და დიდ საქმეს  დაუდო სათავე.

1820 წელს გაზეთს  “ქართული გაზეთი” დაერქვა. მისი გამოცემა 1821 წელს შეწყდა.

1828 წელს დაარსდა გაზეთი “ტფილისის უწყებანი”, დაახლოებით იმავე ფორმატის, ისიც ოთხგვერდიანი და კვირაში ერთხელ გამოდიოდა. ეს ოფიციალური ორგანო წინა გაზეთისგან იმით განსხვავდებოდა, რომ რედაქტორი ჰყავდა. მთავარი რედაქტორი პავლე სანკოვსკი იყო, რუსული ნაწილისა _ გრიგოლ გორდეევი, ქართულის _ სოლომონ დოდაშვილი, რომელიც ხანდახან ახერხებდა,  თემისგან გადაეხვია. 1832 წლიდან გაუჩნდა დამატებად პირველი ქართული ჟურნალი “ტფილისის უწყების სალიტერატურონი ნაწილნი”, რომელიც მარტო ქართულად  თვეში ორჯერ გამოდიოდა. მისი გამოცემა მალევე შეწყდა, რადგან ჩათვალეს, რომ 1832 წლის შეთქმულებას იდეოლოგიურად ამზადებდა, ოფიციალურ მიზეზად კი უსახსრობა დასახელდა.

“სალიტერატურონი ნაწილნი” ცხარე პოლემიკასაც არ ერიდება. ეს მით უფრო საინტერესოა, რომ ზოგჯერ აქ ჩნდება ეროვნული მოტივი და ჟურნალი ცდილობს ამ ეროვნულ სადარაჯოზე მტკიცედ დგომას. მაგალითად: გორდეევს დაუწერია საქართველოს მეფეთა დამარხვის შესახებ წერილი, რომელსაც ჩვენი ჟურნალი აღუშფოთებია და სოლომონ დოდაშვილი თავის წერილში მას პლაგიატს უწოდებს.

ჟურნალმა და მისმა თანამშრომლებმა იციან, რომ პრესა უნდა იდგეს ფხიზლად ქვეყნის სადარაჯოზე და, რაც ძალი შესწევს, ემსახუროს მის საქმეს. და თუ “საქართველოს გაზეთი” მხოლოდ ოფიციალური ინფორმაციით კმაყოფილდებოდა, “სალიტერატურონი ნაწილნი” უფრო კულტურულ საქმეს აკეთებდა და ბელეტრისტიკას, პოეზიას თუ მეცნიერებას ეტანებოდა. იგი ცდილობდა მკითხველის შექმნას, ინტელიგენციის დაპყრობას და საერთოდ, საჟურნალო ნიადაგის მომზადებას.

ამის მერე საქართველოში დიდი ხნის განმავლობაში არაფერი გამოდიოდა, ქართული სტამბებიც გაანადგურეს. ხოლო 1838 წელს გამოვიდა რუსული გაზეთი  “Закавказский весник”, მისი ქართული ვარიანტი _  “კავკასიის მხარეთა უწყებანი” კი 1840 წელს იხილა მკითხველმა.

ქართულ პრესის ისტორიას ამრავალფეროვნებს და დიდ წონას ჰმატებს “ცისკარი”, “საქართველოს მოამბე”, “დროება”, “ივერია”, “კვალი”… _ დროისაგან გაყვითლებული მათი ფურცლები სამარადისოდ ინახავს ერის სულიერ საგანძურს, წინაპართა უანგარო ნამოღვაწარს.

ილიაივერიაშიფორმულასავით აყალიბებს თავის მრწამსს: “კრიტიკა მართლმოყვარე გამომძიებელია და მართლგამკითხავი სასწორიო”.

ილია გულისტკივილით და ირონიით ლაპარაკობს იმ უგემოვნო, ჩამორჩენილ ადამიანებზე, რომელთაც ჰგონიათ: “რაღა კრიტიკაა, თუ აქებ, თუნდა მართლა საქებარიც რომ იყოს?!” და დასძენსამას ჰქვია გამგელებული მადა ბალღურის კრიტიკისაო”. ილია მკაცრად გმობს კრიტიკოსის მიერ ავტორისცუდუბრალო გამოკიდებას, ცუდუბრალო ახირებას”.

კრიტიკის უპირველეს მოწოდებად ილიას მიაჩნია არა უარყოფითი მხარეების გამოჩხრეკა. “ივერიასარასოდეს უარუყვია პოლემიკა, გარკვეული მოსაზრება ჰქონდა მის ზნეობრივ მხარეზე: “მწერალმა მოპირდაპირეს თავისი აზრი ისე უთხრას, რომ არ შეუგინოს, არ შეურაცხყოს მისი ადამიანობა, მისი კაცობრიული გრძნობა, ღირსება და პატივი, არ დაურღვიოს ის ძვირფასი და უკეთესი ზნეობითი კანონი, რომელიც კაცს კაცად ჰქმნის”.

როცა ნიკო ნიკოლაძემ ილიას თავისი “გამოცანების” მწარე ტონი შეახსენა, დიდმა მწერალმა გადაწყვიტა, მკაფიოდ ჩამოეყალიბებინა თავისი ლიტერატურულ-ესთეტიკური თვალსაზრისი კრიტიკის ტონზე, რომელიც ანთებულ ლამპრად უნდა ჰქონდეს ყველა დროის პატიოსან კრიტიკოსს.

“მე მოგახსენებთ ახლად დაბადებულს, ეგრეთ წოდებულ ლიტერატურულ ყიზილბაშობაზედ ეს სულ ახალი ფაქტია და შემოტანილი ჩვენს ლიტერატურაში ზოგიერთ თავგასულ მწერალთაგან…

რამ დაბადა ეს სენი?..

ჩვენ, გვინახავს და დღესაც ვხედავთ ისეთ მწერლებს, რომელთა ცრუთავმოყვარეობას საზღვარი არა აქვს, რომელთაც თავიანთი თავი მიაჩნიათ ციდან ჩამოსულ წინასწარმეტყველებად და თითქმის გენიოსადაც კი… ამ მოვლენას ჩვენ არ გავუკვირვებივართ, მისი ახსნა ისე ძნელი არ არის… სრულიად სხვა არის მეორე გვარი მოვლენა, რომელზედაც ჩვენ გვინდა ლაპარაკი. ავადმყოფობის ვერც ერთ კატეგორიას ვერ მივაკუთვნებთ ამ სენით შეპყრობილ მწერალთ… ნაწერებზე ეტყობათ, რო რომელიღაც ძაფი აქვთ გაწყვეტილი, რომ ჩხირი ურჭვიათ ტვინში და ამის გამო ორი ქარი უქრით, მაგრამ ამას რათ უნდა მოსდევდეს ის ზნეობრივი სიმახინჯე, ის თავზედხელაღებული, ლაგამაწყვეტილი და სინდისს მოკლებული ბაში-ბუზუყობა, რომლითაც თავი გამოიჩინეს ჩვენი ლიტერატურის ყიზილბაშებმა. ამ ჯურის მწერალთ არაფერი წმინდა არა აქვთ: არ დაინდობენ არც სიმართლეს, არც პატიოსნებას, არც პიროვნებას, არც წარსულს, არც აწმყოს, არც მომავალს. მზად არიან აღებმიცემობის საგნად გახადონ ნაბეჭდი სიტყვა და შანტაჟამდინაც კი მივიდნენ. მათი წესი ლიტერატურული მოღვაწეობისა ეს არის: ამოიღებენ ნიშანში კაცს და დაუწყებენ ლანძღვას, თუ ეს კაცი პირად მათი სარგებლობისათვის არასა ცდილობს, დღეს რომ აქონ ვინმე, ცამდე აიყვანონ, პირველ მოღვაწედ გამოაცხადონ, ხვალ ტალახში სვრიან, იხსენიებენ სრულიად უმართებულოდ, უკადრისად. …რას არ სწამებენ, რა მახინჯად და საპყრად არ გამოჰყავთ… რო ჰკითხო, როგორ მოხდა, რომ გუშინ სასარგებლო კაცი, დღეს ეგრეთ მახინჯად გადაიქცა, რიგიანს პასუხს ვერ მოგცემენ. თუ დასჭირდათ, ფაქტს დღეში თხუთმეტჯერ დაამახინჯებენ, პატარა თვალი რომ მოაშორო, აბელა ჯამბაზივით თეთრს ისე წარმოგიდგენენ, როგორც შავს, ენიანს უენოდ გამოიყვანენ, ბრიყვს ზრდილობიანად, სულელს _ ჭკვიანად. არც რომელიმე პრინციპი, არც იდეა, არც სხვა რამ საზოგადოებრივი საგანი, გარდა პიროვნულისა, არ მოიპოვება მათ ნაწერებში… ზოგ მწერალს სამარცხვინოდ, თავის დამცირებად არ მიაჩნია იმათ გვერდით ყოფნა, ერთსა და იმავე ფურცლებზე თავიანთი ნაწარმოებების ბეჭდვა… მაგრამ ჩვენ გვწამს კაცობრიობის სიკეთე, რომელმაც ბოლოს და ბოლოს უნდა გაიმარჯვოს. ეს ბაშიბუზუყობა ღვარძლია და იმედი გვაქვს, ჩვენი უკეთესი მოღვაწენი მალე გამარგვლენ და გაანთავისუფლებენ ჩვენს ლიტერატურულ ხნულს ან სამარცხვინო ღვარძლისაგან”.

* * *

ილია ჭავჭავაძის გამოცემები გამოირჩევა დამაჯერებელი მსჯელობით, არგუმენტირებით, ინტიმიური სასაუბრო კილოთი. “სალაყბო ფურცლებიდან” მოკიდებული, ეს თვისებები ქართული პუბლიცისტიკის სული და გული გახდა, “საქართველოს მოამბეში” დამკვიდრდა, ხოლო “ივერიის” წყალობით, მთელმა ქართულმა ჟურნალისტიკამ შეისისხლხორცა.

სტატიათა ავტორები მიზანსწრაფულად იყენებენ ეპიგრაფებს, ციტატებს, ხალხურ გამოთქმებს, იდიომებს, მხატვრულ საშუალებებს. ცდილობენ, შექმნან მკითხველთან გასაუბრების ბუნებრივი, უშუალო ატმოსფერო, ერთდროულად იმოქმედონ მის გულსა და გონებაზე. მტკიცების საშუალებათა არსენალში სულ ფრო მეტ ადგილს იკავებს პოპულარული სტატისტიკა, უმთავრესად ტექსტში ჩართული ეფექტური ციფრობრივი მონაცემები, იშვიათი, გავრცობილი ცხრილებიც.

ილია სათაურების დიდოსტატი იყო, ვერც მის მხატვრულ შემოქმედებაში, ვერც პუბლიცისტიკაში ერთ შემთხვევით, უსახურ სათაურსაც ვერ ვიპოვით, ამასვე მოითხოვდა თანამშრომლებისაგან. ზოგჯერ ეფექტური სათაურის მოძებნას მეტი დრო სჭირდებოდა, ვიდრე მთელი თხზულების დაწერას.

ილიამ საგანგებო მისია დააკისრაშინაურ მიმოხილვას”, აამაღლა მისი აქტუალობა, ოპერატიულობა, მამხილებელი მიმართულება. ამ გზითივერიაგაზეთის მოვალეობასაც ასრულებდა და ჟურნალისაც, მიმდინარე ამბებს უყურადღებოდ არ ტოვებდა, ყოველთვიურად ანგარიშს აბარებდა მკითხველს, მსჯელობდა გადაუდებელ საქმეებზე, იძლეოდა რჩევას, სახავდა სამოქმედო ამოცანას.

“შინაური მიმოხილვები”, რომელთა დიდი ნაწილი ილია ჭავჭავაძეს ეკუთვნის, ღრმა აზროვანიცაა და წასაკითხადაც სასიამოვნოა. ისინი სინამდვილის პანორამულ სურათს იძლევა.

რა სურათს იძლება “საქართველო და მსოფლიო”, დაე, მკითხველმა შეაფასოს, რამეთუ ის არის ჩვენი პირუთვნელი მსაჯულიც და შემფასებელიც.

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here