Home რუბრიკები საზოგადოება ქართული ბეჭდური მედიის პრობლემები

ქართული ბეჭდური მედიის პრობლემები

1212
ქართული ბეჭდური მედიის პრობლემები

17 იანვარს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სხდომათა დარბაზში გაზეთსაქართველოს რესპუბლიკისრედაქცია მკითხველებს შეხვდა. მართალია, ეს ღონისძიება ამ ბეჭდური გამოცემის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა, მაგრამ ნაკლებად საზეიმო განწყობილებით წარიმართა, რადგან ბევრი პრობლემა დაუგროვდა ქართულ პრესას, რომელთა შესახებ გულწრფელად და გულისტკივილით ისაუბრეს მეცნიერებმა, ჟურნალისტებმა, ფართო საზოგადოების წარმომადგენლებმა, გაზეთის ერთგულმა მკითხველებმა. საქმიანი განსჯაგანხილვა გაიმართა, რომელსაც ტონი მისცასაქართველოს რესპუბლიკისმთავარმა რედაქტორმა სპარტაკ ქობულიამ. გთავაზობთ მისი შესავალი სიტყვის საგაზეთო ვარიანტს.

საუკუნოვანი გაზეთის _ “საქართველოს რესპუბლიკის” ბედი ტყუპისცალივით ჰგავს იმ ხალხისა და სახელმწიფოს ბედს, რომლის ჭირ-ვარამსაც გამოხატავდა და დღესაც გამოხატავს ეს მუდამ სანდო, სამართლიანი, არასენსაციური, არაჭორიკანა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე გაზეთი.

1918 წელი სამი უმნიშვნელოვანესი ისტორიული მოვლენით იყო გამორჩეული. 1918 წლის 26 იანვარს გაიხსნა ჩვენი დედაუნივერსიტეტი; 26 მაისს ხელი მოეწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს და დაფუძნდა პირველი ქართული დამოუკიდებელი რესპუბლიკა; 25 ივლისს კი გამოვიდა ამ ახალი დემოკრატიული სახელმწიფოს სახელმოზიარე ბეჭდვითი ორგანო “საქართველოს რესპუბლიკა”, რომელსაც ლოგოს ქვემოთ ყველაზე თვალსაჩინო ადგილას ეწერა: “საქართველოს მთავრობის მოამბე”. რა თქმა უნდა, პირველსავე ნომერში, რაც დღევანდელი გადასახედიდან განსაკუთრებით სასიამოვნოდ აღიქმება, მაშინდელი მთავრობა, გაზეთის დაარსების მოთავენი ხაზს უსვამდნენ ქართული გაზეთის გამოცემას:

ამიერიდან საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას ექნება თავისი ოფიციალური ქართული ორგანო, სადაც განუწყვეტლივ იმეტყველებს სახელმწიფოებრივი ენა, კანონი და სამართალი, იმეტყველებს მთელი ხალხის საყურადღებოდ და სახელმძღვანელოდ!

ეს გაზეთი არის ჩვენი მთავრობის მოამბე, რომელიც დღეს პირველად ევლინება საქართველოს ხალხს. ქართველი ხალხი დღევანდლამდე მოკლებული იყო საშუალებას, პირდაპირ მშობლიურ ენაზე სავსებით ეგრძნო და გაეგონა ჩვენი დემოკრატიული სახელმწიფოს უზენაესი ორგანოების ოფიციალური ქართული სიტყვა და ნებისყოფა”…

და ამ სახელმწიფოებრივ ქართულ ენაზე გაზეთი თითქმის სამი წელიწადი წარმართავდა ჩვენი საზოგადოების, ერისა და ბერის დემოკრატიულ აზრს, სანამ გაზეთი “საქართველოს რესპუბლიკა” ჩანაცვლდა 1920 წლიდან თითქმის იატაკქვეშეთში გამომავალი “კომუნისტით” და მას დაეკისრა რესპუბლიკის უპირველესი გაზეთის ფუნქციის შესრულება იმ მიმართულებითა და მიზნით, რომელსაც მუშათა კლასის დიქტატურა მოითხოვდა. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ მთელი 70 წლის განმავლობაში ეს საოცრად პოპულარული გაზეთი ქართული კულტურის, ისტორიის, მეცნიერების, მედიცინის, ახალგაზრდული პრობლემების, სპორტისა და სხვა სფეროების ქომაგი და პოპულარიზატორი იყო. ვიღაცას, შესაძლოა, ეჭვი შეეპაროს, მოეჩვენოს, მაგრამ ყველასთვის ხელმისაწვდომი და თითოეულ ქართულ ოჯახში შემავალი გაზეთი ქართული ცნობიერების დამამკვიდრებელი გახდა. არ დარჩენილა არც ერთი ქართველი მწერალი, პოეტი, მეცნიერი, ხელოვანი, პუბლიცისტი თუ მეზვრე-მევენახე, რომელთა ნააზრევი ამ გაზეთში არ დაბეჭდილიყო…

80-იანი წლების ბოლოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა და შემდეგ დამოუკიდებლობააღდგენილი ქვეყნის პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ საოცარი ოპერატიულობით აღადგინა გაზეთი იმავე ლოგოთი და იმავე ფორმატით. მას შემდეგ, უკვე 28-ე წელიწადია, მრავალჭირგადანახადი “საქართველოს რესპუბლიკა” წარმოუდგენელი ერთგულებით ემსახურება მკითხველს, თუმცაღა, რაც უფრო წინ მივდივართ ტექნიკური, კომპიუტერული ცივილიზაციის გზით, მით უფრო იკლებს წიგნისა და გაზეთის მკითხველთა ოდენობა და, საბაზრო ეკონომიკის აბსოლუტურად გაბაზრებული პრინციპების, დაუნდობელი კონკურენციის პირობებში, ბეჭდური მედია სულს ღაფავს. ქართველ კაცს, ჩვენდა საუბედუროდ, სულის საზრდოს მუდამ ერჩია კუჭის საზრდო. გახსოვთ, ილია ჭავჭავაძე მთელ საქართველოში 500 ხელმომწერს ნატრობდა და ვერ პოულობდა… სერგეი მესხმა 14 წელიწადი რის ვაი-ვაგლახით ათრია უმშვენიერესი გაზეთი “დროება” და… თავისი ჯანმრთელობაც ამ გაზეთს შესწირა… რაღა შორს მივდივართ, მკითხველის გულგრილობის, ხელისუფლების უყურადღებობის გამო დაიხურა გაზეთები: “თბილისი”, “ახალგაზრდა ივერიელი”, “ნერგიდა სხვ. ფინანსურად გაუჭირდა ქართველ ჟურნალისტთა კორპუსს.

ქართული პრესის ერთერთ უმთავრეს დაბრკოლებად იქცასაქართველოს ფოსტისანტისახელმწიფოებრივი პოზიცია: ჟურნალ-გაზეთების ჩამორიგება ძვირი გვიჯდება და ამ საქმეზე ხელს ვიღებთო! დავრჩით მხოლოდ კერძო გამავრცელებლების ამარა, რომლებიც თავიანთი განწყობით არიგებენ გაზეთებს. შაბათობით თბილისის გარეთ პრესა საერთოდ არ იგზავნება, დაინტერესებული მკითხველი კი გვეკითხება _ გამოვიწერ გაზეთს, მაგრამ ვინ მომიტანს? თბილისშიც კი კერძო დამტარებლებს კონკრეტულ მისამართებზე (განსაკუთრებით მაღლივ კორპუსებში) ჭირის დღესავით ეზარებათ ჟურნალ გაზეთების ჩამორიგება…

თვით სახელისუფლო ორგანოებშიც კი აქაიქ თუ აქვთ გაზეთები გამოწერილი, საქართველოს პარლამენტის თითქმის არც ერთ დეპუტატს გაზეთები, მათ შორისსაქართველოს რესპუბლიკა”, გამოწერილი არ აქვს გახსოვთ, ალბათ, 2004 წელს გაბრაზებულმა სააკაშვილმა როგორ იყვირა: გაზეთები არ გამოიწეროთ, არ წაიკითხოთ, ისინი ჩვენი მტრები არიანო. მერე, 2007 წლის აგვისტოში, დრო გვიხელთა და გამომცემლობა “სამშობლოდან” გამოგვყარა, შემდეგ “იმედი” დაარბია, საკუთარი ჯიბის ტელევიზია “რუსთავი 2” გააჯეჯილა და ნიკა გვარამია ქართველ ხალხს დღემდე უწყობს ყოველდღიურ ჯოჯოხეთს… აი, არასწორად, პრიმიტიულად, გულისამრევად გაგებული სიტყვის თავისუფლება.

ერთი სიტყვით, მასმედიის ქართულ ბაზარზე დიდი არეულობაა… დღევანდელი მთავრობა კი განზეა გამდგარი, თითქოს პრესის პრობლემები მისი არ არის.

სპარტაკ ქობულია,

გაზეთსაქართველოს რესპუბლიკისმთავარი რედაქტორი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here