ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის სამსახური MI-6 იმედოვნებს, რომ ხელს შეუშლის აშშ–ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ამერიკის იუსტიციის სამინისტროს, გამოძიების ფედერალური ბიუროსა და ნაციონალური დაზვერვის სამმართველოს გამომზეურებაში დოკუმენტებისა, რომლებშიც ლაპარაკია ამერიკის არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე, _ წერს Daily Telegraph–ი წყაროებზე დაყრდნობით.
ლონდონი, გამოცემის მონაცემებით, შიშობს, რომ გამომზეურდება მონაცემები, რომლებიც ნათელს მოჰფენს ბრიტანეთის როლს ამ გამოძიების ინიცირებაში, რადგან “საქმის ბევრი საკვანძო ფიგურა წარმოშობით ბრიტანეთიდანაა და ისინი ერთმანეთს გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე ხვდებოდნენ”.