Home რუბრიკები პოლიტიკა ჯერ დათვი არ მოუკლავთ და უკრაინელი “რასკოლნიკები” უკვე მისი ტყავის გაყოფაზე ჩხუბობენ

ჯერ დათვი არ მოუკლავთ და უკრაინელი “რასკოლნიკები” უკვე მისი ტყავის გაყოფაზე ჩხუბობენ

1072
პოროშენკო და ფილარეტი

როგორც კი ცნო კონსტანტინოპოლმა უკრაინელირასკოლნიკები” (განხეთქილების შემომტანები), ისინი უმალ წაეკიდნენ ერთმანეთს. არაკანონიკურმა უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამკიევის საპატრიარქოსმეთაურს, ფილარეტს, ბრალი დასდო კომპრომისის მიუღებლობაში. ჩანს, “დამოუკიდებელი ეკლესიისპროექტს განხორციელება არ უწერია, მთელი რიგი მიზეზების გამო.

წაგვართვეს ტაძარი

“დაე, იცოდნენ ჩვენმა მტრებმა, რომ აქაც გავიმარჯვებთ და შევქმნით უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას “კიევის პატრიარქის” მეთაურობით. თუმცა, ბევრი ფიქრობს, რომ არა პატრიარქი, მიტროპოლიტი იქნება მის სათავეში. არა!.. არა!..” _ აქ “რასკოლნიკთა” ლიდერმა ფილარეტმა აღმართა საჩვენებელი თითი და 15 ათასმა ადამიანმა, რომლებიც ყვითელ-ცისფერი დროშებით სოფიის მოედანზე შეიკრიბნენ 14 ოქტომბერს, ტაში დაუკრა მას. ფილარეტის უკან იდგა კიდევ ერთი არაკანონიკური სტრუქტურის _ უკრაინის ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი, მიტროპოლიტი მაკარი. ტელეეკრანზე გამოჩნდა მისი უკმაყოფილო სახე. ამ ორ ლიდერს შორის უსიამოვნო საუბარიც კი გაიმართა, რომლის შესახებ ორიოდ დღეში მაკარმა ჟურნალისტებს განუცხადა. გაირკვა, რომ “უკრაინის ერთიანი ეკლესიის” შექმნას დიდი პრობლემები ეღობება წინ. ეს იქვე, სოფიის მოედანზე გაცხადდა.

როცა ერთმანეთს შევხვდით (14 ოქტომბერს), პატრიარქმა (ფილარეტმა) მითხრა, რომ სასწრაფოდ უნდა მოვიწვიოთ საეკლესიო კრება. ვეუბნები: “კრების მოწვევის წესდება არ არსებობს”. “წესდება მე მაქვს”. “მეც მაქვს, მაგრამ ორი წესდებიდან ერთი წესდება უნდა გაკეთდეს”. მან მიპასუხა: “არა, იქნება ჩემი წესდება”. 2015 წელიწადი მეორდება”, _ დაიჩივლა მაკარმა უკრაინულ ტელეარხ ძიკ-ის მიერ ჩამორთმეულ ინტერვიუში. ამით, ფაქტობრივად, აღიარა, რომ “უკრაინის ავტოკეფალიის” პროექტს აღსრულება არ უწერია. და აი, რატომ: ჯერ ერთი, სასურველი ტომოსის (ავტოკეფალიის დამადასტურებელი დოკუმენტის) მიღებამდე, უკრიანელი “რასკოლნიკები” ერთ სტრუქტურად უნდა ჩამოყალიბდნენ. სწორედ ამიტომ პატრიარქმა ბართოლომეოსმა მოახდინა “კიევის საპატრიარქოსა” და უკრაინის ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის ლეგალიზება. თუმცა თავდაპირველად ლაპარაკი იყო ისეთი სტრუქტურის შექმნაზე, რომელიც უნდა დამორჩილებოდა კონსტანტინოპოლს: სწორედ ამიტომ გაგზავნა კიევს ეგზარქოსები, მაგრამ სად უნდა ჩაატარონ ღვთისმსახურება? კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელ ეკლესიას უკრაინაში უძრავი ქონება არ აქვს. შესაძლებელია, რომ სწორედ ეს იქცარასკოლნიკების” “შეწყალებისერთერთ არგუმენტად, თუმცა ამის (შეწყალების) უფლება მხოლოდ რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს (მას, ვინც ანათემას გადასცა).

მეორე, სწორედ უკრაინის ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიისა და “კიევის საპატრიარქოს” “გამაერთიანებელ საეკლესიო კრებაზე” უნდა მოიფიქრონ ახალი სტრუქტურის სახელწოდება და დაამტკიცონ მისი წესდება. ეს აუცილებელია სახელმწიფოს მიერ ამ გაერთიანების ოფიციალური რეგისტრაციისთვის. ამის შემდეგ იგი გახდება კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ნაწილი (ბართოლომეოსმა გადაწყვიტა, კიევში გახსნას წარმომადგენლობა, თუმცა ჯერ ვერ გაარკვია, კერძოდ, სად) და სახელმწიფო ახალ ეკლესიას სარგებლობაში გადასცემს ერთ ან რამდენიმე ტაძარს. პეტრე პოროშენკო უკვე დაჰპირდა კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელ ეკლესიას წმინდა ანდრიას ტაძარს, რომელიც დღეს უკრაინის ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარ ტაძრად არის მიჩნეული. მაკარმა ეს არ მოიწონა. პრეზიდენტს საკითხი დავუსვი _ ჩვენ ვაძლევთ ერთადერთ კათედრალს, სამაგიეროდ ჩვენ რაღაც ხომ უნდა მოგვცენ? ვნახოთ, ასე იქნება თუ არა”, _ არცთუ მეგობრულად განაცხადა მან.

მესამე, “რასკოლნიკები” ერთმანეთში პირველად როდი ვერ თანხმდებიან. მაკარმა 2015 წელი ამაოდ არ გაიხსენა: ჯერ კიდევ მაშინ უკრაინის სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია და “კიევის საპატრიარქო” აპირებდნენ “უკრაინის ერთიან ეკლესიად” ჩამოყალიბებას, გაერთიანებული საეკლესიო კრების გამართვას, რომელზეც აირჩევდნენ “წინამძღვარს” და შემდეგ პატრიარქ ბართოლომეოსს სთხოვდნენ ავტოკეფალიის მინიჭებას. არ გამოუვიდათ _ მაკარმა ბრალი დასდო ფილარეტს უპატივცემლობასა და “კომპრომისზე უარის თქმაში”. ზუსტად ასეთი სცენარი გათამაშდა 2005 წელსაც და 1990-იანი წლების დასაწყისშიც.

ფანტომური მიტროპოლიტი

დაძაბულობის ცეცხლს აღვივებს ფილარეტის აშკარა სურვილი, სათავეში ჩაუდგეს ახალ სტრუქტურას. ეს გასაჯაროვდა სოფიის მოედანზე მის მიერ წარმოთქმულ სიტყვაშიც. “სრულიად უკრაინა მონაწილეობდა ავტოკეფალიის წყალობის პროცესში… მაგრამ ამას სათავე დავუდეთ ჩვენ 1991 წლის 1-3 ნოემბერს”, _ განაცხადა “პატრიარქმა”. მაშინ უკრაინის კანონიკური მართლმადიდებელი ეკლესიის არქიელთა კრებამ მიიღო მიმართვა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისადმი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ. ამ დროს, 1991 წელს, იგი მოსკოვის საპატრიარქოსგან უკვე სრულიად დამოუკიდებელი იყო ადმინისტრაციულად და ფინანსურად და მხოლოდ ნომინალურად ექვემდებარებოდა მას.

მაგრამ ფილარეტმა, რომელიც იმ პერიოდში კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი იყო, მეტი მოინდომა და მუქარითა და შანტაჟით აიძულა საეკლესიო კრების მონაწილენი, ხელი მოეწერათ მოსკოვისადმი მიმართვის ტექსტზე. რამდენიმე თვის შემდეგ გამართულ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კრებაზე უკრაინელმა ეპისკოპოსებმა გაიწვიეს თავიანთი ხელმოწერები, ფილარეტმა კი მოინანია ჩადენილი და ჯვარსა და სახარებაზე დაიფიცა, რომ გადადგებოდა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, კიევში დაბრუნებისთანავე დაარღვია ფიცი და მოუწოდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს, შეერთებოდა თავისავტოკეფალიურ ეკლესიას”.

“მრევლის წევრები ამას არ ელოდნენ, რადგან 1991 წლამდე ფილარეტი აცხადებდა, რომ ავტოკეფალიის წინააღმდეგი იყო და მოულოდნელად მკვეთრად შეიცვალა პოზიცია. თავისთავად იგულისხმებოდა, რომ მორწმუნენი მას ვერ ენდობოდნენ და კანონიკური ეკლესიის ერთგულნი დარჩნენ”, _ იხსენებს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის პრესმდივანი ვასილი ანისიმოვი.

1992 წლის მაისში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის არქიელთა კრებამ ფილარეტი წინამძღოლის თანამდებობიდან გაისტუმრა, ხოლო ივნისში რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ღვთისმსახურის წოდება ჩამოართვა. უბრალო ბერმა ფილარეტმა თვითნებურად შექმნაკიევის საპატრიარქო”, 1995 წელს კი გამოაცხადა, რომ არისკიევისა და სრულიად რუსეთუკრაინის პატრიარქი”. ორი წლის შემდეგ ფიცის გატეხვის მონანიებაზე უარის თქმისა დარასკოლნიკურიმოღვაწეობის გაგრძელების გამო რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ანათემას გადასცა. და აი, 11 წლის შემდეგ კონსტანტინოპოლის პატრიარქმა აღუდგინა ფილარეტს “წოდება”, ანუ მიტროპოლიტობა დაუბრუნა (აღუდგინა _ დაუბრუნა ის, რაც მას არ ჩამოურთმევია. ვინ მისცა ბართოლომეოსს ამის უფლება? _ რედ.).

“ვფიქრობ, კონსტანტინოპოლი ფილარეტისთვის კვანტის გამოკვრას შეეცადა: იგი მიიღეს, ფაქტობრივად, როგორც პენსიაზე გასული მიტროპოლიტი (და არა პატრიარქი!). კონსტანტინოპოლის მიტოპოლიტ იობს (გეჩას) ერთ-ერთ ინტერვიუში წამოსცდა, რომ ფილარეტი არის აბსტრაქტული ფიგურა “კიევის საპატრიარქოს” გარეშე”, _ მიიჩნევს ეკლესიის ისტორიკოსი ვლადისლავ პეტრუშკო.

ფილარეტმა, როგორც კი შეიტყო კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის გადაწყვეტილება, საჯაროდ განაცხადა: “პატრიარქი ვიყავი, ვარ და ვიქნები!”

სიტუაცია ჩიხურია: კონსტანტინოპოლი, ეტყობა, ცდილობს, დატოვოს ფილარეტი უკრაინის ახალი რელიგიური სტრუქტურის მიღმა, იგი კი ჯიუტად მიიწევს ლიდერობისკენ _ თანაც პატრიარქზე ნაკლები წოდება არ სურს, რისი განხორციელებაც საეჭვოა.

“პატრიარქის ძველი სტატუსი (კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიისა და იერუსალიმის) დადასტურებულია 451 წელს ქალკედონიაში გამართული მსოფლიო საეკლესიო კრების მიერ. მომდევნო შემთხვევებში პატრიარქის წოდების მინიჭება საეკლესიო კრების აქტებით იყო დადასტურებული. კონსტანტინოპოლმა რომელიღაც ახალწარმოქმნილ “უკრაინის ერთიან ეკლესიას” ავტოკეფალია რომც მიანიჭოს, ეს არ ნიშნავს, მისთვის ავტომატურად საპატრიარქოს სტატუსის მინიჭებას. ამისთვის აუცილებელია საეკლესიო კრების გადაწყვეტილება”, _ განმარტავს პეტრუშენკო.

ამჟამად ძნელია იმის განჭვრეტა, რით დასრულდება კონფლიქტი “პატრიარქ” ფილარეტსა და “მიტროპოლიტ” მაკარს შორის. ბევრი რამ არის დამოკიდებული მათ უკან მდგომ პოლიტიკურ ძალებზე, იმავე პოროშენკოზე, რომლის რეიტინგიც კატასტროფულად დაბალია. დაპირისპირებულთა შერიგებას მისი წინამორბედები _ ლეონიდ კრავჩუკი და ვიქტორ იუშჩენკო შეეცადნენ, მაგრამ ვერც მათ, ვერც სხვებმა კონფლიქტი ვერ ჩააცხრეს.

ანტონ სკრიპუნოვი

РИА Новости

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here