Home რუბრიკები ისტორია ერი და სამშობლო

ერი და სამშობლო

1593
ერი და სამშობლო

ისტორიას ჩაბარდა ერთპოლუსიანი მსოფლიო, რომლის დირექტორადაც ამერიკა გვევლინებოდა

ათასი წლის განმავლობაში იბრძოდა რუსი ხალხი თავის დასამკვიდრებლად. ხმლით ხელში იცავდა მონაპოვარს და, თუ რამეს არ მიუმატებდა, არაფერს მოაკლებდა. რუსი კაცი, უწინარესად, სახელმწიფოს აძლიერებდა და ამდიდრებდა, შემდეგ კი თავისხატასთეთრი კირით შეფეთქავდა და კერძო მეურნეობას მიხედავდა. მან კარგად ისწავლა ომისა და მამულისთვის თავდადების ხელოვნება და, თუ ამჟამინდელ მსოფლიოს გადავხედავთ, სამხედრო ძლიერების თვალსაზრისით, ყველა მეომარ ქვეყანას შორის რუსეთი უპირველესია, რუსი ჯარისკაცი კი _ შეუცვლელი.

წარსულში საუკეთესო მებრძოლებად ითვლებოდნენ გერმანელები და იაპონელები, აგრეთვე, თურქები, მაგრამ, როგორც კი დაკარგეს დამოუკიდებლობა, ამერიკელთა ვასალებად იქცნენ, სამივემ ერთად და თითოეულმა ცალ-ცალკე დაკარგეს ის ნაციონალური მუხტი, რომელიც უპირველესი ნიშანი იყო სამშობლოსთვის ბრძოლისა და თავგანწირვისა.

დღეს ვისაც ბრძოლა არ შეუძლია, ეს, უპირველესად, ამერიკის შეერთებული შტატების მეომრები არიან, რომლებმაც თავიანთი მეტისმეტი “გაპრანჭულობით” დააზიანეს არა მხოლოდ თავიანთი, არამედ ევროატლანტიკური მოკავშირეების შეიარაღებული ძალებიც, მათ მხოლოდ “შურდულებით ბრძოლა შეუძლიათ შორიდან”. როგორც მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას სტალინი შენიშნავდა: “ამერიკელებს ძალიან ეშინიათ სისხლის, ამიტომ მათი პირდაპირ შერკინება მტერთან უსათუოდ მარცხით მთავრდება”.

ამერიკელებისთვის ბრძოლის უმთავრესი იარაღი არის მოტყუება, თაღლითობა და ღალატი. ის მშიშარა, მხდალი და ლაჩარია. მიუხედავად იმისა, რომ ნავთობის საბადოების ხელში ჩასაგდებად დაანგრიეს და მიწასთან გაასწორეს მუსლიმანური სამყაროს დიდი ნაწილი, ვერც ერთ ქვეყანაში ფეხი ვერ მოიკიდეს, ყველგან დამარცხდნენ, ყველა ქვეყანაში არიეს ვითარება, შემდეგ კი თავიანთ ქვეყანაში დაბრუნდნენ. ყველაფერმა ამან გააქარწყლა მითი ამერიკული ჯარის უძლეველობის შესახებ და, როგორც ჩანს, დღეს მათ, არა სხვისი, თავიანთი თავის დაცვაც აღარ შეუძლიათ. ისტორიას ჩაბარდა ერთპოლუსიანი მსოფლიო, რომლის დირექტორადაც ამერიკა გვევლინებოდა, მისი ძლიერება ჩამოიშალა და მხოლოდ სულელს თუ შეიძლება ჰქონდეს შერჩენილი აშშ-ის იმედი.

სირიაში ამერიკული სამხედრო მანქანა ჯერდაბუქსავდა”, შემდეგ კი მწყობრიდან გამოვიდა. მსოფლიომ ნახა ამერიკელთა მიერ ამპარტავნობითა და უკანონობით განხორციელებული ქვეყნის ნგრევის მასშტაბები საჰაერო დარტყმებით, მაგრამ კასპიის ზღვიდან გაშვებულმა რაკეტებმა სამუდამოდ გაუქრო იანკებს სირიის საჰაერო სივრცეში ბატონობისა და პარპაშის სურვილი.

ამერიკის შეერთებულ შტატებს სირიაში ჩამოეხსნა ის სისხლიანი ნიღაბი, რომელიც “ადამიანთა უფლებების დაცვის”, “დემოკრატიისა” და “თავისუფლების” დაცვის ნიშნით ჰქონდა აფარებული. ლეგენდა ამერიკის შეერთებული შტატების უძლეველობის შესახებ საპნის ბუშტივით გასკდა. მისი მოკავშირეები ახლა ცდილობენ, თავი დაანებონ ვაშინგტონის მიმართ ხელაპყრობილ ლოცვას და თავიანთ თავს მიხედონ.

ამიტომაც მოითხოვს ტრამპი კატეგორიულად .. შვიდეულის (G7) ისევ რვიანად გადაქცევას და მსოფლიოს ლიდერთა რიგებში პუტინის დაბრუნებას, მაგრამ ევროპელი პიგმეები ხვდებიან, რომ პუტინის დაბრუნებით ტრამპი კიდევ შეინარჩუნებს პოზიციებს დიდ რვიანში. ევროპელები მიხვდნენ, რომ თავიანთ თავს უნდა მიხედონ და, არათუ პუტინის დაბრუნება, ტრამპის ჩამოცილებაც დაწყებულია დიდი შვიდეულიდან, რათა ევროპის დიდმა ქვეყნებმა ახალი გზები და პარტნიორი ეძებოს, რომელიც არც ისე შორს არის მათგან.

რუსები სწრაფად მიხვდნენ ამერიკელებისა და ევროპელების ვერაგობას, ერთობლივად დაეგოთ მახე რუსეთისათვის და რუსებსა და მათ მოძმე უკრაინელებს ერთმანეთი ეხოცათ უკრაინაში. რუსულმა შორსმიმავალმა ბრძნულმა პოლიტიკამ აქაც იჩინა თავი და რუსეთმა არათუ უკრაინის განადგურება მოინდომა, მისთვის ჰუმანიტარული დახმარება და ბუნებრივი აირის მიწოდებაც კი არ შეუწყვეტია. ახლა კი მოლაპარაკების გზით ცდილობენ სლავი ხალხის გაერთიანებას.

როგორც ჩანს, პუტინი იწყებს სლავი ხალხის გაერთიანებას, რაც დაწყებული ჰქონდა, მაგრამ არ დაასრულებინეს რუსეთისა და მსოფლიო პოლიტიკის არქიტექტორ სტალინს.

რუსეთს ადვილად შეეძლო, 2014 წელს დონბასსა და ლუგანსკში რეფერენდუმი ჩაეტარებინა და ამ გზით დაეპყრო უკრაინის ნაწილი, ისევე, როგორც ყირიმის ნახევარკუნძული, მაგრამ აქაც არ გაავლო სადემარკაციო ხაზი პუტინმა რუსეთსა და უკრაინას შორის და, როდესაც ამისი დრო დადგება, რუსეთს აუცილებლად შეუერთდება უკრაინა. ვფიქრობ, მსგავსი სცენარით განიხილავენ საქართველო-რუსეთის საზღვრების საკითხსაც, რომელიც აქამდე მოუგვარებელია.

რუს ლიბერალებს მუდმივი წნეხის ქვეშ ჰყავთ რუსეთის პრეზიდენტი, გადადგას გადამწყვეტი ნაბიჯი უკრაინაში, რათა, რაც შეიძლება მალე დაეუფლონ იმ ქონებას, რომელიც დღეს სხვის ხელშია. პუტინი სტალინური წრთობის პოლიტიკოსია და არ აჰყვება იმ პროვოკაციებს, რომლებსაც უმზადებნ. გაივლის მცირე ხანი და რუსეთში, თუ პუტინი არა, პუტინის ფარული ხელი დაიწყებს ნეოტროცკისტების, ნეოფაშისტებისა და ნეომენშევიკების გამოაშკარავებას და კვლავ შემოიღობება შორეულ ციმბირში უკიდეგანო სივრცეები, რომლებშიც თავისუფლად იცხოვრებენ “ახალი წესრიგის, ახალი წეს-ჩვეულებების და ტრადიციების მსურველი ადამიანები”.

უკრაინაში კი უკრაინელი ხალხის აქტივობით დაიწყება იმ ხალხის განეიტრალება, რომლებმაც ათიათასობით მშვიდობიანი უკრაინელის სისხლი დაღვარეს და ევროპაში ერთ დროს ძლიერი სახელმწიფო ნაცარტუტად აქციეს. გათავისუფლდება რა ბანდერელებისა და ფაშისტი აქტივისტებისაგან, როგორც ხელისუფლება, ისე მოსახლეობა, უკრაინა კვლავ აღდგება და გახდება წამყვანი ევროპის ქვეყნებს შორის. ის იქნება სლავი ხალხის გაერთიანებისა და გამარჯვების მერცხალი.

თუ დასავლეთი ფიქრობს, რომ დაეხმარება კიევს დონბასისა და ლუგანსკის დაპყრობასა და იქ რუსთა გენოციდის განხორციელებაში, ეს ხომ დაუშვებელია, როგორც უკრაინელებისთვის, ისე რუსებისთვის. და რუსეთი არ დაუშვებს ასეთ სისულელეს, დაიცავს დონბასსა და ლუგანსკს და უკრაინელი ხალხის დახმარებით გაიჭრება კიევისაკენ, რომელიც არცთუ დიდი ხნის წინათ აიღო რუსულმა არმიამ. ამჟამადაც ასე მოხდება _ გაიწმინდება უკრაინა ბანდერელებისა და ფაშისტებისაგან და ქვეყანაში ჩატარდება თავისუფალი არჩევნები, რომელზეც გადაწყდება უკრაინელი ხალხის ნება და არჩევანი.

მკითხველს შეიძლება გაუჩნდეს ეჭვი _ ხომ არ მიდის ეს გზა რუსეთის იმპერიის აღორძინებისკენ? კითხვა სამართლიანი იქნება. ერთმა იმპერიამ, აშშ-მა, რა დღეშიც ჩააგდო მსოფლიოს ხალხები, ნათლად ჩანს, ამიტომ ვიდრე თვალახვეულ თემიდას ხელში ორთეფშიანი სასწორი უჭირავს, დედამიწას ექნება, როგორც ბუნებრივად აქვს, ორი პოლუსი.

სიცოცხლე არ იარსებებდა ორი სქესის გარეშე, ბუნების კანონები არ იარსებებდა ქმედებისა და უკუქმედების გარეშე, რა ფასი ექნებოდა სიცოცხლეს სიკვდილის გარეშე. სტალინმა პარტიის მე-19 ყრილობის ძირითად მოხსენებაში ჩაწერა _ “ორი პოლუსი, ორი სამყარო”.

ეს ისე კი არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ იყოს ორი ერთმანეთისაგან აბსოლუტურად დაშორებული სამყაროები, ეს უნდა იყოს შეჯიბრების, ურთიერთკონტროლის ოპოზიციური პოლუსები. ოპოზიცია უნდა იყოს არა ოჯახში, არა კერძო საწარმოში, არამედ საზოგადოებაში, თუ რომელი გზაა სწორი, ხოლო მაშინ, როდესაც სწორი გზა გარკვეულია, მიზანი _ ნათელი, ოპოზიციურობა ის მავნე ტენდენციაა, რომელიც ჩიხში შეიყვანს დაწყებულ საქმეს. თანამედროვე “გლობალიზაციის” ფორმები და მეთოდები, რომლებსაც ამერიკის შეერთებული შტატები ახვევს თავს კაცობრიობას (იყოს ერთი საკანონმდებლო ორგანო, ერთი ხელისუფალი, ერთი წესი და ტრადიცია) ეს ჩვენი ცივილიზაციის მონაპოვარი არ არის, ეს, ალბათ, იყო ოდესღაც და, ალბათ, იქნება ოდესმე. ეს ჩვენს ცივილიზაციას და სულიერ ბუნებას ჩანასახშივე ეწინააღმდეგება და, თუ ამის სურვილი ამერიკას ან ევროპას აქვს, დაე, მათ ამ პრინციპებით იმ ცივილიზაციაში იცხოვრონ, რომელსაც აშენებენ. სწორედ ამიტომ არის მეორე პოლუსი საჭირო, რომ სხვა წესისა და ტრადიციის ხალხებმა სხვა პოლუსზე იცხოვრონ და, თუ მათი ცხოვრების წესი უფრო მიმზიდველი იქნება, ვიდრე ჩვენი ცხოვრების წესი, ერთი პოლუსიდან მოხდება საზოგადოების გადინება მეორე პოლუსზე. ისე, საჭირო არ არის მხოლოდ ორი პოლუსი, რატომ არ შეიძლება, იყოს, მაგალითად, სლავთა პოლუსი, ერთმორწმუნე, ერთფეროვანი, ერთი წეს-ჩვეულებითა და ერთი ღმერთით, მეორე პოლუსი _ მაჰმადიანური მთელი თავისი ატრიბუტიკით, მესამე _ არაბული, მეოთხე _ ინდო-ჩინური პოლუსი, მეხუთე _ ევროკავშირი. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტების მსოფლიოს დირექტორობამ სადამდეც მიიყვანა კაცობრიობა დღეს აშკარად ჩანს. საზოგადოებამ თვითონ მოიმზადა ახალი სოდომი და გომორი და ვართ “განკითხვის დღის” მოლოდინში.

ზოგიერთი ჩვენგანი შეჰხარის სამშობლოს და დღენიადაგ იბრძვის მისი წინსვლისთვის _ მოსწონს თავისი პატარა სამშობლო. როგორც დიდ სამშობლოს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მახასიათებლები, ასევე პატარა სამშობლოსაც აქვს ნაკლი თუ დადებითი მხარე, მაგრამ გაცილებით დადებითი, ვიდრე უარყოფითი. უამრავი “დიდ” ერი და “დიდი” სამშობლო აღიგავა პლანეტის ზედაპირიდან, მაგრამ ერმა, რომელიც მტკიცე დუღაბით იყო ნაშენები, საუკუნეებს გაუძლო და დღესაც წარმატებით განაგრძობს არსებობას.

გლობალიზაციამ ერებისა და ხალხების არათუ შერწყმა და ერთობა გამოიწვია, რომლისკენაც მიისწრაფვოდა მსოფლიოს მმართველი ფარული ხელი, არამედ ბუნების საწინააღმდეგოდ გაერთიანებული ერები და ხალხები აქტიურად დაიყო ჯგუფებად და იქმნება სრულიად ახალი, გამოგონილი თუ კარგად მივიწყებული გვარ-ტომეული დაჯგუფებები და ხელახლა იწყება “ბრძოლა არსებობისათვის”. ამის ნათელი მაგალითია ამერიკის შეერთებული შტატების უკონტროლო პარპაში მსოფლიოში, რასაც მოჰყვა სახელმწიფოებად და კულტურულ საზოგადოებებად ჩამოყალიბებული არაბული ქვეყნების დაშლა-დაქუცმაცება. და ეს მოხდა მხოლოდ იმიტომ, რომ აშშ-ს მეტი ნავთობი მიეღო გაპარტახებული ქვეყნების ტერიტორიებიდან.

პატარა ქვეყნის (მაგალითად, საქართველოს), ერის უმთავრესი უბედურება არის ის, რომ მის ბედს სხვა დიდი ქვეყნის ხელისუფლება განაგებდა და განაგებს, სხვა უბრძანებს მას, ვის ეომოს და ვის ემეგობროს. თუმცა წინა მბრძანებელი (რუსეთი) ნარს (სარეველას) თავისი ხელით გლეჯდა, ამერიკა ჩვენ გვათხრევინებს.

შემზარავია დასავლელი პოლიტიკოსების ნათქვამი ფრაზები, რომლებიც ჩვენი სამოქმედო პროგრამაც უნდა იყოს:

ჯო ბაიდენი, აშშის ყოფილი ვიცეპრეზიდენტი:

 “არ მაინტერესებს თქვენი კულტურა!

ანდერს ფოგ რასმუსენი, ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი: “ორი ათასი წლის წინათ შეთხზული ზღაპარი იესო ქრისტეს შესახებ უნდა დამთავრდეს”.

ჰერმან ვან რომპეი, ევროსაბჭოს ყოფილი თავმჯდომარე: “ცნებები ხალხი და ერი ისტორიის სანაგვეზე უნდა მოვისროლოთ! “ახალი ევროპა ხდება ყველას სახლი, სადაც ტრადიციები და იდენტობა ზედმეტია.”

ძვირფასო მკითხველო, თუ ეს დებულებები ჩვენი შესასრულებელი და ცხოვრებაში გასატარებელია, მაშინ რატომ ვედებით ღობე-ყორეს და რატომ ვსაუბრობთ ბუსუსებიან პრეზერვატივსა და სქესის შეცვლაზე? საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, კვლავ კედელზე გვეკიდოს თუ არა ილია ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველას, შოთა რუსთაველის, გერონტი ქიქოძის, ივანე ჯავახიშვილის, მიხაკო წერეთელისა და ჩვენი სხვა დიდი კლასიკოსების სურათები; პარლამენტის სხდომის დარბაზში კი იხილებოდეს ერისა და სამშობლოს სანაგვეზე გადაგდების საკითხი და იქვე ერის მამად წოდებული ილია ჭავჭავაძის პორტრეტი ეკიდოს, ნამუსი სად დაკარგეთ, ჩვენო კანონმდებლებო?

ვგონებ, არც ერთ ქვეყანაში არ ხდება ის, რაც ასე აშკარად ჩვენში მოხდება ხოლმე. საკვირველია!.. რაც უნდა უშვერი, უმსგავსო, სულელობით აღსავსე საქმე იყოს ჩვენში ფეხს გაიდგამს ხოლმე, მერე ისე, რომ ყურსაც არავინ შეაბღერტინებს. არც მის მოქმედს აქვს შიში, რომ მოვა დრო და მომკითხავს ვინმეო, არც იმის მაყურებელს აქვს სირცხვილი, რომ აგერ პირუტყვულად რაზედ ვექელვინებიო” (ილია ჭავჭავაძე, თხზულებანი, 1984 წელი. გვ. 552).

თუ ჩვენ ილია ჭავჭავაძეს კლასიკოსად მივიჩნევთ და უდავოდ არის კიდეც, რატომ ყურს არ ვუგდებთ მის შემოქმედებას, “საყოველთაოდ აღარებულსა და სანიმუშოდ მიჩნეულს”?

ქართველებისათვის საქართველოა სამშობლო და არა უკრაინა ან სომხეთი, რუსეთისათვის რუსეთია სამშობლო და არა საქართველო ან აზერბაიჯანი. არ არსებობს ძალა, რომელიც წაშლის ერის შეგნებაში ამ მიჯნებს. ერი, როგორც რეალური სოციალური ორგანიზმი გამოირჩევა ორი ძირითადი ნიშნით _ ენით და პოლიტიკური ორგანოებით, ესე იგი სახელმწიფოებრიობით”.

ამ სიტყვების ავტორიც კლასიკოსია, რომელიც გასცდა საქართველოს ფარგლებს და ცივილიზებული ერების უნივერსიტეტებში ერთ-ერთ ავტორიტეტად მოიხსენიება. ეს ყველასათვის კარგად ნაცნობი მიხაკო წერეთელია, რომელმაც დაწერა წიგნი “ერი და კაცობრიობა”.

ინტერესმოკლებული არ იქნება, თუ მკითხველი გაეცნობა ქართველი ერისა და სამშობლოს უდიდესი პატრიოტის, ლეგენდარული გერონტი ქიქოძის ერთ ესეს “პატარა სამშობლო”:

“თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეს ყოველ თვითცნობიერ მამულიშვილში სოლომონ ლეონიძის სული ფეთქს და განცალკევებული არსებობის აზრს დღეს საქართველოში მეტი გავლენა აქვს, ვიდრე ოდესმე ჰქონია.

დღეს ეროვნული თავისუფლების იდეას ისეთივე სტიქიური ძალა აქვს, როგორც XIX საუკუნის დასაწყისში დემოკრატიულ იდეას ჰქონდა და თანამედროვე ძლევამოსილი სარდლები ხშირად იძულებული არიან, ქედი მოიხარონ უფლებააყრილი ერების წინაშე, როგორც ნაპოლეონ პირველმა ასი წლის წინათ სანკიულოტების წინაშე მოიხარა ქედი.

მართალია, პატარა სამშობლოს ბევრი რამ აკლია დღევანდელ პირობებში: ქონებრივი მორჭმულობა, მრავალრიცხოვანი სპა, მჭრელი მახვილი თავის დასაცავად, მაგრამ სამაგიეროდ მას ზოგიერთი მაღალხარისხოვანი ზნეობრივი თვისებები აქვს. პატრიოტული გრძნობა ჩვეულებრივ, პატარა ხალხში უფრო ცხოველია, ვიდრე დიდში. ეს, ალბათ, იმით აიხსნება, რომ სიყვარულის საგანი ყოველთვის ახლობელი და ხელშესახები უნდა იყოს, დიდი სახელმწიფოები კი ხშირად უსაზღვრო და თვალუწვდენელი ტერიტორიის სახეს ღებულობენ. ასეთ ტერიტორიაზე პატრიოტიზმის ადგილს იმპერიალიზმი იჭერს, სამოქალაქო შეგნების ადგილს ქვეშევრდომის შეგნება. თითოეული მოქალაქის ჭირი და ლხინი ნაკლებად არის დაკავშირებული საერთო ლხინთან და ჭირთან და დიდი სახელმწიფო სხეულის ერთი ასო ხშირად წყლულდება და ნადგურდება ისე, რომ მეორე ასო ვერც კი გრძნობს საფრთხის მოახლოებას. ზოგიერთი დიდი იმპერია უფრო ხელოვნურად შეკოწიწებულ მანქანას წააგავს, ვიდრე ორგანულ არსებას და ხშირად ერთი პატარა მავთულის გაწყვეტაა საკმარისი, რომ მთელი უზარმაზარი მექანიზმი დაიშალოს. პირიქით, რარიგ ცხოველმყოფელია პატარა სამშობლო. მამულიშვილი არ იკარგება უსაზღვრო და უპიროვნო მასაში. თემის ჭირ-ვარამი მისი ჭირ-ვარამიც არის, ეროვნული საქმეები მის საკუთარ საქმეებშია გადახლართული. მტრის შემოსევა საფრთხეს უქადის მის სახლ-კარსა და ცოლ-შვილს, სამშობლოს გამარჯვება კეთილდღეობას ჰპირდება მის არსებობას. სამშობლო მას მეტს სთხოვს და მეტს ჰპირდება. ეს გარემოება ყოველ ადამიანურ ნიჭს ამოძრავებს და უხვად ასაზრდოებს ადამიანურ თაოსნობას და შემოქმედებას. ამით აიხსნება, რომ პატარა ქვეყნის მეფეები ხშირად უფრო დიდი ადამიანები არიან, ვიდრე დიდი ქვეყნის მოქალაქეები და პატარა ერები ხშირად გენიოსობისა და თვითმოქმედების სასწაულს ააშკარავებენ.

ათენმა პერიკლე, სოკრატე და პლატონი წარმოშვა, როცა ის ოცი ათას მოქალაქეს შეიცავდა და დიდი სპარსეთის მეფე დაამარცხა ეროვნულ ბრძოლაში. ქალაქმა რომმა რამდენიმე თაობის განმავლობაში მთელი ხმელთაშუა ზღვის აუზი დაიპყრო. პატარა ფლორენციამ იტალიური აღორძინების ნიადაგი შექმნა და ხელოვნების საუკეთესო ყვავილები წარმოშვა. პატარა ვენეციამ რამდენჯერმე უკუაქცია ოსმალები, ბიზანტიელები და უნგრელები, კონსტანტინოპოლი, პელოპონესი, კვიპროსი და კრიტოსი დაიმორჩილა და შავი ზღვიდან ჩრდილოეთის ზღვამდე მსოფლიო აღებ-მიცემობა გააჩაღა.

ჩვენს პატარა სამშობლოსაც ჰქონია დიდი წუთები. მის მხედრებს ძლევამოსილი სულთანები დაუმარცხებია, მის ოსტატებს გმირთნაკვეთი ტაძრები აუგია, ამიტომ არის, რომ დროული ბედშავობა გულს არ უტეხს და მისი თვალები ასე იმედიანად იცქირებიან მომავლისაკენ. ცხოვრების ბრძოლაში არსებობს დასასვენებელი პაუზები. განსაკუთრებით ქართველი ხალხის დარაჯებს არ აქვთ უფლება, თვალი დახუჭონ, იმიტომ, რომ საქართველო ყოველთვის ალყაშემორტყმულ ციხეს წარმოადგენდა და დღესაც ასეთ ციხეს წარმოადგენს”.

ამ სიტყვების წაკითხვის შემდეგ, რომელ ხელმოსატეხ ქართველ კაცს გაუჩნდება სურვილი, რომ ისტორიის სანაგვეზე მოისროლოს თავისი ერისა და სამშობლოს საფიცარი სახელები?!

გრიგოლ ონიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here