Home რუბრიკები საზოგადოება ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფეხბურთელები 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე

ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფეხბურთელები 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე

1577
მესი

1930 წელს ურუგვაიში ჩატარებული პირველი საფეხბურთო ჩემპიონატის შემდეგ საფეხბურთო სამყარო ძალიან შეიცვალა. თუ ეკონომიკური სირთულეების გამო ურუგვაის დედაქალაქში 1930 წელს ძლივს ააშენეს 90-ათასიანი სტადიონი, დღეს მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატების გასამართავად მილიარდები იხარჯება. მაგალითად, რუსებმა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მხოლოდ სტადიონების (სულ 12 არენა) აშენებასა და რეკონსტრუქციაში დაახლოებით 5 მლრდ დოლარი დახარჯეს.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს I საფეხბურთო ჩემპიონატზე ურუგვაიში უსახსრობის გამო ვერ ჩავიდა რამდენიმე ქვეყნის ნაკრები. 1930-1960 წლების პერიოდში ფეხბურთელების ანაზღაურება ისეთი დაბალი იყო, ამჟამინდელ ხელფასებთან შედარებაც კი სასაცილოა. ძალიან დაბალ ანაზღაურებად (ამჟამინდელთან შედარებით) იღებდნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორიც იყო გარინჩა, ამარილდო, დიდი, ვავა, პუშკაშილაპარაკიც ზედმეტია ქართველ ფეხბურთელებზე _ ბორის პაიჭაძეზე, ავთანდილ ღოღობერიძეზე, მიხეილ მესხზე, სლავა მეტრეველზე, მურთაზ ხურცილავაზე, ვიტალი დარასელიაზე, ვლადიმერ გუცაევზე, დავით ყიფიანზე, რომლებსაც არაერთი სახელოვანი ევროპული გუნდი სთავაზობდა კონტრაქტს. მიხეილ მესხსა და სლავა მეტრეველს კი თვით არგენტინელები და ბრაზილიელები ეპატიჟებოდნენ.

ეს რაც შეეხება სატრანსფერო რეკორდებს, ზოგიერთი ფეხბურთელის შემოსავლები (რეკლამებიდან, აქსესუარებიდან და ა.შ) კი დღეს რამდენიმე ათეულ მლნ-ს აჭარბებს.

როცა 1982 წელს “ბარსელონამ” 7,6 მილიონ დოლარად შეიძინა დიეგო მარადონა, მსოფლიო გაოგნდა ტრანსფერში კოლოსალური თანხის გადახდის გამო, მაგრამ 1982 წელს მარადონაში გადახდილი 7,6 მლნ დოლარი არაფერია იმ თანხასთან (222 მილიონი ევრო) შედარებით, რომელიც 2017 წელს ბრაზილიელ ნეიმარში გადაუხადა “ბარსელონას” ფრანგულმა კლუბმა “პარი-სენ-ჟერმენმა”.

პოპულარულმა გამოცემაფორბსმაორი კვირის წინათ შეადგინა 2018 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატში მონაწილე ყველაზე მაღალი ანაზღაურების მქონე ფეხბურთელების სია  2017 წლის შემოდგომაზე ლიონელ მესიმ გაახანგრძლივა კონტრაქტი ბარსელონასთან ისეთი კარგი პირობებით, რომ მნიშვნელოვნად გაუსწრო მადრიდის “რეალის” პორტუგალიელ თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს, რომელიც 2014-დან 2018 წლამდე ლიდერობდა ყველაზე შემოსავლიანი ფეხბურთელების სიას. აი “ფორბსის” სარეიტინგო სია 2018 წლის ჩემპიონატში მონაწილე ფეხბურთელებისა, რომლებმაც 2017 წლის 1 ივნისიდან 2018 წლის 31 მაისამდე ყველაზე მეტი თანხა გამოიმუშავეს:

  1. ლიონელ მესი, 31 წელი შეუსრულდა ამა წლის 24 ივნისს.

ქვეყანა: არგენტინა.

კლუბი: “ბარსელონა” (ესპანეთი).

საერთო შემოსავალი: 111 მლნ დოლარი.

ხელფასი/ბონუსები: 84 მლნ დოლარი.

შემოსავალი რეკლამებიდან: 27 მლნ დოლარი.

ძირითადი სპონსორები: Adidas, Gatorade, Mastercard, Pepsi, Lays, Huawei, Qoredoo

2017 წლის მიწურულს მესიმ გაახანგრძლივა კონტრაქტი “ბარსელონასთან” ხელსაყრელი პირობებით და მისი ყოველწლიური ანაზღაურება, ბონუსებსა და პრემიებთან ერთად, 84 მლნ დოლარს შეადგენს. ამას გარდა, ლეომ გააფართოვა თავისი სარეკლამო პორტფილიო. მისი პარტნიორების სიაშია სპორტული აქსესუარების მწარმოებელი Adidas-ი, ყატარის ტელესაკომუნიკაციო კომპანია Qoredoo და რძის პროდუქტების მწარმოებელი ჩინური კომპანია Mengniu; კომპანია Pepsico მესის მეშვეობით უწევს რეკლამას რამდენიმე პროდუქტს _ ჩიფსებს (Lay’s), იზოტონიკ Gatorade-სა და Pepsi-ს.

კრიშტიანუ რონალდუ
კრიშტიანუ რონალდუ
  1. კრიშტიანუ რონალდუ, 33 წლის

ქვეყანა: პორტუგალია.

კლუბი: “რეალი” (ესტონეთი).

ხელფასი /ბონუსები: 61 მლნ დოლარი.

შემოსავალი რეკლამებიდან: 4. მლნ

ძირითადი სპონსორები: Nike, Herbalife, Clear, American Poutister, CR7 Jeans.

რონალდუ დაეხმარა “რეალს” ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ სამჯერ მოგებაში. მისი კონტრაქტი კიდევ 3 სეზონის განმავლობაში იმოქმედებს, რაც მას 60 მლნ დოლარის მიღების გარანტიას აძლევს, მაგრამ კრიშტიანუს აშკარად მეტი სურს, ამიტომ მისი მომავალი “რეალში” კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. სამაგიეროდ, რონალდუს შესანიშნავად აქვს აწყობილი ურთიერთობა ბრენდებთან. წლის განმავლობაში შემოსავლების 47% მიიღო რეკლამებიდან, ეს 34%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით. ფართოვდება რონალდუს სახელობითი ხაზიც _ GR7: ახლახან კი გამოაცხადეს რონალდუს სახელობის სპორტდარბაზების ქსელის შექმნაზე.

ნეიმარი
ნეიმარი
  1. ნეიმარი, 26 წლის

ქვეყანა: ბრაზილია.

კლუბი: პსჟ (საფრანგეთი).

საერთო შემოსავალი: 90 მლნ დოლარი.

შემოსავალი რეკლამებიდან: 17 მლნ დოლარი.

ძირითადი სპონსორები: Nike, Red Boll, Gillette; Medonalds.

“ბარსელონიდან” პსჟ-ში სკანდალურმა გადასვლამ ნეიმარი ყველზე ძვირად ღირებულ (250 მლნ დოლარი) ფეხბურთელად აქცია.

პოლ პოგბა
პოლ პოგბა
  1. პოლ პოგბა, 25 წლის

ქვეყანა: საფრანგეთი.

კლუბი: “მანჩესტერ იუნაიტედი” (ინგლისი).

საერთო შემოსავალი: 29,5 მლნ დოლარი.

ხელფასი / ბონუსები: 25 დოლარი.

შემოსავალი რეკორდებიდან: 4,5 დოლარი.

ძირითადი სპონსორი: Adidas.

პოლ პოგბა 2016 წლის ზაფხულში გადავიდა “მანჩესტერ იუნაიტედში” “იუვენტუსიდან”. იმ მომენტში ეს სარეკორდო ტრანსფერი იყო _ 105 მლნ ევრო. კვირაში 290 ათასი გირვანქა სტერლინგის ანაზღაურებით პოგბა ინგლისის პრემიერლიგის ყველაზე მაღალ შემოსავლიან ფეხბურთელად იქცა.

ლუის სურესი
ლუის სურესი
  1. ლუის სურესი, 31 წლის

ქვეყანა: ურუგვაი.

კლუბი: “ბარსელონა”.

საერთო შემოსავალი: 26,9 მლნ დოლარი.

ხელფასი/ ბონუსები: 19,9 მლნ ლარი.

შემოსავალი რეკლამებიდან: 7 მლნ დოლარი.

ძირითადი სპონსორები: Adidas, Pro Evolution Soccer, Gatorade.

“ბარსელონამ” სუარესი “ლივერპულისაგან” იყიდა 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, სადაც სუარესმა თავი გამოიჩინა 2 გოლითა და ერთი კბენით (კბილები ჩაასო იტალიელთა მცველ ჯორჯო კიელინის). “ბარსელონამ” სუარესში თითქმის 82 მლნ ევრო გადაიხადა. სუარესი შესანიშნავად შეეწყო მესის და ბევრი ბურთი გააქვს (2017/1028 წლების სეზონში _ 31 გოლი და 18 საგოლე გადაცემა). მის სარეკლამო პორტფოლიშია ჩინური კომპანიები: Tronsmart-ი (გაჯეტები) და Gome (მობილური ტელეფონები), აგრეთვე, ტურისტული ოფისი მალაიზიაში.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here