Home რუბრიკები საზოგადოება ცოლ-ქმარს 13 შვილი ჯაჭვით ჰყავდა დაბმული

ცოლ-ქმარს 13 შვილი ჯაჭვით ჰყავდა დაბმული

აშშის კალიფორნიის შტატში დააპატიმრეს ცოლქმარი. მათ დამწყვდეული ჰყავდათ 13 შვილი, რომელთაგან უმცროსი 2 წლის, ხოლო უფროსი 29 წლისა იყო. The New York Times იუწყება, რომ ზოგი მათგანი ჯაჭვით იყო დაბმული.

პოლიციელების განცხადებით, 17 წლის ქალიშვილმა მოახერხა და ტელეფონით დაუკავშირდა სამაშველო სამსახურს, აცნობა, რა დღეშიც იყვნენ მისი და-ძმანი. სამართალდამცველებმა დააპატიმრეს 49 წლის ლუიზა ანა და მისი ქმარი _ 57 წლის დევიდ ალენ ტურპინი. შეკითხვას, რატომ მოეპყრნენ თავიანთ შვილებს ასე არადამიანურად, მათ პასუხი ვერ გასცეს, _ იუწყება BBC News-ი. ბავშვებს ძალიან ცუდად კვებავდნენ, ისინი უკიდურესად გამოფიტულები იყვნენ.

ყველა დაზარალებული გამოსაკვლევად საავადმყოფოებში გადაანაწილეს.

მეზობლებს, როგორც ისინი აცხადებენ, წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რაც ტურპინების ოჯახში ხდებოდა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ოჯახი ფინანსურ გაჭირვებას განიცდიდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here