სპექტაკლი პედოფილ და სერიულ მკვლელ მარკ დიუტრუს მიეძღვნა, იუწყება RTBF-ი.
წარმოდგენაში შვიდი ყმაწვილი მონაწილეობდა, ისინი პოლიციელების როლს ასრულებდნენ, მათი პედაგოგი კი მშობლებსა და მოძალადის მსხვერპლთ განასახიერებდა.
სპექტაკლმა საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია _ ორ დღეს სრული ანშლაგით მიმდინარეობდა.
2004 წელს მარკ დიუტრუს უვადო პატიმრობა მიესაჯა. მას დაუდასტურეს 6 მოსწავლე გოგონას გატაცება და ოთხი მათგანის მკვლელობა.