Home სხვადასხვა დაიჯესტი ამერიკელების მიერ თავხედური მეთოდებით მართული უკრაინა

ამერიკელების მიერ თავხედური მეთოდებით მართული უკრაინა

ჯო ბაიდენი, პეტრო პოროშენკო

როდესაც საუბრობენ, უკრაინის გარედან მართვაზე, მხედველობაში აქვთ ის, რომ ქვეყანას დასავლეთი აკონტროლებს გადამცემი მექანიზმების _ საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ევროპის საბჭოსა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მეშვეობით, ხელისუფლებაზე გავლენის მოსაპოვებლად კი მათრახსა და თაფლაკვერის მეთოდს იყენებენ, თუმცა სხვა მეთოდებსაც.

ეს მეთოდები “ჯდება” ხელით მართვის მკაცრ რეჟიმში, როცა მაღალი რანგის ამერიკელ მოხელეს თავხედურად შეუძლია, თავისი მითითებების შესრულება მოსთხოვოს ქვეყნის პირველ პირებს, თანაც, ოდესმე კი არა, აქვე და ახლავე.

ჯო ბაიდენის გულახდილობა მიუთითებს, რომ ამერიკა, ჩვეულებრივ, ცერემონიებს არ მიმართავს მათ მიმართ, ვინც ნებაყოფლობით თმობს თავის სუვერენიტეტს ამა თუ იმ მიზეზით. აშშ-ის საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოში გამოსვლისას ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა დახატა ისეთი გამაოგნებელი სურათი, რომელშიც თავხედობა, ცინიზმი და გულუბრყვილობა ადამიანისა, რომელსაც ვერ შეუგნია, რომ ასეთ რაღაცებზე, სჯობს, არ ილაპარაკოს, ერთმანეთში იყო არეული.

აი რა განაცხადა ბაიდენმა: “უკიდურესად შეშფოთებული ვარ კიევში კორუფციასთან ბრძოლის რეგრესიით. აი ერთი კონკრეტული მაგალითი:

მე უკრაინის დახმარება დამავალეს. როგორც მახსოვს, იქ ჩავედი, რათა დამერწმუნებინა ჩვენი გუნდი, რომ უკრაინისთვის გრძელვადიანი საკრედიტო გარანტიები მიგვეცა. კიევში 12-13-ჯერ მომიწია ჩასვლა. ბოლოს უნდა განმეცხადებინა, რომ ჩვენ ვთავაზობდით კიდევ მილიარდის კრედიტის გარანტიას. პოროშენკო და იაცენიუკი დამპირდნენ, რომ გადადგამდნენ ნაბიჯს გენერალური პროკურორის შესაცვლელად, მაგრამ ეს არ გააკეთეს. პრესკონფერენციაზე განვაცხადე: თქვენ არ მოგცემთ მილიარდ დოლარს. მითხრეს: არ გაქვთ ასეთი უფლებამოსილება. თქვენ პრეზიდენტი არ ხართ. პრეზიდენტმა თქვა, რომ მოგვცემს. ვუპასუხე: მაშინ დაურეკეთ მას. თქვენ ვერ მიიღებთ მილიარდ დოლარს. მე 6 საათის შემდეგ მივემგზავრები და, თუ ამ ხნის განმავლობაში გენერალურ პროკურორს არ გაათავისუფლებთ, ფულს ვერ მიიღებთ. და ეს ძაღლიშვილი გაათავისუფლეს. მის ადგილას კი დანიშნეს ის, ვისაც იმხანად ვენდობოდით”.

ბაიდენმა ისიც მოყვა, როგორ მოაწერა ხელი ვიქტორ იანუკოვიჩის განაჩენს მაიდანის მიმდინარეობისას და დაემუქრა, რომ ისტორია დასჯიდა. ის თავის მემუარებში იხსენებს, როგორ დაურეკა უკრაინის აწ უკვე ყოფილ პრეზიდენტს მას შემდეგ, რაც მაიდანზე აქტივისტების დახვრეტა დაიწყო, და ის ამ დახვრეტის ორგანიზებაში დაადანაშაულა. მან ეს ეპიზოდიც თავხედური მანერით შეასრულა, ოღონდ, თუ პროკურორის შემთხვევაში ბაიდენს, შესაძლოა, შემთხვევით რაღაც წამოსცდენოდა სიტყვით გამოსვლისას, იანუკოვიჩთან საუბრისას მშვენივრად ესმოდა, რასაც აკეთებდა.

კიდევ ერთი ციტატა: “იანუკოვიჩთან ჩემი მრავალი ზარიდან ბოლო 2014 წლის თებერვალში იყო. როცა მისი სნაიპერები უკრაინის მოქალაქეებს ხოცავდნენ და ჩვენ გვქონდა სარწმუნო ცნობები, რომ აპირებდნენ კიდევ უფრო სასტიკ დარბევას. რამდენიმე თვის განმავლობაში მივაპყრობდი მის ყურადღებას იმაზე, რომ თავშეკავებულობა გამოეჩინა თავისი მოქალაქეების მიმართ, მაგრამ იმ ღამეს, საპროტესტო აქციის დაწყებიდან სამი თვის თავზე, ვუთხარი, რომ ყველაფერი დასრულებულია. დადგა დრო, გაეწვია თავისი “ბოევიკები” და ისიც წავიდა. მე შევახსენე იანუკოვიჩს, რომ მისი ერთადერთი რეალური მხარდამჭერები იყვნენ პოლიტიკური მხარდამჭერები და მანიპულატორები კრემლში და არ უნდა ელოდოს, რომ რუსი მეგობრები იხსნიან კატასტროფისგან. აღვნიშნე, რომ იანუკოვიჩმა დაკარგა უკრაინელი ხალხის ნდობა და ისტორია მკაცრ სასჯელს გამოუტანდა, თუ განაგრძობდა ადამიანების ხოცვა-ჟლეტას. დამცირებული იანუკოვიჩი მეორე დღეს უკრაინიდან გაიქცა”.

გასაგებია, რომ იანუკოვიჩი ამერიკელებში სიმპათიას არ იწვევდა, მაგრამ ის სახელმწიფოს კანონიერად არჩეული პრეზიდენტი იყო და მასთან საუბრისას ელემენტარული თავაზიანობა მაინც უნდა გამოეჩინა, მაგრამ არც ბაიდენი და უკრაინის არც სხვა კურატორები ამის საჭიროებას ვერ ხედავდნენ. საერთოდ კი, როდესაც საუბარია ვასალებზე, ამერიკელები ზრდილობას არაფრად აგდებენ. ამ საკითხზე შეიძლება გავიხსენოთ აშშის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე ვიქტორია ნულანდისა და უკრაინაში აშშის ყოფილი ელჩის _ ჯეფრი პაიეტის საუბრის აუდიოჩანაწერი, რომელიც ინტერნეტში გამოქვეყნდა.

მოსაუბრეებს არც კი უცდიათ, შეენიღბათ თავიანთი ზრახვები რაღაც ფორმულირებებით. დაუფარავად და პირდაპირ მსჯელობდნენ საკითხზე, ვინ უნდა ჩასდგომოდა სათავეში უკრაინის მთავრობას და რომელი ფიგურები არ უნდა შესულიყვნენ მთავრობაში. ხოლო როდესაც პაიეტმა მიუთითა ევროკავშირის პოზიციაზე, რომელიც ამერიკელების პოზიციისგან განსხვავდებოდა, ნულანდმა ევროპელები სამ ასოზე გაგზავნა.

თუმცა ეს იყო კერძო საუბარი, რომლის მონაწილეებს ეჭვიც არ ჰქონდათ, რომ ის იწერებოდა და საზოგადოებისთვის ცნობილი შეიქნებოდა. ბაიდენმა კი გამოამზეურა დეტალები, როგორ აშანტაჟებდა უკრაინის მმართველებს, და არც დაფიქრებულა, რომ ეს ყველაფერი ღორული საქციელია.

მაგალითები იმისა, რომ ამერიკელები მათი გავლენის ზონაში მყოფი ქვეყნების ხელისუფლებას ადამიანური მოპყრობის ღირსად არ თვლიან, საკმარისზე მეტია, მაგრამ უკრაინის შემთხვევა გვიჩვენებს, რომ თვით ამერიკელების თანამოსაუბრეებისადმი ასეთი მოპყრობა მისაღებია.

ერთნი ალაგებენ ჩემოდნებს და გარბიან, როცა ეუბნებიან, რომ დაისჯებიან, სხვები ეტევიან იმ რამდენიმე საათში, რომლებსაც აძლევენ გენპროკურორის გასათავისუფლებლად, რათა დაპირებული მილიარდიანი კრედიტი მიიღონ.

ბევრი რამ უცნობია, მაგრამ ეს რამდენიმე ეპიზოდიც საკმარისი საფუძველია, ვივარაუდოთ, რომ ადრე ჩართული ხელით მართვის რეჟიმი დღესაც მოქმედებს. იცვლებიან მხოლოდ პერსონები და არ იცვლება ურთიერთობის ხასიათი მსოფლიოს მბრძანებლობას მოწყურებულებსა და სატელიტ სახელმწიფოებს შორის.

ანდრეი ბაბიცკი,

ukraina.ru

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here