Home რუბრიკები ისტორია სტალინი – მსოფლიო ლიდერთა შორის უპირველესი

სტალინი – მსოფლიო ლიდერთა შორის უპირველესი

სტალინი

ზოგიერთი მკვლევარი თუ მეცნიერი, ისტორიკოსი თუ ბელეტრისტი, ცდილობს, დაგვარწმუნოს, რომ სტალინმა თავისი ნიჭი და მტკიცე ნებისყოფა მას შემდეგ გამოავლინა, როცამრისხანეოპოზიციას გაუსწორდა, მანამდე კი ქვეყანაში რეიტინგით III-IV ადგილს იყოფდა კონკურენტებთან. ვფიქრობ, ეს ასე არ არის. 1930-იანი წლების ბოლოს და მანამდეც ქვეყანაში დატრიალებულ პოლიტიკურ ქარტეხილებს სტალინის არაკომპეტენტურიადვოკატებისტალინის საქმის კურსში არყოფნას მიაწერენ და აცხადებენ, რომ სტალინის ზურგს უკან ხდებოდა ყველაფერი ის, რაც მრავალი ათეული წლის განმავლობაში განსჯის საგანია.

სტალინი პირველი იყო რევოლუციის მომზადებაში, პირველი იყო გადატრიალების მომენტში _ 1917 წლის 7 ნოემბერს და პირველობას არავის უთმობდა 1922 წლის აპრილიდან 1953 წლის 2 მარტამდე, ვიდრე სახელმწიფო გადატრიალებას მოაწყობდა შეთქმულთა ბანდა ხრუშჩოვის, მალენკოვისა და მიქოიანის მონაწილეობით.

დღეს მასონური ლოჟების ხელშეწყობითა და უდიდესი კაპიტალის დაბანდებით ცდილობენ, ჯებირი აღუმართონ სტალინს და მასთან ერთად მსოფლიოს ხალხთა თანასწორუფლებიანობისთვის ბრძოლის მოგუგუნე ტალღას, მაგრამ არ არსებობს ძალა, რომელსაც შეუძლია წინ აღუდგეს ბუნების მოვლენებს და შეაჩეროს კაპიტალიზმის ბუნებრივად მომწიფებული ხრწნის პროცესი. დასავლეთი ახალშობილ საბჭოეთს გაერთიანებული ძალით დაესხა თავს 1918 წელს, რათა აკვანში მოეხრჩო თავისუფლებისმოყვარე ჩვილი სახელმწიფო, მაგრამ რკინის ხელებმა ყრმა ულმობელ სიკვდილს გამოსტაცა და თავისუფლების გზაზე დააყენა. დასავლეთი 1941 წელს მეორედ მოადგა კრემლს ამირანის შესაპყრობად. მაგრამ ამირანის ხმალი უკვე ნაწრთობი იყო ცარიცინში. მან მტერი უკუაქცია და ბერლინში, გამდნარი ფოლადის ოკეანეში ჩაახრჩო. სტალინის მძიმე ნაბიჯებისგან ცა ქუხდა, მიწა გრგვინავდა. ქვეყანა არნახული სიჩქარით მიჰქროდა თავისუფლების გალაქტიკაში. ბედნიერი ხალხი ვერ ფარავდა სიხარულსა და სიყვარულს თავისი მხსნელი ბელადისადმი. მას უერთდებოდა მსოფლიოს ჩაგრული ხალხი და იყო მოწოდება პროლეტარებო, ყველა ქვეყნისა შეერთდით!”.

სიბერითა და ღალატით განწირული ნეშტი მიწამ მიიბარა, სული და სტალინური იდეა კი უკვდავებამ გადაიბარა.

მკვდრის წინააღმდეგ ამხედრებულმა შინაურმა თუ გარეშე მტრებმა მოინდომეს, აღეგავათ პირისაგან მიწისა სტალინის სახელი და მისი იდეა ადამიანთა თანასწორუფლებიანობისა, მაგრამ, რაც მეტი იყო მცდელობა სტალინის დისკრედიტაციისა, მით უფრო უახლოვდებოდა ადამიანებს ღმერთკაცის იდეები.

1991 წელს კრემლს მესამედ ეწვია ხმალმომარჯვებული სატანა, რომელმაც განგმირა ხალხებისთვის ბედნიერების მომტანი საბჭოეთი და კიდევ ერთხელ გაუხანგრძლივა მსოფლიო სიმდიდრის მფლობელ ერთეულებს სიცოცხლისუნარიანობა.

სტალინის პოპულარობა სწორედ 1991 წელს დაეცა მინიმუმამდე – 10%-მდე, მაგრამ იმ დღიდან, როგორც მოსკოვიდან ბერლინამდე სდია სტალინმა მტერს, თავისი ბასრი პოლიტიკური მახვილით კვლავაც უტევს სტალინური იდეა დასავლელ ფინანსურ და ფიზიკურ დამპყრობლებს. ამ მახვილის წინაშე კი უძლურია ფინანსები და მასობრივი განადგურების იარაღიც კი.

სტალინიზმი საფუძვლიანად იკიდებს ფეხს არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. ადამიანები ერთმანეთს მოუწოდებენ უოლ სტრიტზე, ტრაფალგარზე, ელისეს მინდვრებზე, ბრანდენბურგის მოედანსა და წითელ მოედანზე გამოსვლისკენ, რათა ერთხმად დაიქუხონ _ “თავისუფლება მსოფლიოს ხალხებს, სტალინის დროშით წინ, კაპიტალიზმის სრული განადგურებისაკენ!”.

სტალინი პირველი იყო დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის მომზადებაში, პირველი იყო მისი დროის მსოფლიო ლიდერებს შორის, პირველი იყო კაპიტალიზმის უღლისაგან ხალხთა განთავისუფლებისათვის ბრძოლის საქმეში, პირველი იქნება, ვინც საბოლოოდ დაასამარებს ერთ მუჭა კაპიტალისტებს, რომელთა ხელშიცაა მთელი მსოფლიოს სიმდიდრის ორი მესამედი. სტალინის სახელი იქნება დროშა ხალხთა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გზაზე. სტალინის გონმა შექმნა სახელმწიფო, რომლის სწორი და ტოლი ჯერ არ შეუქმნია პლანეტაზე მცხოვრები არც ერთი ეროვნებისა და რჯულის ხალხს. სტალინმა გამოხაზა და შემდგომ ხორცი შეასხა იდეას, რომლის აღსრულებაზეც 400 წლის განმავლობაში ოცნებობდნენ უტოპიური სოციალიზმის სათავეებთან მდგომი გენიოსები. “სხვას ვის შეეძლო ამ მადლის პოვნა და ამ სამოთხის კარის გაღება?!”.

მხოლოდ სტალინს შეეფერება გენიოსი პოეტის _ აკაკი წერეთლის სიტყვები: “ხან მიწისა ვარ, ხან ცისა”. მხოლოდ ცით მოვლენილ ადამიანს შეეძლო, შეექმნა ამქვეყნიური სამოთხე, რომელშიც იზეიმებდა ჩაგრული ხალხი და მჩაგვრელებზე დიქტატურას განახორციელებდა. მხოლოდ ცითმოვლენილისთვის შეიძლებოდა ეწოდებინათ სხვადასხვა რჯულისა და ერის ადამიანებს “ადამიანთა მოდგმის, ხალხთა მამა”, რაც შესანიშნავად ასახა თავის ლექსში ქართველმა პოეტმა ნაზი კილასონიამ:

ზანგის გულმაც დაიკვნესა,

ერთი მადლი კიდევ ჰქენი,

ჯერ ნუ წახვალ, ხალხის მამავ,

მონობიდან დაგვიხსენი”.

დედამიწის მოსახლეობის ორი მესამედი კვლავ სიღატაკის მიღმა ცხოვრობს და მათი რაოდენობა არათუ იკლებს, არამედ განუხრელად იმატებს მოწინავე ტექნოლოგიების წარმოებაში დანერგვით _ მანქანებმა გამორეკეს მილიონობით მუშახელი ფაბრიკა-ქარხნებიდან და საცხოვრებელი სახლებიდანაც კი. კერძო კაპიტალი დღეს ხალხის მასებისთვის ტიფი, ესპანური გრიპი, შავი ჭირი, ქოლერა და ჟამიანობაა, რომელიც არცთუ შორეულ წარსულში, სტალინის მოსვლამდე, მძვინვარებდა პლანეტაზე. სწორედ სტალინი იყო ის, ვინცმშიერს ხმიადი და ტიტველს ტანზე პერანგიმისცა, ვინც თითოეულ მშრომელს ოჯახში უფასოდ აუნთო ატომური ჩირაღდანი ჰიროსიმანაგასაკის ნაცვლად; სტალინი იყო ის, ვინც სასკოლო მერხიდან კოსმოსში კაცი აფრინა; სტალინი იყო, ვინც უდაბნო ააყვავა, ვინც 5 ზღვა ერთმანეთთან შეაერთა და ერთ სანაოსნო სისტემად აქცია; სტალინი იყო, ვინც თავისი არწივები მოსკოვიდან ძირს დაუშვებლად ჯერ ჩრდილოეთ პოლუსზე, ხოლო შემდეგ ამერიკის კონტინენტზე გადააფრინა; სტალინი იყო, ვინც დედამიწის ერთ მეექვსედზე ბუნება დაამარცხა და დამწვარ ყამირს სავსე თავთავი დაასხა. სტალინი გამარჯვების სიმბოლოდ და ძირს დაუხრელ დროშად იქცა ხალხებისთვის. დიდი ბერნარდ შოუს სიტყვებით რომ ვთქვათ: ყველა ქვეყნის ლიდერი პიგმეაა, ვეფხვ სტალინთან შედარებით”. სწორედ ამიტომ მიმაჩნია ჭეშმარიტებად “ლევადა ცენტრის” ხელმძღვანელ ლევ გუდკოვის შეფასებაც: სტალინი მსოფლიო ლიდერთა შორის უპირველესია”.

სტალინი

სტალინს ბევრი რამ აშორებს ჩვეულებრივი მოკვდავისაგან და სწორედ ამიტომაც არის მისი სახელი უკვდავი, მაგრამ სტალინის ცხოვრების წესი და ჩვეულება ძალიან უახლოვდება ადამიანურს, რაც მას არა საკრალურს, არამედ მოსაფერებელსა და შესაყვარებელს ხდის ჩვეულებრივი ადამიანისთვის. მე სწორედ ამას მინდა მივაპყრო მკითხველის ყურადღება:

1922 წლის 3 აპრილს ტროცკის დაჟინებული მოთხოვნითა და ლენინის თანხმობით, სტალინი ჩამოაშორეს აქტიური რევოლუციური და სახელმწიფოებრივი მართვის ბერკეტებს და გადაიყვანეს საკანცელარიო სამუშაოზე, რომელსაც მანამდე სვერდლოვის მეუღლე ასრულებდა და იგი არჩეული იქნა კომუნისტური პარტიის ბოლშევიკების ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივნად. ამ თანამდებობაზე იმუშავა 1953 წლის 2 მარტამდე.

არჩევის დღიდანვე სტალინმა პარტიას მიზნად დაუსახა ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვა და შექმნა პარტიის სრულიად ახალი სამოქმედო პროგრამა, რომელიც ისე დაამტკიცეს პოლიტბიუროზე, რომ მის შინაარსში არათუ ავადმყოფი ლენინი, პოლიტბიუროს სხვა საღად მოაზროვნე და “ჭკუით გატენილი” წევრებიც ვერ გაერკვნენ.

სტალინმა პარტიის წესდების მუხლების სრული დაცვით დაიწყო თავისი მოვალეობების შესრულება, რის გამოც ჯერ კიდევ ქაოსში მყოფი ახალშექმნილი ქვეყნის ხელისუფალნი საგონებელში ჩააგდო. ტროცკი თავისსავე დაგებულ მახეში გაება. სტალინმა მტკიცედ მოსთხოვა პარტიის ყველა წევრს, განუხრელად რანგისა და თანამდებობისა, დამორჩილებოდნენ პარტიის წესდებას.

როდესაც სტალინმა მისთვის არცთუ მოსაწონი “ნეპის” გატარებაზე პასუხისმგებელ ამხანაგებს დაუძახა და მკაცრი მითითებები მისცა, ტროცკის ერთ-ერთმა დამქაშმა, ძველმა რევოლუციონერმა ანტონოვ-ოვსეენკომ 1924 წლის 2 იანვარს სტალინს წერილი მისწერა: “თქვენ თქვენს სამსახურში გჭირდებათ აბსოლუტურად “კანონმორჩილი” ადამიანები. მე ასეთებს არ მივეკუთვნები”.

სტალინმა, რა თქმა უნდა, არ მოუთმინა თვითნებობა რევოლუციური სამხედრო საბჭოს პოლიტსამმართველოს უფროსს და, მიუხედავად იმისა, რომ ანტონოვ-ოვსეენკო ტროცკის უშუალო თანამშრომელი იყო, გაათავისუფლა თანამდებობიდან და ჩეხოსლოვაკიაში ქვეყნის სრულუფლებიან წარმომადგენლად დანიშნა.

სტალინი მიუკერძოებელი იყო ყველას მიმართ. აი, მაგალითი:

1925 წელს სტალინი დასასვენებლად გაემგავრა სოჭში. როგორც ჩანს, სადაც ის ისვენებდა, მოუხერხებელი ადგილი იყო და ამიტომ სთხოვა ხელმძღვანელობას, კერძოდ, აბრამ ბელენკის, გამოენახა მისთვის მყუდრო ადგილი მუხალატკაში (ყირიმში) ისე, რომ არავინ შეეწუხებინათ და არ გამოესახლებინათ აგარაკიდან. ბელენკიმ, რომელიც საგონებელში ჩააგდო სტალინის თხოვნამ, დავალება რომ შეესრულებინა, სასწრაფოდ გამოასახლა მუხალადკის ერთ-ერთი პრესტიჟული აგარაკიდან სახელმწიფო გამომცემლობის (“გოსიზდატის”) დირექტორი ბროიდო და აგარაკი კომპარტიის გენერალური მდივნის მისაღებად მოაწესრიგა.

სტალინმა, როდესაც აგარაკიდან ბროიდოს გამოსახლების შესახებ შეიტყო, უარი განაცხადა ადგილის შეცვლაზე, ხოლო მოლოტოვს სასწრაფო შიფროგრამა გაუგზავნა მოსკოვში: “ბელენკიმ დაუშვა შეცდომა, რაც მის მუშაობაში პირველი არ არის და მის უხეშობასა და უტაქტობაზე მეტყველებს და ჩირქს სცხებს როგორც პარტიის, ისე ხელისუფლების ავტორიტეტს. დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ ბელენკი თანამდებობიდან, სხვაგან გადაიყვანეთ და მის ადგილზე დანიშნეთ სხვა, ვინც გნებავთ. საქმე არ ითმენს, იმოქმედეთ დაუყოვნებლივ”. მეორე დღეს სტალინმა ბოდიშის წერილით მიმართა ბროიდოს იმ უხერხულობისთვის, რომელიც შეექმნა მის (სტალინის) გამო და სთხოვა, კუთვნილ აგარაკზე დაბრუნებულიყო და გაეგრძელებინა დასვენება.

სტალინისთვის ბინის შეცვლის გამო სამეურნეო სამმართველოს მუშაკმა გადაწყვეტილება მიიღო და გენერალური მდივნის ახალი ბინა ახალი ავეჯით შეავსო, რის გამოც სტალინმა შემდეგი შინაარსის წერილით მიმართა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ კალინინს:

“ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის სამეურნეო სამმართველოს მუშაკმა გამოიჩინა თვითშემოქმედება და ჩემს ბინაში შეიტანა ახალი ავეჯი, რომელიც სრულიად არ იყო საჭირო და არც ამისი ბრძანება გამიცია, რადგან ძველი ავეჯიც კარგად ასრულებდა თავის მოვალეობას. ასეთი მოქმედებები შეიმჩნეოდა გასულ პერიოდშიც, ამიტომ ძალიან გთხოვთ, მიიღოთ სათანადო ზომები, მიაგნოთ დამნაშავეს და დასაჯოთ ის, არც მეტი არც ნაკლები, სახელმწიფო ინტერესებისა და ქონების დაუდევრად მოპყრობისთვის. მიიღეთ სასწრაფო ზომები ჩემი ბინის ახალნაყიდი ავეჯისგან გამოსათავისუფლებლად და საწყობში ან, სადაც გნებავთ, მის განთავსებაზე. კომუნისტური სალმით, ი. სტალინი. 12.06.1925 წ.”.

მკითხველმა უნდა მაპატიოს მცირე გადახვევისთვის. ირაკლი აბაშიძის დისშვილი _ გურამ ხარაიძე, რომელიც მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტ ნიკო მუსხელიშვილის თანაშემწედ მუშაობდა, სუფრასთან მსხდომ მეგობრებს მოგვიყვა:

“მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმზე სამეურნეო საკითხებთან ერთად წამოიჭრა დამლაგებლის საქმისადმი გულგრილი დამოკიდებულების საკითხიც, რომლის განხილვასაც დაგვიანებით მოსულმა ბატონმა ნიკო მუსხელიშვილმა მოუსწრო. როდესაც პრეზიდენტმა გაარკვია დამნაშავისა და სასჯელის ურთიერთდაკავშირების საკითხი, პრეზიდიუმს მიმართა, რომ ეს სასჯელი არ შეესაბამებოდა დანაშაულის სიმძიმეს და წინადადება შეიტანა, ჩამოეხრჩოთ დამლაგებელი”.

სწორედ ეს მწარე იუმორით სავსე ამბავი წარმომიდგა თვალწინ, როდესაც სტალინის პირადი არქივის ჩანაწერებს ვეცნობოდი, სადაც ასეთი რამ არის აღწერილი:

პოლიტბიურო იხილავდა 1926-1930 წლებში საბჭოთა კავშირის ფინანსთა სახალხო კომისრის _ ბრიუხანოვის _ სოციალური ყოფის საკითხს, რომელზეც ცხარე კამათი გაიმართა. სტალინი კამათში გამომსვლელს არასდროს აწყვეტინებდა აზრის გამოთქმას, მაგრამ, როგორც ჩანს, დაღალა უსაგნო კამათმა, რომელიც სრულიად უაზრო საკითხს ეხებოდა, და ქაღალდის ნაგლეჯზე უბრალოდ მიაწერა სიტყვები: “პ. ბ. ყველა წევრს: ბრიუხანოვი ყველა ძველი და ახლანდელი ბრალდების გამო ჩამოვკიდოთ ყვერებით, თუ ამას გაუძლო _ მართალი ყოფილა; თუ ვერა _ დავახრჩოთ მდინარეში”. პოლიტბიუროს წევრებმა ერთმანეთს გადააწოდეს სტალინის მიერ შედგენილი ეს მწარე, დამტუქსველი იუმორის მქონე ტექტსი და საკითხიც განხილვიდან მოიხსნა.

ბატონმა ნიკო მუსხელიშვილმა, რომელსაც ატომური ბომბის შექმნის პერიოდში ხშირად უწევდა პოლიტბიუროს ზოგიერთ წევრთან ურთიერთობა, ალბათ, სწორედ მაშინ მოისმინა სტალინის მწარე იუმორით შეზავებული ტექსტის შესახებ, რომელიც შემდგომ ასე მოხდენილად გამოიყენა აკადემიის პრეზიდიუმის სხდომაზე.

სტალინი ლმობიერი და მომთმენი იყო თავისი რევოლუციური მეგობრების მიმართ. ამის ნათელი მაგალითია მისი “საპროტექციო” წერილი, რომელიც ხელზე გაატანა ძველ თანამებრძოლს ლენინგრადში.

“გამარჯობა, კირიჩ,

ძალიან გთხოვ, დაეხმარო, რითაც შეგიძლია, ძველ კომუნისტსა და სამთო საქმის კარგ სპეციალისტს, გ. რადჩენკოს. ის ცოტა ხნის წინათ დანიშნეს გეოლოგიური კომიტეტის თავმჯდომარედ. მას სურს, შემოიკრიბოს საქმის მცოდნე და ერთგული ადამიანები. ამის შერჩევის საშუალება და გამოცდილება მას არ აქვს. გთხოვ, გულით დაეხმარო, ჩემო კირიჩ. მაგრად გართმევ ხელს. ი. სტალინი. 16/03/1929 წელი”.

მკითხველი მიხვდება, რა გულწრფელობითა და თანადგომით ცდილობს სტალინი თანამებრძოლის დახმარებას და როგორ მეგობრობას ამჟღავნებს სერგო კიროვის მიმართ, რომელიც ლენინგრადის საოლქო კომიტეტის პირველ მდივნად მუშაობდა.

1947 წელს სტალინმა თავისი გადასახლების ადგილიდან _ ტურუხანსკის რაიონის სოფელ კურეიკიდან, იქ მცხოვრები ვასილ სოლომინისგან მიიღო წერილი, რომელშიც ეწერა, რომ არის მასწავლებელი, რომელიც სტალინსა და მის მეგობარ სვერდლოვს უმასპინძლდებოდა. ახლა პენსიონერია, მეორე ჯგუფის ინვალიდი და უჭირს ცხოვრება, ამიტომ სთხოვს, რომ დაეხმაროს.

სტალინმა წერილით უპასუხა სოლომინს:

“მე თქვენ აქამდე არ დამვიწყებიხართ და არც სხვა ამხანაგები ტურუხანსკიდან. ვიმედოვნებ, არც ამის შემდეგ დამავიწყდებით. გიგზავნით ჩემი დეპუტატობის გასამრჯელოს _ 6000 მანეთს. ეს თანხა ბევრი არ არის, მაგრამ ცოტა მაინც შეგეშველებათ. გისურვებთ ჯანმრთელობას. ი. სტალინი”.

საარქივო მასალებში არის 19 მარტს ტურუხანსკიდან გამოგზავნილი დეპეშა თანხის მიღების თაობაზე.

1929 წლის 13 სექტემბერს მოლოტოვმა და ორჯონიკიძემ წერილით მიმართეს სტალინს. ისინი მკაცრ რეაგირებას მოითხოვდნენ “პრავდაში” გამოქვეყნებულ კრიტიკულ წერილზე, რომელიც მთავრობის საქმიანობას შეეხებოდა. მოლოტოვი და ორჯონიკიძე სვამდნენ საკითხს, ცენტრალურ კომიტეტს მიეღო შესაბამისი დადგენილება მსგავსი გამოვლინების აღკვეთის წინააღმდეგ და მოლოტოვს ამის შესახებ გაემახვილებინა ყურადღება მოსკოვის მოსალოდნელ პარტიულ კონფერენციაზე გამოსვლისას.

იმავე დღეს სტალინმა წერილობითვე აცნობა მოლოტოვსა და ორჯონიკიძეს:

თქვენი მოთხოვნა, ვფიქრობ, რისკის შემცველია, რადგან ის აღიქმება, როგორც კრიტიკის ჩახშობის მცდელობა, რაც ყოვლად დაუშვებელია. ეს დააზიანებს ცენტრალურ კომიტეტს და თვით მოლოტოვს, რომელსაც დასწამებენ კრიტიკის უარყოფას. სამართლიანი კრიტიკა აქტიურს ხდის ხალხის მასებს, შექმნან გაუსაძლისი პირობები ყოველგვარი და ყველა ბიუროკრატისათვის”.

მოლოტოვი და ორჯონიკიძე, რა თქმა უნდა, დაეთანხმნენ სტალინის რკინისებურ ლოგიკას და საკითხიც ამით ამოიწურა. სტალინი კრიტიკისა და თვითკრიტიკის საკითხს არაერთგზის დაუბრუნდა თავის გამოსვლებსა თუ პრესაში გამოქვეყნებულ წერილებში.

გენერალური მდივანი თავის მოგონებებში ხშირად იხსენებს კავკასიაში გატარებული რევოლუციური ცხოვრების წლებს და გარშემო მყოფ ადამიანებს, რომლებსაც შეძლებისდაგვარად ხელს უმართავდა და ეხმარებოდა. ამის ერთ-ერთი მაგალითია თბილისში მცხოვრები ექიმის _ პეტრე დონდაროვის წერილი სტალინისადმი, რომელიც მან გენერალურ მდივანს 1933 წლის 21 ნოემბერს გაუგზავნა. პეტრე დონდაროვი სტალინს აცნობებდა, რომ ახლობლებს, რომლებიც გაჭირვების დროს შეიკედლა, ახლა ბინიდან ასახლებდნენ, რასაც სრულიად დაუსაბუთებლად მხარს უჭერდა სახალხო სასამართლო.

გაეცნო რა აღნიშნულ წერილს 8 დეკემბერს (ე.ი. 17 დღის შემდეგ. _ გრ. ონიანი) სტალინმა თბილისში გაგზავნა დეპეშა:

“სასწრაფო. ტიფლისი. საქართველოს ცენტრალურ კომიტეტს. ბერიას, აღნიაშვილს, დოგადოვს.

ასლი: ტიფლისი, კამოს ქ. 62, ექიმ პეტრე დონდაროვს.

გთხოვთ, სასწრაფოდ შეწყვიტოთ სასამართლო “ვოლოკიტა” (საქმის არაკეთილსინდისიერად წარმოება თანამდებობის პირების მიერ _ გ.ო.) პეტრე დონდაროვის ბინის საკითხზე და ბინა დაუყოვნებლივ დაუბრუნოთ დონდაროვს სრულ განკარგულებაში. პეტრე დონდაროვს ვიცნობ, როგორც პატიოსან და შეუცვლელ პიროვნებას. მისი დამსახურება წარსულში მუშათა კლასის წინაშე არაფრით ჩამოუვარდება ზოგიერთი პასუხისმგებელი მუშაკის დამსახურებას. გთხოვთ, ყოველგვარი დაყოვნების გარეშე, სისრულეში მოიყვანოთ და დააკმაყოფილოთ დონდაროვის ყველა პრეტენზია. შესრულება მომახსენეთ. შტალინი”.

იმავე დღეს საქართველოს ცკ-ის მდივანმა აღნიაშვილმა სტალინის სახელზე გაგზავნა დეპეშა, რომ ექიმი პეტრე დონდაროვის ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებულია.

გრიგოლ ონიანი

P.S. ყველა დოკუმენტური მასალა ამოკრეფილია სტალინის პირადი არქივიდან, ფონდი 558, აღწერა 11. საქმისა და გვერდის ჩვენებას არ ვუთითებ, რადგან მთელი მასალა ერთ აღწერაშია მოქცეული.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here