Home რუბრიკები საზოგადოება ოდესელებმა სააკაშვილის ანცობას წერტილი დაუსვეს

ოდესელებმა სააკაშვილის ანცობას წერტილი დაუსვეს

სააკაშვილი-ობამა

ოდესაში იმ ქუჩებს, რომლებსაც სააკაშვილმა სახელები გადაარქვა, ძველ სახელებს დაუბრუნებენ, როდის მოხდება ანალოგიური რამ საქართველოშიც

ოდესელებმა, რომლებმაც საკუთარ თავზე იწვნიეს მიხეილ სააკაშვილისმოღვაწეობისშედეგები, გადაწყვიტეს, უარი თქვან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მემკვიდრეობაზე და ქუჩებს ძველი სახელები დაუბრუნონ.

ერთი წლის წინათ, იმხანად ჯერ კიდევ ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა, დაახლოებით 50 ქუჩას გადაარქვა სახელი ე.წ. დეკომუნიზაციის საბაბით. ოდესაში გაჩნდა ივან და იულია ლიპების, სიმონ პალიის, რომან შუხევიჩისა და სხვათა სახელობის ქუჩები. ახლა კი ოდესის საქალაქო საბჭომ დაამტკიცა დოკუმენტი, რომლითაც სააკაშვილის ვოლუნტარისტული გადაწყვეტილება გაუქმდა. ამ დოკუმენტს ოდესელთა ძირითად ნაწილთან ერთად მხარი დაუჭირა 46-მა დეპუტატმა.

ამრიგად, ოდესას “დაუბრუნდა” მარშალი ჟუკოვის პროსპექტი, გაიდარის, ბელინსკის, ბადაევის, ვალენტინა ტერეშკოვას, სტალინგრადის გმირებისა და სხვა ქუჩები

ფლოსტებისა და კვერცხების ძეგლი ბათუმში
ფლოსტებისა და კვერცხების ძეგლი ბათუმში

საქართველოში “მოღვაწეობის” 9-წლიან პერიოდში სააკაშვილს არაერთხელ მიუღია ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ქართველი საზოგადოების აღშფოთებას იწვევდა და დღესაც იწვევს. მაგალითად, გაუგებარია, რატომ დაარქვეს ნაციონალებმა თბილისში სტალინის სახელობის სანაპიროს აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის _ ჰეიდარ ალიევის სახელი, რა დამსახურებისთვის დგას აშშ-ის პრეზიდენტის _ რონალდ რეიგანის ძეგლი თბილისში და რატომ ჰქვია დედაქალაქის ერთ-ერთ ქუჩას აშშ-ის კიდევ ერთი პრეზიდენტის _ ჯორჯ ბუშის სახელი.

ქუჩისთვის ბუშის სახელის დარქმევითა და რეიგანის ძეგლის დადგმით სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ, ეტყობა, პატივი მიაგეს თავიანთ ოკეანისგაღმელ პატრონებს. არადა, საქართველოში იყვნენ და არიან პატრიოტი ადამიანები, რომლებსაც დიდი დამსახურება აქვთ ქართველი ერის წინაშე და მათი სახელი აუცილებლად უნდა ერქვას რომელიმე ქუჩას, ასეთია, მაგალითად, 1953_ 1972 წლებში საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ყოფილი მდივანი ვასილ მჟავანაძე (1902_1988), რომელმაც თუშეთის მოსახლეობა გასახლებას გადაარჩინა, ხახულის კარედი _ გაყიდვას.

თამარ მეფის ძეგლი სვანეთში
თამარ მეფის ძეგლი სვანეთში

რაც მთავარია, თბილისში არ არის საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელობის ქუჩა.

სააკაშვილმა, რომელიც თავს დავით აღმაშენებელს ადარებდა, მოგვიანებით ბრძოლა დაუწყო ქართველთა სახელოვანი მეფის ძეგლებს _ აღმაშენებლის ძეგლი თბილისის ცენტრიდან გადაატანინა, მის ადგილას კი ველოსიპედის ძეგლი წამოჭიმა. არც თამარ მეფეს ინდობდა _ სვანეთში თამარ მეფის ისეთი უსახური ძეგლი დაადგმევინა, რომ მოსახლეობისსაპროტესტო აქციები გამოიწვია… ქუთაისში კი დავით აღმაშენებლის ძეგლი აღმაშენებლის მოედნიდან სადგურის მოედანზე გადაიტანეს და ლენინის ძეგლის კვარცხლბეკზე დადგეს, ქუთაისში, დავით აღმაშენებლის პროსპექტზე, სახელოვანი მწერლის _ ოტია იოსელიანის მიერ 1997 წელს შექმნილი ხეივანი გაანადგურეს და ველოტრასა მოაწყვეს. “ნაციონალური მოძრაობის” კიდევ ერთმა გადაწყვეტილებამ _ 2009 წლის დეკემბერში ქუთაისში გამარჯვების მემორიალის აფეთქებამ _ კი დედა-შვილის სიცოცხლე შეიწირა.

2008 წელს გორში აიღეს სტალინის 6-მეტრიანი ბრინჯაოს სკულპტურა.

საზოგადოდ კი, სააკაშვილმა უსახური შადრევნების გარდა, ბევრი ასეთივე ძეგლი დაგვიტოვა თბილისსა და ბათუმში. აჭარის დედაქალაქში აიღო გამოჩენილი ქართველის _ მემედ აბაშიძის ძეგლი და დადგა _ “შლოპანცებისადა კვერცხებისსკულპტურა, ჭაჭის შადრევანი, ანბანის უგემოვნო ძეგლითბილისში კი თამარ მეფის ხიდდთან დადგა .. პრომეთეს (თითქოს ამირანი არ გვყავდა) ქანდაკება, რომელიც მოგვიანებით ბორჯომში გადაიტანეს

ხელისუფლების სათავეში მოსვლამდე “ქართული ოცნება” ამომრჩეველს ჰპირდებოდა, რომ გორში სტალინის ძეგლს ძველ ადგილას დააბრუნებდა, აგრეთვე, გააუქმებდა სააკაშვილის გადაწყვეტილებას და დავით აღმაშენებლის ძეგლსაც პირვანდელ ადგილას დააბრუნებდა, მაგრამ “ქართული ოცნება” თავისი წინამორბედის _ “ნაციონალური მოძრაობის” გატკეპნილ გზას დაადგა, ამერიკელი პატრონების გაღიზიანებას ერიდება და, თუ სააკაშვილი ძეგლების გადატანა-გადმოტანით ერთობოდა, ივანიშვილი ხეებისთვის ადგილის შეცვლით არის დაკავებული.

ოდესელები, როგორც ჩანს, გონს მოვიდნენ და უარი თქვეს მიხეილ სააკაშვილის მემკვიდრეობაზე, მაგრამ საკითხავია, როდის მოეგება გონს საქართველოს ხელისუფლება, როდის დაარქმევს ყველაფერს საკუთარს სახელს და სააკაშვილსა და “ნაცმოძრაობას” საკადრისს მიუზღავს…

მოეგება კი გონს ოდესმე?

ნიკა კორინთელი

P.S. 2015 წელს ოდესაში თვითონ მიხეილ სააკაშვილს დაუდგეს ძეგლი ძეგლი წარწერით Сабакащвили.კვარცხლბეკზე ოდესის გუბერნატორთან ერთად, ამერიკის პრეზიდენტის სკულპტურაც დადგეს. მიხეილ სააკაშვილი წითელ ჰალსტუხს ღეჭავს და ცოცხი აქვს გაკეთებული, ხოლო ბარაკ ობამას ის ქამრით ჰყავს გამობმული.

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here