Home სხვადასხვა დაიჯესტი სასამართლომ მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი დამნაშავედ ცნო. თითოეულს 4 წლიანი პატიმრობა...

სასამართლომ მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი დამნაშავედ ცნო. თითოეულს 4 წლიანი პატიმრობა შეუფარდა

სააკაძის მოედანზე მდებარე ობიექტის ეპიზოდზე სასამართლო განხილვები დასრულდა. ”ცენტრ პოინტის” საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი ებანოიძემ განაჩენი გამოიტანა.  სასამართლომ „ცენტრ პოინტის” დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მაია რჩეულიშვილი დამნაშავედ ცნო თანხის მითვისების ბრალდებაში და მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ასევე, დამნაშავედ იქნა ცნობილი რუსუდან კერვალიშვილი, რომელსაც ასევე 4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა.

“ცენტრ პოინტის” დამფუძნებლებს მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს, ბრალი თაღლითობისა და თანხების მითვისების მუხლით ჰქონდათ წარდგენილი. გამოძიება მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს ამხანაგობა” თაბუკაშვილი 88″-ის კუთვნილი 11 მილიონზე მეტი ლარის მითვისებას ედავებოდა.

ბრალდებულებს თავდაპირველად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, თუმცა მოგვიანებით ბრალდებულებს, მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს თავდებში პარლამენტის რამდენიმე წევრი ჩაუდგა, რის შემდეგაც საქმეზე ბრალდებულებისთვის შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეიცვალა. მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილისთვის შეფარდებული 150-150 ათას ლარიანი გირაო უძრავი ქონებით იყო უზრუნველყოფილი, რომელიც სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ”ცენტრ პოინტის” დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს, გირაოს პირობების დარღვევის გამო ჩამოართვა და სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართა.

სასამართლოს გამამტყუვნებელი განაჩენის მოსმენის შემდგომ რუსუდან კირვალიშვილმა ცრემლები ვერ შეიკავა სასამართლო დარბაზში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here