Home რუბრიკები პოლიტიკა რატომ ვერ იტანს აშშ ირანს?! CIA: ირანში 1953 წელს სახელმწიფო გადატრიალება აშშ-მა...

რატომ ვერ იტანს აშშ ირანს?! CIA: ირანში 1953 წელს სახელმწიფო გადატრიალება აშშ-მა მოაწყო

814

პორტალ Politicano-ს თქმით, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტომ (CIA) გამოაქვეყნა მასალები, სადაც ამერიკული მხარე ოფიციალურად ბრალეულობას 1953 წლის ირანში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საკუთარ თავზე იღებს.

„ამერიკული CIA-ს (იგივე ЦРУ) მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით, მათ აღიარეს რომ 1953 წელს ირანში სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორი აშშ იყო“. -ნათქვამია Politicano-ს პოსტში.

შეგახსენებთ, რომ 64 წლის წინ, 1953 წლის 15 აგვისტოს, ირანში დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება დაემხო. დოკუმენტი გადატრიალების 60 წლისთავთან დაკავშირებით ჯერ კიდევ 2013 წელს გამოაქვეყნეს.

აქამდეც არაერთხელ გაჟღერებულა ყველაზე პოპულარული მოსაზრება, რომლის თანახმადაც (რომელსაც მოწინააღმდეგეებიც ჰყავს), სახელმწიფო გადატრიალება დაიგეგმა აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს და ბრიტანულ დაზვერვის უწყება MI6-ის მიერ, რათა შეენარჩუნებინათ ირანის ნავთობსაბადოებზე კონტროლი. აგრეთვე იმისათვის, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ირანი საბჭოთა კავშირის გავლენის ქვეშ არ მოქცეულიყო.

1951 წელს ირანში ნავთობის წარმოების ნაციონალიზაცია გამოცხადდა, ნავთობისა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ბრიტანეთს ეკუთვნოდა. ამ გადაწყვეტილების მიღებისას მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მოსადეყმა. და რადგან ფიქრობდნენ, რომ ნავთობიდან შემოსული თანხა მოსადეყის მთავრობის ჯიბეში მიედინებოდა, ამ ნაბიჯს მსოფლიოს მასშტაბით ირანის ნავთობზე საერთაშორისო ბოიკოტი მოჰყვა, ხოლო როდესაც სანქციებმა არ გაამართლა, აშშ-მა და ბრიტანეთმა მოსადეყის დამხობის საიდუმლო გეგმა აამოქმედეს.

სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ პრემიერ-მინისტრი მოჰამედ მოსადეყი გენერალმა ფაზლოლა ზაჰედიმ შეცვალა. ამან, თავის მხრივ, ხელ-ფეხი გაუხსნა ირანის სუსტ შაჰს, მოჰამედ რეზა ფეჰლევის, იმისათვის რომ, ირანის კონსტიტუციის თანახმად, აბსოლუტური ძალაუფლება აეღო ხელში და გამხდარიყო ავტოკრატი ლიდერი, რომლის მმართველობასაც 1979 წლის ირანის ისლამურმა რევოლუციამ მოუღო ბოლო.

ისტორიის თვალსაწიერიდან, სახელმწიფო გადატრიალება არ იყო აშშ-ის წარმატება. 1979 წლის ირანის რევოლუცია, დიდწილად, სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ხელისუფლების სათავეში მოსული ირანის შაჰის მიერ დაწყებულმა მზარდმა რეპრესიებმა განსაზღვრა…

სტივენ კინზერი, ავტორი წიგნისა „შაჰის გარემოცვა“, 64 წლის წინანდელ სახელმწიფო გადატრიალებას ვაშინგტონის ხანმოკლე გამარჯვებად მიიჩნევს:

„ისტორიის თვალსაწიერიდან, სახელმწიფო გადატრიალება არ იყო აშშ-ის წარმატება. 1979 წლის ირანის რევოლუცია, დიდწილად, სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ხელისუფლების სათავეში მოსული ირანის შაჰის მიერ დაწყებულმა მზარდმა რეპრესიებმა განსაზღვრა. ამგვარად, ისლამისტურმა რევოლუციამ ხელისუფლების სათავეში მოიყვანა ფანატიკური ანტიამერიკული რეჟიმი, რომელიც 30 წლის განმავლობაში ცდილობს შეარყიოს ამერიკის ინტერესები მთელ მსოფლიოში“.

64 წლის წინ, 15 აგვისტოს, ირანელმა სამხედროებმა, რომლებსაც ამერიკისა და ბრიტანეთის სადაზვერვო უწყებები უჭერდნენ მხარს, სახელმწიფო გადატრიალება მოახდინეს – დაამხეს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება და ირანის პოპულარული პრემიერ-მინისტრი მოჰამედ მოსადეყი. მაგრამ გადატრიალებამ, რომელიც ირანში 5 დღის განმავლობაში გრძელდებოდა, მთელი მსოფლიო შეარყია და საფრთხე შეუქმნა ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკურ ლანდშაფტს, საბჭოთა კავშირს კი იდეოლოგიური იარაღი მისცა „ცივი ომის“ განმავლობაში.

ირანში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების პასუხად, საბჭოთა კავშირმა გააძლიერა ექსპანსია რეგიონში და მოსკოვმა ეგვიპტის, სირიის, ერაყისა და ლიბიის იარაღით მომარაგება და მათთვის ფულადი დახმარების გამოყოფა დაიწყო.

1953 წლის აგვისტოს გადატრიალება ირანში იქცა მოდელად აშშ-ის ფარული ძალისხმევით მთავრობების სწრაფი დესტაბილიზაციის და დამხობისა. 64 წლის წინ მომხდარი ეს ფაქტი მძიმედ აისახა ირანელების ეროვნულ ფსიქიკაზე და გააჩინა ნაპრალი დასავლეთთან ქვეყნის ურთიერთობებში.

პორტალ Politicano-ს თქმით, ძნელი მისახვედრი არა რატომ ვერ იტანს აშშ ირანს. „

  1. ირანის ცენტრალური ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის კონტროლ ქვეშ არაა.
  2. ირანი აპირებს დოლარის ნაცვლად სხვა ვალუტაზე გადასვლას.
  3. ირანს მსოფლიო ნავთობის რეზერვების 10% გააჩნია.
  4. ირანი აშშ-ის ტერორისტის და აშშ-ის მოკავშირის, ისრაელის ერთ-ერთი ყველაზე სოლიდური შემაკავებელია რეგიონში“. – ამბობს პორტალი.

2004 წელს, მას შემდეგ, რაც აშშ-ის ძალისხმევით დაამხეს ჰაიტის პრეზიდენტი ჟან ბერტრან არისტიდის რეჟიმი, არისტიდის ადვოკატმა აირა კურზბანმა მაიამიში სიტყვით გამოსვლისას დასვა კითხვა: «რატომ არასდროს ხდება სახელმწიფო გადატრიალება ვაშინგტონში?» და იქვე უპასუხა: «იმიტომ, რომ ვაშინგტონში აშშ-ის საელჩო არ არსებობს». ადვოკატის ამ სიტყვებს აპლოდისმენტებით შეხვდნენ მსმენელები, რომელთა უმრავლესობასაც ჰაიტიდან წამოსული ამერიკელები შეადგენდნენ. ისინი მიხვდნენ, რაზე ლაპარაკობდა კურზბანი.

ამერიკელები უცხო ქვეყნებში სახელმწიფო გადატრიალებისთვის იყენებენ მეთოდებს, რომლებიც თითქმის არ შეცვლილა 1953 წლიდან დღემდე, როცა უკრაინაში დაამხეს კანონიერად არჩეული მთავრობა.

ეს მეთოდიკა ითვალისწინებს სამ ეტაპს:

1. ოპოზიციური ძალების შექმნა და გაძლიერება

რეჟიმის შეცვლის ამერიკული გეგმის პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის არჩევნების გზით და ანტიკონსტიტუციური ქმედებებით გადატრიალების მოწყობას შორის. ეს მეთოდები და ხერხები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიმუშავეს ევროპისა და აზიის ოკუპირებულ ქვეყნებში მემარჯვენე ძალების ხელისუფლების სათავეში მოსაყვანად. ამ მეთოდებს შორის არის პოლიტიკური პარტიების, სტუდენტური ორგანიზაციების პროფკავშირების, მასობრივი საინფორმაციო საშუალებების შექმნა და დაფინანსება, კარგად ორგანიზებული და დაფინანსებული პროპაგანდისტული კამპანიის წარმოება. მაგალითად, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ იტალიაში სასურველი ძალების გასამარჯვებლად აშშ-მა კათოლიკურ ეკლესიასთან ერთად პოპულარული მომღერალი ფრენკ სინატრაც გამოიყენა. გარდა ამისა, იტალიური წარმოშობის ამერიკელებისთვის დაბეჭდეს 10 მლნ წერილი იტალიაში მცხოვრები ნათესავებისთვის გასაგზავნად. ამასთანავე, ამ ომისგან დანგრეულ ქვეყანას დახმარების შეწყვეტითაც დაემუქრნენ. შედეგად იტალია აღმოჩნდა კორუფცირებული კოალიციის ხელში, რომელიც აშშ-ის მხარდაჭერით სარგებლობდა. აშშ-მა ანალოგიური მეთოდი გამოიყენა ჩილეს წინააღმდეგ 1960-იან წლებში სალვადორ ალიენდეს არჩევისთვის ხელის შეშლის მიზნით. 1958 წელს ალიენდეს ხმების 3 პროცენტი დააკლდა პრეზიდენტის პოსტზე ასარჩევად, ამიტომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ ჩილეში სახელმწიფო დეპარტამენტისა და ცსს-ს 100-კაციანი ჯგუფი გაგზავნა 1964 წლის არჩევნებში ძირგამომთხრელი საქმიანობის შესასრულებლად. და ალიენდე 17%-ით დამარცხდა, მაგრამ, ამერიკული პროპაგანდის მიუხედავად, 1970 წელს ის მაინც აირჩიეს. სწორედ აქ გადაწყდა მისი ბედი _ აშშ-ის მხარდაჭერით გათამამებულმა აუგუსტო პინოჩეტმა სამხედრო გადატრიალება მოაწყო.

აშშ უკრაინაში მუშაობს 1991 წლიდან, როდესაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა. ისინი იქ პროდასავლურ პარტიებს ეხმარებოდნენ, რამაც უკრაინა 2004 წელს «ნარინჯისფერ რევოლუციამდე» მიიყვანა. თუმცა დასავლეთისგან მხარდაჭერილი იუშჩენკოსა და ტიმოშენკოს მთავრობა არანაკლებ კორუმპირებული აღმოჩნდა, ვიდრე მისი წინამორბედი, და 2010 წელს პრეზიდენტად ვიქტორ იანუკოვიჩი აირჩიეს. შემდეგ აშშ-მა ყველა თავისი ტრადიციული მეთოდი და ხერხი გამოიყენა და ამან 2014 წელს უკრაინა სახელმწიფო გადატრიალებამდე მიიყვანა.

დემოკრატიის მხარდამჭერმა ამერიკელმა ნაციონალურმა ფონდმა (National Endowment For Democraty), რომლის ბიუჯეტიც ყოველწლიურად 100 მლნ დოლარს შეადგენს, ცსს-ს ფუნქციები ნაწილობრივ შეითავსა ოპოზიციური პარტიების, მოძრაობებისა და კანდიდატების მომზადების საქმეში. ფონდის პრეზიდენტმა კარლ გერშმანმა 2013 წელს «ვაშინგტონ პოსტში» გამოქვეყნებულ სტატიაში უკრაინას «მთავარი პრიზი» უწოდა.

2. ქუჩის დემონსტრაციები ძალადობის გამოყენებით

2013 წლის ნოემბერში ევროკავშირმა პრეზიდენტ იანუკოვიჩს წარუდგინა 1500-გვერდიანი «შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ», რომელშიც მინიშნებაც კი არ იყო ევროკავშირში უკრაინის გაწევრებაზე. ეს შეთანხმება უკრაინის საზღვრებს ხსნიდა დასავლეთის ექსპორტისა და ინვესტიციებისთვის, მაგრამ არ ითვალისწინებდა ევროკავშირის საზღვრების გახსნას უკრაინული პროდუქციისთვის. უკრაინას, რომელიც ყველისა და ქათმის უდიდესი მწარმოებელია, შეთანხმების მიხედვით, ყველისა და ქათმის მხოლოდ 5 პროცენტის გატანა შეეძლო. ამასთანავე, დასავლურ ფირმებს საშუალება ეძლეოდათ, უკრაინა გამოეყენებინათ რუსეთის ბაზრის ასათვისებლად. გასაგები მიზეზების გამო, იანუკოვიჩმა უარი თქვა ევროკავშირთან ხელშეკრულების გაფორმებაზე. ეს სიგნალი აღმოჩნდა პროდასავლურად განწყობილი ძალებისთვის და ისინი ქუჩაში გამოვიდნენ… 2014 წლის იანვარში ქუჩის საპროტესტო აქციები ძალადობაში გადაიზარდა, როდესაც ბრბოს სათავეში ჩაუდგნენ ნეონაცისტური პარტია «სვობოდას» და «მემარჯვენე სექტორის» წარმომადგენლები. «მემარჯვენე სექტორი», რომელსაც აშშ-ში მცხოვრები უკრაინელები აფინანსებენ, სავარაუდოდ, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ არის შექმნილი. კიევის ცენტრში აშშ-ის დახმარებით ორგანიზებულ საპროტესტო აქციებს 110 ადამიანის დაღუპვა და 1000-ზე მეტის დასახიჩრება მოჰყვა. უკრაინის უშიშროების ყოფილი ხელმძღვანელი თვლის, რომ სნაიპერები, რომლებიც ხალხს ფილარმონიის შენობიდან ესროდნენ, ამერიკელების მიერ იყვნენ დაქირავებულნი.

3. სახელმწიფო გადატრიალება

ოპოზიციური ძალების შექმნა და მათი მომზადება აქტიური მოქმედებისთვის, აგრეთვე, ქუჩებში ძალადობა _ ეს არის მიზანმიმართული სტრატეგია საგანგებო ვითარების შესაქმნელად, რომელიც საფუძველი უნდა გახდეს კონსტიტუციურად არჩეული მთავრობის ჩამოსაშორებლად და შემდეგ _ ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. როდესაც ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოდან მივლინებულმა კურატორებმა გადატრიალების ლიდერები მოამზადეს, ამერიკის ხელისუფლებამ გეგმა აამოქმედა და ქუჩებში დაიწყო ძალადობა. თითქმის მთლიანად უარყოფილი იქნა კანონი და წესრიგი, მუშაობა შეწყვიტა სახელმწიფო დაწესებულებებმა, და დარჩენილი იყო გადამწყვეტი დარტყმა ხელისუფლების დასამხობად და მის ადგილას სახელმწიფო გადატრიალების ლიდერების დასმა.

ვიტალი კლიჩკოს განცხადების მიუხედავად, პარლამენტი დაიწყებს იანუკოვიჩის იმპიჩმენტის პროცედურას, იმავე დღეს, რადგან იმპიჩმენტისთვის საჭირო 338 ხმის მოგროვება ვერ შეძლეს, საპარლამენტო უმცირესობამ, დეკლარაცია მიიღო პრეზიდენტ იანუკოვიჩის გადაყენების შესახებ და მის ადგილას არაკონსტიტუციური გზით ალექსანდრე ტურჩინოვი დანიშნა. 27 თებერვალს კი პრემიერმინისტრად არსენი იაცენიუკი დანიშნეს _ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ნულანდი და ჰაიეტი გეგმავდნენ.

მთავარი, რითაც უკრაინაში მომხდარი გადატრიალება განსხვავდება აშშ-ის მიერ მოწყობილი წინა გადატრიალებისგან, არის ის, რომ უკრაინაში არმიის როლი მინიმალური იყო. 1953 წლიდან ამერიკელთა ძალისხმევით მოწყობილ გადატრიალებებში გამოყენებული იყვნენ ადგილობრივი ოფიცრები. ჯილდოდ კი ისინი იღებდნენ პრეზიდენტის პოსტს, დიქტატორის უფლებამოსილებებს ან მაღალ პოსტებს მთავრობაში, რომელსაც მხარს აშშ უჭერდა. უკრაინის არმიის ნეიტრალურმა პოზიციამ მიზანშეუწონელი გახადა მისი გამოყენება ანტირუსული გადატრიალებისთვის, ამიტომ ნულანდმა და ჰაიეტმა უკრაინაში სიახლე დანერგეს _ ძალადობის გასაფართოებლად და ძალაუფლებისთვის ბრძოლაში დამრტყმელ ძალად ნეონაცისტური პარტია «სვობოდა» და «მემარჯვენე სექტორი» გამოიყენეს.

ძალადობა, ქაოსი, სიდუხჭირე და არასტაბილურობა კი ყოველთვის იმ ხალხის მხრებს აწვება, რომელიც აშშ-მა მიზანში ამოიღო. გადატრიალების ამერიკელი ლიდერები, ნულანდისა და ჰაიეტის მსგავსნი, ხშირად მიირთმევენ ღვეზელის პირველ თუ არა მეორე ან მესამე ნაჭერს მაინც, და წინ მიიწევენ სახელმწიფო დეპარტამენტსა და ცენტრალური სამმართველოს იერარქიულ კიბეზე. ამერიკული გადატრიალებების კიდევ ერთი მახასიათებელი არის ის როლი, რომელსაც დასავლური მედიასაშუალებები თამაშობენ ოფიციალური ლეგენდებისა და ისტორიების რეკლამირებაში, აგრეთვე, ნამდვილი ჟურნალისტიკის ჩახშობაში. დასავლური საინფორმაციო საშუალებები ბოროტებას სიკეთედ ასაღებენ და აშშ-ის მტრების დემონიზაციით სიამოვნებას იღებენ. ისინი მალავენ აშშ-ის პასუხისმგებლობას ძალადობასა და ქაოსზე, ამერიკის მიერ წარმოებულ პოლიტიკას კი სიკეთისკენ მიმართულ ძალისხმევად წარმოაჩენენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here