Home რუბრიკები პოლიტიკა აშშ 241 წლოვანი ისტორიის მანძილზე 224 წელია ომობს სხვადასხვა ქვეყნებთან

აშშ 241 წლოვანი ისტორიის მანძილზე 224 წელია ომობს სხვადასხვა ქვეყნებთან

509

მთავარი კითხვა, რომელსაც პორტალი პოლიტიკანო სოციალურ ქსელში საკუთარ ოფიციალურ გვერდზე უსვამს საზოგადოებას გახლავთ ის, თუ რატომ იბრძვის აშშ მუდმივად საკუთარი საზღვრებიდან ათასობით კილომეტრის დაშორებით და რატომ ეწირებოდა აშშ-ის პოლიტიკას და მთავრობის ინტერესებს ამერიკელი ჯარისკაცების სიცოცხლე. 

„დაფიქრდით ერთი წამით ამაზე. გამოდის რომ აშშ საკუთარი ისტორიის 93%-ის განმავლობაში საომარ მოქმედებებშია ჩართული მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტზე, სხვადასხვა ქვეყნებთან, ხშირ შემთხვევაში საკუთარი საზღვრებიდან ათასობით კილომეტრის დაშორებით“. – ნათქვამია სტატუსში.

მართლაც „მშვიდობის გარანტად“ წოდებულმა აშშ-მა, რომელმაც თვითნებურად აიღო ეს მისია საკუთარ თავზე დღეს პოლიტიკური პროცესების მთავარი ვექტორია მსოფლიოში და რატომ?! რა დარჩენია მას და მის ხალხს ახლო აღმოსავლეთში?! რატომ ცდილობენ პროვოცირება მოახდინონ ახალ-ახალი კონფლიქტების?! რატომ ცდილობენ სხვა ქვეყნების ჩათრევას იმ კომფლიქტებში, რომელსაც მხოლოდ სიკვდილი, ნგრევა და უბედურება მოაქვს?! „ცეცხლზე ნავთის დასხმა“ აი რეალურად რას აკეთებს ამერიკა, ნუთუ მხოლოდ ომი და დაპირისპირებაა გამოსავავალი?!

აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც გააკეთა ამ საკითხზე კომენტარი და აღნიშნა, რომ ვერ გაამართლებს აშშ-ის პრეზიდენტების პოლიტიკას.  „ჩვენ ვიცავდით  სხვა სახელმწიფოების საზღვრებს და უარს ვამბობდით დაგვეცა საკუთარი საზღვრები. ჩვენ დავხარჯეთ ტრილიონობით დოლარი უცხოეთში, ჩვენ გავამდიდრეთ სხვა ქვეყნები და სწორედ ასე იკარგებოდა ჩვენივე სიმდიდრე“.- განაცხადა ტრამპმა. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here