Home რუბრიკები საზოგადოება დღეიდან დიაბეტი ოფიციალურად განკურნებადია! ამერიკელმა მეცნიერებმა ვაქცინა შექმნეს

დღეიდან დიაბეტი ოფიციალურად განკურნებადია! ამერიკელმა მეცნიერებმა ვაქცინა შექმნეს

სტატისტიკური მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში 1 250 000 ადამიანი არის დაავადებული დიაბეტით. ამიტომ მთელი მსოფლიოს მეცნიერთა ყურადღება მიმართული იყო ისეთი ვაქცინის შექმნისკენ, რომელიც დიაბეტს სრულად განკურნავდა.

2017 წლის მსოფლიო მეცნიერთა კონფერენციაზე ამერიკელმა მეცნიერებმა თამამი განცხადება გააკეთეს და თქვეს, რომ მათ უკვე შექმნეს ვაქცინა, რომელიც დიაბეტს კურნავს. მეცნიერთა თქმით, წამალი 150 ადამიანზე გამოსცადეს და შედეგი გასაოცარია. 150-ვე განიკურნა I სტადიის დიაბეტიდან.

დოქტორი დენის ფოსტმანი, მასაჩუსეტსის იმუნობიოლოგიური ლაბორატორიის ექიმი, აღფრთოვანებულია მიღწევით და ამბობს, რომ ვაქცინა მეცნიერებაში გადატრიალებას მოახდენს: “დიაბეტის პირველ ფაზაში განკურნება უკვე შესაძლებელია. დიდი ხნის განმავლობაში ვიკვლევდით ადამიანებს, რომლებიც დიდი ხანია იტანჯებიან დაავადებით. ამ ეტაპზე მხოლოდ პირველი სტადიის განკურნება შეიძლება მოცემული ვაქცინით, თუმცა ვაგრძელებთ მუშაობას და მომავალში აუცილებლად შევძლებთ ნებისმიერი სტადიის დიაბეტის განკურნებას.”

უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი ულოცავს ყველა იმ ადამიანს, ვისაც ეს პრობლემა აწუხებს და სოციალურ ქსელში გაზიარებულ პოსტს ურთავს თავის მილოცვას:

,,გვეშველა, მეგობრებო?! არ არსებობს იმაზე დიდი სიხარული, ვიდრე ეს ვაქცინაა! მსოფლიოში ამ ვერაგი დაავადებით, 400 მილიონამდე ადამიანია შეპყრობილი, ის სამწუხაროდ სწრაფად პროგრესირებადი დაავადებაა და 2030-ისთვის 520 მილიონამდე გაიზრდება… იმედია ეს ინფორმაცია დადასტურდება  და სიცოცხლის მჩუქებელი ვაქცინა, ფართო მასებს გადაარჩენს”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here