თბილისში, მახათას მთაზე მდებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი გაქურდეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.
ამ საკითხთან დაკავშირებით გაზეთი ,,საქართველო და მსოფლიო“ დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუმცა უწყებაში, დამატებითი ინფორმაციის გაცემისგან თავი შეკავეს. ამ დროისთვის, ჯერ კიდევ უცნობია რა რაოდენობის ზარალზეა საუბარი, დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ახმაურებს.