Home რუბრიკები სამართალი 16 წლის ორსულ გოგონაზე მოძალადე მამაკაცი 7 თვეზე მეტია დაუსჯელია

16 წლის ორსულ გოგონაზე მოძალადე მამაკაცი 7 თვეზე მეტია დაუსჯელია

581

მარნეულის მუნიციპალიტეტში  45 წლის მამაკაცმა წინასწარი შეცნობით, ძალადობრივი გზით 16 წლის  ორსულ გოგონათან   სექსუალური კავშირი დაამყარა. მოძალადე უკვე შვიდ თვეზე მეტია დაუსჯელია.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, მიმდინარეობს სისხლის სამართლის  გამოძიება. დაიკითხა პირი, რომელმაც დანაშაული  აღიარა. აგრეთვე, ჩატარებული კომპლექსური ექსპერტიზით დადასტურდა, რომ დანაშაული დაზარალებულის ქმრის ნათესავმა ჩაიდინა. ექსპერტიზის შედეგები დაზარალებულის წარმომადგენლისთვის 30 აგვისტოს გახდა ცნობილი, როდესაც მას დაუკავშირდა სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და დასკვნის შინაარსი გააცნო.

მარნეულის პოლიციის სამმართველოს მიერ, ადამიანის უფლებათა ცენტრისათვის მოწოდებული ინოფრმაციის თანახმად, სისხლის სამართლის საქმეზე დაიკითხა 9 მოწმე. მიუხედავად ამისა, დამნაშავე პირი ისევ დაუსჯელია და არსებობს საფრთხე, რომ იგი სასჯელის მოხდის თავიდან აცილების მიზნით მიიმალოს.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა რეაგირების მიზნით არაერთხელ მიმართა საქართველოს შინაგანსაქმეთა სამინისტროს და მთავარპროკურატურას და მოითხოვა შესაბამისი ღონისძიებების გატარება, არასრულწლოვან ორსულ გოგონაზე სექსუალური ძალადობის ფაქტზე ეფექტური და დროული გამოძიების წარმოების მიზნით.  აგრეთვე, ორგანიზაციამ მოითხოვა  არასრულწლოვან ორსულ გოგონაზე სექსუალური ძალადობის  ჩამდენი პირის მიმართ, დაუყოვნებლივ ბრალის წაყენება.

მიუხედავად, იმისა, რომ შემთხვევიდან 7 თვეზე მეტი გავიდა, დამნაშავე პირი ისევ დაუსჯელია, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე შსს-სა და პროკურატურის ორგანოები არ რეაგირებენ დროულად და ეფექტურად, რის გამოც, დამნაშავე პირი ვერ აცნობიერებს, რომ მან ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული.  დაზარალებულს არ აქვს იმედი,  რომ დამნაშავე პირი კანონის მთელი სიმკაცრით, სათანადოდ დაისჯება.

ადვოკატი თამარ ლუკავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here