Home რუბრიკები პოლიტიკა დღეში 8 ჭიქა წყალის დალევა სახიფათოა თქვენი ორგანიზმისთვის!

დღეში 8 ჭიქა წყალის დალევა სახიფათოა თქვენი ორგანიზმისთვის!

896

წყალი, ადამიანის ორგანიზმისთვის მნიშვნელობით მეორე ნივთიერებაა ჟანგბადის შემდეგ.  მაგრამ წყლის მიღების პროცესში აუცილებელია გავითვალისწინოთ ის თუ როგორი წყალით ვამარაგებთ ორგანიზმს. ახლგაზრდობის შენარჩუნების საიდუმლო ორგანიზმის ხარისხიანი წყლით და იმ რაოდენობით მომარაგებაშია, რომელიც აუცილებელია ნორმალური ნივიერებათა ცვლის პროცესისთვის.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ადამიანის ორგანიზმის თითქმის 2/3 შედგება წყლისგან. შემთხვევითი არ არის ის ფაქტი, რომ საკვების გარეშე ადამიანს შეუძლია გაძლოს 4 კვირა, მაშინ, როცა წყლის გარეშე იგი ვერ გაძლებს არაუმეტეს 7 დღისა. წყალი დაბერების პროცესის ინდიკატორია. ბავშვის ორგანიზმი დაბადებიდან ერთი წლის ასაკამდე შეიცავს 80-85% წყალს. 18 წლის ასაკისთვის, ორგანიზმში წყლის შემცველობა მცირდება 65-70%-მდე, ხოლო მოხუცებულობაში 25%-მდე.

წყალი უნივერსალური გამხსნელია, იგი ასრულებს „სატრანსპორტო სისტემის“ როლს (გადააქვს მკვებავი ნივთიერებები, ანტისხეულები, ენზიმები, მეტაბოლიზმის პროდუქტები და ა.შ), გამოაქვს ორგანიზმიდან ნივთიერებათა ცვლის პროცესის პროდუქტები და ხელს უწყობს თერმული წონასწორობის შენარჩუნებას.

წყალი ერთადერთი ნივთიერებაა, რომელიც გვხვდება უზარმაზარი რაოდენობით და ბუნებრივ პირობებში სამივე აგრეგატულ (ფიზიკურ) მდგომარეობაში – მყარი, თხევადი და აირადი (ორთქლი).

რატომღაც ადამიანის უმეტესობა თვლის, რომ რაც მეტი რაოდენობის წყალს მიიღებს დღეში, მით უფრო სწორი და სასარგებლოა, რომ ამით ხელი შეეწყობა ნივთიერებათ ცვლის სწორ და სწრაფ პროცესს და ასევე ჩერდება დაბერების პროცესი. თუმცა ეს ასე არ არის!

უმეტესი თქვენგანი ექიმის რეკომენდაციით დღეში 8 ჭიქა წყალს სვამს, რომელიც ჯანდაცვის მიერ თეთრზე შავითაა დაწერილი– “წყალი მაშინაც უნდა სვათ, როდესაც არ გწყურიათ”. მაგრამ პედიატრმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან Aaron Carroll–მა მოცემულ ინტერვიუში განაცხადა: “ეს საკმაოდ სახიფათო ილუზიაა, რადგან ორგანიზმში წყალი სხვადასხვა საკვების სახითაც ხვდება”.

განსაკუთრებით მეტია წყალი ხილსა და ბოსტნეულში, მას ვიღებთ ასევე დღის მანძილზე ჩაი, ყავისა და სხვა სასმელების სახით. ამიტომ თუ ჩვენს სხეულს დასჭირდება წყალი, ის თავად მიგვითითებს და არაა საჭირო იძულებით დალევა, რადგან დიდი რაოდენობით სითხის მიღება იწვევს თირკმლის პრობლემებს.

ასევე პოპულარული ცნებაა, რომ წყლის მიღების დღე–ღამის ნორმა 2, 5 ლიტრაა, როგორც ექიმები და სარეკლამო “როლიკები” მიგვითითებენ, თუმცა ეს ასე არაა. ყველას ორგანიზმი ინდივიდუალურია წყალზე მოთხოვნის მიმართ და ამიტომ მიიღეთ იმ ოდენობის, რა ოდენობასაც ორგანიზმი მოგთხოვთ და ნუ დაუჯერებთ სარეკლამო აბრებზე მითითებულ რაოდენობას, სადაც მოცემული ფირმები მომხმარებლის ფულის ხარჯვაზეა მოტივირებული.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here