Home რუბრიკები საზოგადოება ბაკურ სვანიძე: მეტიჩარა! ვაიმერაგანათლებულივარ თაობის ზოგიერთი წარმომადგენლის ნამდვილი სახე!

ბაკურ სვანიძე: მეტიჩარა! ვაიმერაგანათლებულივარ თაობის ზოგიერთი წარმომადგენლის ნამდვილი სახე!

2103

პუბლიცისტი და ბლოგერი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ტელეკომპანია იმედის ინტელექტუალური გასართობი გადაცემის ერთ-ერთი მონაწილის თამაშს, სადაც მას წამყვანი დუტა სიხირტლაძე უსვამდა კითხვებს. სვანიძე აღაშფოთა გოგონას მიერ გაცემულმა პასუხებმა და მწვავედ გააკრიტიკა ყველა მისი მსგავსი “ვაიმერაგანათლებულივარ” თაობის წარმომადგენელი. 

„აი, მ ე ტ ი ჩ ა რ ა “ვაიმერაგანათლებულივარ”-თაობის

ზოგიერთი წარმომადგენლის ნამდვილი სახე!

ახლა “ი მ ე დ ზ ე” ზის 19 წლის გოგონა, რომელიც ძაან

გატყლარჭული ლაპარაკობს – “მე ე ს პ ა ნ ე თ შ ი მივიღე

გ ა ნ ა თ ლ ე ბ ა და იქ უნდა დავაარსო საკუთარი ბ ი უ რ ო

რა, ნუ ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი არ მინდა რა აქ დ ა ბ ა ლ ი

დონეა განათლების რა და მე უ ც ხ ო ე თ შ ი მიღებული

განათლება მაქვს და ამიტომ მჯერა რომ მივაღწევ ბევრს…

უცხოეთში ხომ გაცილებით მაღალი დონეა რააა..”

ჰოდა ამ უ ც ხ ო ე თ შ ი განათლებამიღებულს,

ამოუვიდა

კითხვა –

“ს უ რ დ ო რომ დაგვემართება რომელ სპეციალისტს უნდა

მივმართოთ ჩამოთვლილთაგან:-

1. პროქტოლოგს

2. უროლოგს

3. გინეკოლოგს

4 ოტორინოლარინგოლოგს

და ეს “უცხოეთში” “მაღალ დონეზე” განათლებული მსჯელობს

ხმამაღლა: – “პ რ ო ქ ტ ო ლ ო გ ს არ გამოვრიცხავ, თუმცა

უ რ ო ლ ო გ ი ც შეიძლება იყოს…”

აი, დ ე დ ა ს გ ე ფ ი ც ე ბ ი თ თუ გატყუებდეთ!!!!

ეს დედააფეთქებული “ოტორინოლარინგოლოგი” გაგონილი

მაინც თუ არ გაქვს, ჯანდაბას და დანარჩენი სამი ხომ მაინც

უნდა იცოდე და გამორიცხო?

ნუ ბოლოს, დ უ ტ ა მ როგორც იქნა მიიყვანა სწორ პასუხამდე!

და ვიდრე მე ამ პოსტს ვწერდი უ ა რ ე ს ი მოხდა:-

ამოუვიდა კითხვა –

“როგორ მოიხსენიებს ს ე რ ვ ა ნ ტ ე ს ი იდალგო დონ კიხოტს

1. მახვილგონიერი

2. ჩაფიქრებული

3. განსაკუთრებული

4 წისქვილთმმუსვრელი

და ამ “უცხოეთში” “ძაანგანთლებულმა” აიჩემა

“წიქსვილთმმუსვრელი” და გავარდა ე.წ. “მარტივ კითხვებშივე”.

“მახვილგონიერი იდალგო” – გაგონილიც კი არ აქვს!

აი, მაპატიეთ, მაგრამ მაგრად გ ა მ ი ხ ა რ დ ა !!!!

ახლა ეს წავა და დაიწყებს – “აუ, სპეციალურად დამისვეს

რ თ უ ლ ი კითხვები” და ეგეთებს…

აი, ვერც კი მიხვდება, რომ საკუთარი მ ე ტ ი ჩ რ ო ბ ა ღუპავს!

და ის დ ე ბ ი ლ უ რ ი კლიშე –

“უ ც ხ ო ე თ შ ი მიღებული განათლება მაინც სხვაა”…

წ ი გ ნ ი ყველგან წიგნია და არ აქვს მნიშვნელობა

სად წაიკითხავ მას!!!!

და აი, ასეთები დაგვიწყებენ ხოლმე მერე –

“აუ, ს ა ბ ჭ ო თ ა დიპლომიანი ხარ!”

“უი, ო თ ხ მ ო ც დ ა ა თ ი ა ნ ე ბ ი ს დიპლომი” და ა.შ.

შვილებო!

მოიშორეთ ეს სულელური კლიშეები!!!!

და მოეშვით ამ სისულელეს, რომ “უ ც ხ ო ე თ შ ი”

უფრო მაღალი დონეა და ასე შემდეგ!

ან მანახეთ ერთი ადამიანი მაინც, ვინც უ ც ხ ო ე თ შ ი

მიღებული განათლებით რამე გ ა ნ ს აკ უ თ რ ე ბ უ ლ

ცოდნაში დამაჯერებს!!!!

დ ა ღ უ პ ე ს მართლა თაობა ამ ტუტუცებმა!

ყველაზე არ ვამბობ რა თქმა უნდა და ამ თაობაში

სწორად მოაზროვნესაც ბევრს ვიცნობ!

იმედია ისინი გადაარჩენენ საქართველოს!!!!“ – წერს სვანიძე.

1 COMMENT

  1. ნათესავი ესპანეთში ცხოვრობს. ავტომანქანა ჰყავს და ტურისტებს ემსახურება. ხშირად უთქვამს, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან ჩამოსული ბავშვები უფრო ნაკითხები და განათლებულები არიან, ქართველი მე-6-მე-7 კლასის მოსწავლის დონე ესპანელი მე-10 კლასის მოსწავლის დონეს ათი თავით სჯობსო. რახან ესპანეთში მიიღო განათლება, არ ნიშნავს, რომ კემბრიჯის, ოქსფორდის ან სხვა პრესტიჟული სასწავლებელი დაამთავრა.

  2. არავის სჯერა რომ უცხოეთში მეტი განათლებაა, უბრალოდ მეტი ანაზღაურებაა. 20 წლის მანძილზე ასობით ქართველი გავიცანი და 99% საშუალო განათლების პატრონია( ყველაფერი რომ იცის და ხელობა რომ არაფერი იცის) ან აბსტრაქტული პროფესიების დიპლომიანები არიან. . სერვანტესიც იციან და დათა თუთაშხიაც. საყველპუროდ ენებიც ყველამ იცის.(არაპროფესიულად) არ შემხვედრია \\\”მანიკურშა\\\” \\\”პედიკურშა\\\”, პარიკმახერი, მკერავი(სულ შარვლები ჰქონდა ყველას დასამოკლებელი და ერთმა კაცმა არ იცოდა ნემსის ხელში დაჭერა, 12 ევრო ღირს) და საერთოდ რაიმე ხელობის პროფესიულად მცოდნე. ეს ხალხი თავის გამოკვებას სამშობლოშიც ახერხებს. სწორედ ეს ზოგადი განათლებაა, ქართველს რომ ეჩვენება,რომ ,რაღაც იცის , სამსახურს მაინც ვერ შოულობს. და დაკნინებულია, როდესაც საზღვარგარეთ მუშაობს მუშად ან მოხუცს უვლის.(რაში გამოადგა ეს ზოგადი განათლება). ერთმა ახალგაზრდამ ასე მიპასუხა \\\”შენ თუ ნაკითხი ხარ, რაში გამოგადგა, მაინც მოხუცს უვლიო.\\\”

  3. მე მასწავლებელი ვარ და ჩემი მოსწავლეების 50%-ს თვალი უცხოეთისკენ უჭირავს, ძალს მე და ძალს ისინი როცა საქართველოს დიდების ან ტრაგიკულ ისტორიებს ვუყვები, ჩუმდებიან და ზოგიერთებს ზღაპარიც კი გონიათ ეს ყველაფერი. აქედან ნახევარიც რომ დაფიქრედეს და გულში რამდენჯერმე გაიმეოროს სიტყვა სამშობლო, მე ჩემი წილი აგური მათ ცნობიერებაში დადებული მექნება. ამიტომ თავიდანვე ოჯახმა სკოლამ და სოციუმმა უნდა შექმნას ჯანსაღი პიროვნება და არა ისეთი გადაგვარებული მენტალობის , როგორიც ის 19 წლის გოგონაა. იბრძოლეტ მშობლებო და საქართველოს აღუზარდეთ მოსიყვარულე შვილები.

  4. ძვირფასო ბაკურ! იმ პრიმიტიული განათლებისა და მრწამსის გოგონებს რომ აკრიტიკებ, როგორ ვერ შენიშნე რომ ეს ბედოვლათი დუტაც ვერ დგას უფრო მაღლა! ოდნავ თავისთავზე დაბალი დონე რომ ნახა, რა იუმორი და რა უპირატესობა დაანახა ჩვენ მოსახლეობას, განსაცვიფრებელია. ისე ამ დურაკს თავი \\\”ინტელექტუალი\\\” გონია და გაიჯეჯილა მაგრად.

  5. თქვენც მაგარი განათლებული ბრძანდებით ქბ. NINA ukve შეგატყვეთ! მაგრამ, დაბეჯითებით გთხოვთ ნუ უღალატებთ ქართულ შრიფტს და მეტყველებას. მკითხველებს კი ვთხოვ მოწიწებით, ნუ წაიკითხავთ ლათინურ აბრა-კადაბრას.

  6. ალბათ ზოგიერთს გონია რომ, დუტას უფრო მეტი განათლება და ჭკუა აქვს ვიდრე ამ ორ უმეცარ გოგოს. მახსოვს გაგანია მიშისტობის დროს ეს ბედოვლათი ლოთი, თბილისელებს მოძღვრავდა: \\\”რა გინდათ მიშა სააკაშვილისგან, რას ერჩით, რა დაგიშავათო, \\\” წითელი ჯემპრი ეცვა მიშას ნაჩუქარი და სიამაყით კინაღამ გასკდა ეს დურაკი.

  7. \\\”შე ინგლისურენოვან განათლებულო\\\”, იმ გოგოს რით ჯობიხარ, ალბათ ასაკით. წერე ქართულად, შენ ენაზე, მივხვდეთ რომ მართლწერა გეხერხება. არც ინგლისური იცი არც ქართული და არც ლათინური. ვანო ჯავახიშვილები ხართ, არც რუსული არც იუმორი არც ქართული, სრული ბოთეკლასი. სომეხმა მარტიროსიანმა გარიკამ კალოშებში რომ ჩაისვა ვანიჩკა, მუნჯს თამაშობდა ალბათ.

  8. და იმიტომ რომ \\\\\\\”განათლება\\\\\\\” ევროპაში ექნება მიღებული, ჩამოიყვანენ და \\\\\\\”კაკ მინიმუმ\\\\\\\” მინისტრად დანიშნავენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here