განის დამკრძალავი ბიუროს თანამშრომლებმა გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი დაკრძალვის დროს ჭირისუფლებს არ გაატანეს და გირაოდ დაიტოვეს იმის გამო, რომ ამ უკანასკნელებმა დროულად არ გადაიხადეს მომსახურების საფასური.
ინციდენტი განის დედაქალაქ აკრაში მოხდა. მორგის ორმა თანამშრომელმა დაკრძალვაზე მისული ხალხის თვალწინ ამოასვენეს ცხედარი კუბოდან და თან წაიღეს. გაირკვა, რომ ჭირისუფლებმა დამკრძალავ ბიუროს 150 განური სედის გადახდა (დაახლოებით 90 ლარი) დაუგვიანეს.