Home რუბრიკები საზოგადოება როგორ ვიცოცხლოთ 90 წელზე მეტხანს?

როგორ ვიცოცხლოთ 90 წელზე მეტხანს?

642

მეცნიერების მიერ დამტკიცებული ხუთი საიდუმლო

არსებობს შეკითხვები, რომლებზე პასუხიც მაქსიმალურად გაახანგრძლივებს ჩვენი გონებისა და სხეულის ახალგაზრდობას. მაგალითად, რატომ არ არის სასარგებლო რძის დალევა? რომელი ვიტამინების მიღება არ შეიძლება? როგორ მივაგნოთ დაავადებას, რომელიც ჯერ არ გვაწუხებს?..
მეცნიერებამ ხანგრძლივი სიცოცხლის 5 საიდუმლოს მიაგნო:

პირველი. ნაკლები _ რძე და წითელი ხორცი, მეტი _ სასარგებლო სანელებლები
ჩვენი აქტიურობა, სიჯანსაღე ძალიანაა დაკავშირებული მეტაბოლიზმთან, ანუ ჩვენს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლასთან. დაახლოებით 25 წლამდე ეს პროცესები ორგანიზმში სწრაფად მიმდინარეობს და ორგანიზმიც საკმაოდ ბრძოლისუნარიანია და წარმატებით გვიცავს დაავადებებისგან. 30-ის შემდეგ კი ფიზიოლოგიური მეტაბოლიზმი იწყებს შენელებას.
დამტკიცეულია, რომ წლების მატებასთან ერთად ჩვენს ორგანიზმს ცხოველური ცილების გათავისება უძნელდება და ნივთიერებები, რომლებსაც შეიცავს წითელი ხორცი (საქონლის, ცხვრისა და ღორის) მუშაობას იწყებს არა ენერგიის გამოსამუშავებლად, არამედ ჟანგვით პროცესებზე, ხოლო დაჟანგული უჯრედები სხვადასხვა დაავადებას იწვევს _ როგორც გულ-სისხლძარღვთა, ასევე ონკოლოგიურს. ამიტომ ექსპერტები 35-40 წელს გადაცილებულ ადამიანებს ურჩევს, რომ ხორცი კვირაში მხოლოდ 1-2-ჯერ მიირთვას, თანაც არა შემწვარი. ორგანიზმისათვის აუცილებელ ცილას ადამიანის ორგანიზმი კარგად ითვისებს ქათმისა და ინდაურის ხორცისგან, ასევე კვერცხისგან.
ასაკის მატებასთან ერთად ორგანიზმს უჭირს რძის შეთვისებაც, რადგან არ ხდება ფერმენტის გამომუშავება, რომელიც დაშლის ლაქტოზას. ასე რომ, უმჯობესია რძის პროდუქტებზე გადასვლა.
ძალიან მნიშვნელოვანია რაციონში მწვანილის წილის გაზრდაც, როგორიცაა ოხრახუში, ქინძი, სალათის ფურცლები, კამა. იმ ქვეყნებში, რომლებშიც ტრადიციულად ბევრ სანელებლებს მოიხმარენ, ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა უფრო დიდია.
იმუნიტეტისთვის განსაკუთრებით სასარგებლოდ ითვლება: შავი პილპილი, კურკუმა და დარიჩინი.

მეორე. ყველა ასაკს თავისი ვიტამინები სჭირდება
წლების მატებასთან ერთად ჩვენს ორგანიზმს ნაკლებად აქვს A ვიტამინის მოთხოვნილება (ის გროვდება ორგანიზმში და 40 წლის ზევით მისი დამატებით მიღება არ ღირს). სამაგიეროდ იზრდება მოთხოვნილება B ჯგუფის ვიტამინებზე.
რა სჭირდებათ ქალებს 40 წლის ზევით:
_ ვიტამინები B6, ჩ და ბიოფლავონოიდები, რომლებიც აუმჯობესებს ქალის ორგანიზმის იმუნიტეტს სტრესისა და დიდი დატვირთვის პირობებში.
_ ვიტამინი D ხელს უწყობს კალციუმის შეწოვას ორგანიზმში.
_ მაგნიუმი იცავს გულს დაავადებებისგან, დიაბეტისა და მსხვილი ნაწლავის კიბოსგან.
_ არსებობს ვიტამინები, რომლებიც ქალის სექსუალური ფუნქციას ახანგრძლივებს. ქალური სქესობრივი ჰორმონების _ ესტეროგენების _ გამომუშავების სტიმულირებისთვის საჭიროა ვიტამინი К (რომელიც უხვადაა ისპანახში, გოგრაში, მწვანე ბარდაში, საქონლის ღვიძლში), ასევე, ფოლიუმის მჟავა K Вс (ბევრია ოხრახუშში, ყვავილოვან და თეთრთავიან კომბოსტოში).
_ ფიტოესტეროგენებს შეიცავს ლობიო, ფინიკი, ბროწეული, წიწიბურა, ოსპი. ხოლო ამ ასაკისათვის სასარგებლო ნივთიერება ლეგნანით მდიდარია ლიმონი, ბრინჯი, ალუბალი და ვაშლი.

რა სჭირდებათ მამაკაცებს:
_ ვიტამინი-ანტიოქსიდანტები (К, С და В6). ისინი იცავს მამაკაცის ორგანიზმს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან და ანელებს დაბერების პროცესს.
B ჯგუფის ვიტამინები (В6, В12 და ფოლიუმის მჟავა Вс) ჰომოცისტეინის მეტაბოლიზმში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ეს ამინომჟავა ზემოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, იცავს ინფარქტისგან.
თუთია კი მამაკაცურ იმუნიტეტს ამაღლებს.

მესამე. კბილებისთვის ყურადღების მიქცევა
როგორც ჩანს, კბილების დღეში ორჯერ ჯაგრისით გაწმენდამ და რეგულარულად სტომატოლოგთან ვიზიტმა, შესაძლოა, სიცოცხლე 10 წლით გაგიხანგრძლოვოთ.
ექსპერტები ამას ასე ხსნიან: პირის ღრუში 350-ზე მეტი სახეობის ბაქტერიაა. ღრძილების დაავადებისას კი ეს ბაქტერიები სისხლში ხვდება და სხვადასხვა სერიოზულ დაავადებას იწვევს.

მეოთხე. მივაგნოთ დაავადებას, რომელიც ჯერ არ გვაწუხებს
ამჟამად ყველაზე მეტი ადამიანი, რომლებმაც 100-ს გადააბიჯეს, იაპონიაში ცხოვრობს. ეს იმის დამსახურებაა, რომ ჰიროსიმას ტრაგედიის შემდეგ იქ ჩამოყალიბდა პოლიკლინიკური მომსახურების საუკეთესო სისტემა. ჩვენთან კი ადამიანი ხშირად იმ შემთხვევაში მიმართავს ექიმს, როცა უკვე სერიოზულადაა ავად.

მეხუთე. ნებისმიერ ასაკში შეისწავლეთ უცხო ენები
ეს ხელს უწყობს გონების ვარჯიშს, მეხსიერების გაუმჯობესებას. მეცნიერთა მიერ ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რომ რთული ინტელექტუალური ამოცანების გადაჭრა, გაჯეტების გამოყენების ცოდნა, ორიენტირება ინტერნეტსივრცეში რეალურად იძლევა გამაახალგაზრდავებელ ეფექტს: ნაწილობრივ _ ფსიქოლოგიურს, ნაწილობრივ _ ფიზიკურს. გონებრივი მობილობა `ტვინში სისხლს ააქტიურებს~, აუმჯობესებს რა მის ცირკულაციას უწვრილეს კაპილარებშიც კი.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here