
“მერსედესის” ამ მოდელის დიზაინის გაკრიტიკებას ნუ იჩქარებთ. ასეთი უცნაური გარეგნობა განპირობებულია ამოცანით, რომელიც იდგა Concept IAA (Iinelligent Aerodynamic Automobile)-ს შემქმნელების წინაშე.
ამ ოთხკარიანი კუპეს ე.წ. შუბლისმიერი აეროდინამიკური წინააღმდეგობის კოეფიციენტი 0,19-ია, სიგრძე _ 5040 მმ. ავტომობილს უკან აქვს აეროდინამიკური “შტორი”, რომელიც სიგრძეს 5430 მმ-დე ზრდის. საერთოდ, ამ ავტომობილს ბევრი მოძრავი ელემენტი აქვს და შეუძლია ფორმა შეიცვალოს.
Concept IAA-ს ამოძრავებს 280-ცხენისძალიანი ჰიბრიდული დანადგარი. სიჩქარე საათში 250 კმ-ია. ელექტროგამწევით მოძრაობის შემთხვევაში ავტომობილი 66 კმ-ს გაივლის.






