Home რუბრიკები პოლიტიკა ყოფილი ნაცების ცნება – არ არსებობს, რადგან სულით ისევ გარეწრები არიან

ყოფილი ნაცების ცნება – არ არსებობს, რადგან სულით ისევ გარეწრები არიან

635

გვარამია პროკურორობის დროსაც მთავარი ქინძის შნირი იყო და ეხლაც ვერ გასცდა ძველ მოვალეობას

ანუ ჯოჯოხეთის მაშხალად ქცეული “დემოკრატიის შუქურა” და ბაბაიაგა ცოცხზე

“დემოკრატიის შუქურა” რუსთავი-2 განსაცდელშია! 

რამოდენიმე დღის წინ, სიტყვის თავისუფლების დაცვის მოთხოვნით რვა პოლიტიკური გაერთიანებისგან შემდგარი საკოორდინაციო საბჭო, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და მხარდამჭერები უზენაესი სასამართლოსკენ მსვლელობით გაემართნენ და „გულისამაჩუყებელი“ განცხადებებიც გააკეთეს.

ნიკა მელიამ განაცხადა- “შვილიშვილებისათვის ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ადგილი, სივრცე, სადაც ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ თავისუფლად იმ პრობლემების შესახებ, რომელიც ქვეყანაში ძალიან უხვად არის.

ქვეყნის ხელისუფლება როდესაც დაუფარავად კორუფციულ გარიგებაში შედის კონკრეტულ მოსამართლესთან, რათა მან გამოიტანოს გამამტყუნებელი განაჩენი რუსთავი 2-ის წინააღმდეგ და ამის მიუხედავად, ხელისუფლება ხმას არ იღებს, არცერთ დონეზე და მეტიც პირი აქვს შეკრული და შეთანხმებულად მოქმედებს, რომ თავისუფალი აზრი და სიტყვა ჩაახშოს ამ ქვეყანაში, უკანასკნელი ბასტიონი რუსთავი- 2 წააქციოს, რა გამოსავალი რჩება ამ ქვეყანაში. საზოგადოება ასეთ შემთხვევაში იწყებს საკუთარი უარყოფითი დამოკიდებულების ხმამაღლა დამოკიდებულებას, მშვიდობიანი მანიფესტაციის აზრით,“ არადა, დღემდე აქტიურად მიმდინარეობს ნაცების პერიოდში დანიშნულ და დღემდე მათ მიერ მართულ მოსამართლეებთან „მოლაპარაკება“ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღების სანაცვლოდ კი უხვად დაჯილდოვება.

საქართველო საკმაოდ პატარა ქვეყანაა და ინფორმაციის მოძიება არ არის რთული.

სტუდენტობის პერიოდში (15-20 წლის წინ)ღრმა სოფლიდან ჩამოსული გაჭივრებული სტუდენტები დღევანდელი ნაცმოსამართლეები, თურმე სასახლეებში ცხოვრობენ და უნიფორმაში გამოწყობილი მომსახურე პერსონალიც ყავთ.

ასეთ მოსამართლეებს რასაკვირველია არანაირად არ აწყობთ წარსულში დაბრუნება და უსიტყვოდ ემორჩილებიან ძველ, საიმედო პატრონებს.

როგორი „შინაგანი რწმენით“გამოაქვთ და გამოჰქონდათ გადაწყვეტილება ძნელი მისახვედრი არ არის.

სხვათაშორის, ისინი ვინც ნაცელიტის და პროკურატურის მითითებას პირნათლად ასრულებდა მიშას ზეობის ხანაში, თითქმის ყველა მოსამართლე უვადოთ დაინიშნა არც, ზონდერ პროკურორები გრძნობენ თავს დაჩაგრულად.

არადა ეს სწორედ ის ხალხია, რომლებიც ნაცლიდერებს უსიტყვო მორჩილებაში ყავდათ, თანამემამულეების სისხლით იკვებებოდნენ, სპილენძის ქვაბის მოპარვისთვის არასრულწლოვნებს 3-4 წელს უსჯიდნენ და მომავალს უმხინჯებდნენ.

მათ, უყოყმანოდ შეეძლოთ ადამიანის მხეცად შერაცხვა და არა ღმრთის ხატად ასეთი ქმედება კი შედეგთა მთელ ჯაჭვს ბადებს, რომლის ბოლოში ჩნდებიან ჰიტლერი, ტროცკი, საკონცენტრაციო ბანაკები, მსოფლიო ომები , ადამიანის მანიპულაციის ტექნოლოგიები და კიდევ მრავალი სხვა უბედურებები, რომელიც აუცილებლად დაუბრუნდებათ ბუმერანგის პრინციპით ოცდაათ ვერცხლად გაყიდულებს…

საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის ბაჩუკი ქარდავას თქმით, სიტყვის თავისუფლება არის დემოკრატიის უმთავრესი საფუძველი და ამიტომ, მუდმივად უნდა ვიყოთ მზადყოფნის რეჟიმში.

პარტია რეფორმატორების თავმჯდომარე ირაკლი ღლონტმა კი აღნიშნა, რომ „დღეს წყდება რუსთავი 2-ის ბედი და იარსებებს თუ არა პლურალისტული მედია“.

რომ ვიკითხო სად იყვნენ ეს თავისუფალი სიტყვის და მედია დამცველები, როცა ჟურნალ-გაზეთებს დაერია მათი ბელადი, როცა იმედი დაარბიეს, უამრავი უდანაშაულო ახალგაზრდა ქუჩაში ჩახოცეს, აწამებდნენ და აუპატიურებდნენ „ჯაშუშობის“აღიარების მოთხოვნით და შემდეგ ზუსტად მათი საყვარელი დამარცხებული ტელევიზია „აპიარებდა“ნაცტურების ხროვას, როგორი ოპერატიული და მაგარი ბიჭები იყვნენ.

მათი „სახე“,ნანული ჟორჟოლიანი რომელმაც სავარაუდოდ წინასწარ იცოდა, რომ ვინმე „ოპერაციის“ დროს უნდა მოეკლათ, მიკროფონით ხელში სასწრაფოდ მირბოდა „შემთხვევის ადგილზე“ და „ოპერატიულად“გადმოცემდა თავის მკვლელი, შემდგომში ქმრის და მისნაირი გარეწრების „საგმირო საქმეებს“, დაჰქროდა ნაყაჩაღარი ძვირფასი ავტომანქანით და ერთი ზარის გამო ახალგაზრდებს აუბედურებდა ჯერ ცემატყეპით და შემდგომ ნარკოტიკის ჩადებით მას არც სხვა“რუსთაველი“ ჟურნალისტები ჩამორჩებოდნენ სისხლის სიყვარულში…

გამაოცა გია ბარამიძის „მოთხოვნამაც“ კაცი რომელმაც ჯარის და მძიმე არტილერიის დახმარებით მიწასთან გაასწორა სვანეთში უდანაშაულო ოჯახი და დასისხლიანებული მიცვალებულების და დაჭრილების „ფონზე“კუბდარი მოუნდა…

სხვათაშორის, ამ სისხლიან კალოსაც ახლდა რუსთავი -2- ის სახე ნანული ჟორჟოლიანი.

„თავისუფალ სიტყვას“იცავდა ალბათ, სწორედ იმ დროს „გაუმხილა“ატკვარცალებულმა სვან ახალგაზრდებს თავის ტელეფონის ნომერი…

აღარაფერს ვამბობ იმ უამრავ დანაშაულზე რომელიც ნაცმოძრაობამ ამერიკული დემოკრატიის სახელით ჩაიდინა ჯორჯის და ჯონის ეგიდით.

არ დარჩენილა არცერთი სფერო მათი ბინძური დამანგრეველი ხელი არ შეხებოდა.

მორჩილ, ტვინგამორეცხილ მონებად აქციეს თავის მხარდამჭერები რომლებიც ვერ ხედავენ და არ ესმით რა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა მიშამ ნაცელიტასთან ერთად ქვეყანას.

 მარტო ის რად ღირს რომ საუკუნეების მტრები ნებაყოფილობით დაასახლა.

37 ათასი თურქი ჩამოგვისახლა, რომელთაგან 28 ათასს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა.

და ეს მაშინ, როდესაც საქარველოს კონსტიტუციით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობა უცხო ქვეყნის მხოლოდ იმ მოქალაქეს შეიძლება მიენიჭოს, რომელსაც საქართველოს წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება ან მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან.

”თუ, მამინაცვლის სამშობლოს ასეთი პატივი დასდო, მაშინ ამდენ ჩინელს, არაბს და სხვა უამრავ ფერად კანიანს რა დამსახურებისთვის მისცა მოქალაქეობა, ბორდელები, რომ გაეხსნათ ქართველი ქალები დაესაქმებინათ და კაცები მცველებად აეყვანათ?

მათ ფულის კეთების ყველანაირი საშუალება მისცა და არა მომხრე ბიზმესმენები ულუკმაპუროდ დატოვა და ოჯახებიც დაუწიოკა.

მხოლოდ აღნიშნული ფაქტიც საკმარისი იყო ნაცხროვის ჩასაქოლად, მაგრამ დღემდე ხელისუფლებას ველოდებით აღადგინოს სამართლიანობა, უსაზღვროა ჩვენი მოლოდინი თუმცა ოდესღაც დასასრული ხომ დადგება…

სოციალურ ქსელში დემოკრატიის და რუსთავი-2 ის მისამართით ზოგი აგრესიულ, სტატუსს „აცხობდა“ და ზოგი ლანძღავდა, აგინებდა, მომიტინგეების რაოდენობაზეც ხალისობდნენ.“

ფბ“მომხმარებელი- „მახაჩა“განსაკუთრებით „თბილად მოეფერა“თავის გვერდზე თავისუფალი სიტყვის დამცველებს –

 „რუსთავი ორის მცველები შემომეყურა უზენაესთან , უფრო რომ დავზუსტდე მათ ორატორებს, ვუსმინე, არაფერი ახალი არ უთქვამთ ამ ხმარებაში გაცვეთილებს, კიდევ ერთხელ დაგვემუქრენ, რომ დაბრუნდებიან რა სასტიკობებს გვიზავენ როგორ ამოგვხდიან სულს…..

თან შეგვახსენეს რომ ამ ყველაფრისთვის ჩვენი თანადგომა ჭირდებათ, თორე ისე ჩემ იმანოს დაბრუნდებიან,, რაღაცნაირად გული დამეწვა, მათი უიმედოდ ჩამქრალი თვალების, მიჭმუჭნული სახეების და რიხ დაკარგული მყივანა ხმების მოსმენისას,

კობა ხაბაზი მთლად წინდაცვეთითას გადაგდებულ ჩუჩის გამხმარ ნაჭერს გავდა,

არც ახლად რეინკარნირებული პადოშვი გამოიყურებოდა ძველებურად პიტალოდ,

ნუგზარს კისერი სულ გაქრობია და თავ ტრაკის საზღვარს მხოლოდ რაღაც სასწაულით ჩამოცმული ჰალსტუხით თუ დაუდგენდი,მხოლოდ ვიღაც ახალგაზრდას (ანტიკურ ძეგლებს სასირცხვო ადგილებში ხუჭუჭა თმები, რომ აქვთ, ისეთი პრიჩოსკით) ვერ ვცნობდი, ბოლოს მისცეს სიტყვა, ამ ახალ თაობას მეგონა რაიმეს ახლებურს გვეტყოდა ….

არაა ესაც ესეთივე ჩვეულებრივი ასო აღმოჩდა, მაგრამ წყალწაღებულებისთვის იმედის მომცემი ხავსივით იყო)“არადა რა იცის ხალხმა, თურმე ჩვენს „კეთილდღეობაზე“ ფიქრში ათენებენ და აღამებენ „გამოსწორებული ნაცხროველები“ არადა ვიცით, მათ სამარის მეტი აწი ვეღარაფერი გაასწორებთ. ნეტა, თვითონ თუ ჯერავთ, რომ მათი ბოდვის ვინმეს ჯერა…

რუსთავი-2 ი პოლიტიკურად გახრწნილი ნაცელიტისთვის და მათი ბელადისთვის ბოლო სანთელია, ჭაობის შუაში კიდევ ცოტახნით მოციმციმე.

მართალია ხალხი, გამწარებულია როგორც პოლიტიკური ასევე ეკონომიკური მდგომარეობით, მაგრამ ის ვინც მათ გვერდზე არ იდგა არც ეხლა დადგება და ვინც შიშის გამო იყო მათი მხარდამჭერი იმათმაც მიატოვეს.

ამიტომაც უჭირთ მხარდამჭერების „მოზიდვა“ნაცლიდერებს და რაიონებიდან ჩამოყვანილ მხარდამჭერების იმედზე არიან.

თბილისი არც ადრე წყალობდათ გარეწრებს!

საზოგადოებაში დღემდე აქტუალურია კითხვა- რატომ ბედავენ ამდენს ნაცელიტის სისხლის სამართლის დამნაშავეები, მკვლელები, ბიუჯეტის გამნიავებლები, ათასი სიბინძურის და სისასტიკის ჩამდენნი?

პასუხი მარტივია- იმიტომ, რომ ჩადენილი დანაშაულის გამო არ იხდიან სასჯელს არ ზიან ციხეში.

ვინც იჯდა ან ზის კი ისეთი კომფორტი აქვთ არცერთ პატიმარს არ ღირსებია მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში.

არადა კონსტიტუციით კანონის წინაშე ყველა თანასწორია, ჩვენს რეალობაში?

რათქმაუნდა არა. სამართალდამცავ ორგანოში, აღმასრულებელ ხელისუფლებაში თუ სხვა სტრუქტურებში, დღემდე მშვენივრად ლივლივებენ მამალი ნაცები, ყოფილი ნაცების ცნება-არ არსებობს რადგან სულით ისევ გარეწრები არიან.

ხოლო თუ „ნათელი“ნაცი არ იყო აღმასრულებელ ხელისუფლებაში მაშინ აუცილებლად სოროსის მიერ დაფინანსებული ენჯეოს გამოწვრთნილი კადრია და ყველა ნაცებს გველეშაპსაც და ჯოჯოხეთის ხოჭოებსაც ერთი გამთეთრებელ-მრეცხავი ყავთ რუსთავი-2 ის სახით.

სხვათაშორის მიშას, ჩვენს ქვეყანაში „ჩანერგვის“ დღიდან ტკბილი და მურაბა ურთიერთობა ჰქონდა ამჟამად“დამარცხებულ ტელევიზიასთან“ ეტყობა სულმა სული იცნო, ისედაც ბევრი რამ ჰქონდათ საერთო. სამაგიეროდ კარგად მახსოვს მთავარი ქინძი, მიტინგებზე როგორ ლანძღავდა საზმაუს.

2001-წელს რუსთავი-2 ის ტელევიზიაში უშიშროების სამსახური შევიდა, რასაც პროვოკაციები მოჰყვა ტელევიზიის მხრიდან.

შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახური შევიდა, რასაკვირველია „საქმიანად“რადგან აღნიშნული ტელევიზია არაერთხელ იყო შემჩნეული ფინანსების არასწორ განკარგვაში და ნიშანდობლივია ისიც, რომ შსს სთან მიმდინარე ბრძოლის პირობებში რუსთავი-2 ის არაერთი თანამშრომელი საეჭვოდ მეგობრობდნენ შსს-ს რიგ თანამშრომლებთან.

ასე, რომ რაც იქ „იხარშებოდა“ მშვენივრად იცოდნენ შესაბამისმა სამსახურებმა.

ეროსი კინწმარიშვილს რათქმაუნდა „უსმენდნენ“, მან ზურაბ ჟვანიასთან განახორციელა ზარი და დახმარება სთხოვა, ზურამ ურჩია მოეწოდებინა ხალხისთვის ტელევიზიის დასაცავად ქუჩაში გამოსულიყვნენ.

ასეც მოხდა და ეს პროცესი აღარც შეჩერდა.

ფაქტიურად დაჩქარდა შს და უშიშროების მინისტრის გადადგომა.

საბედნიეროდ, დღეს არცერთი არ უჩივის ბედს. სამწუხაროდ ბელადმა ბოროტებით გადაუხადა ზურაბ ჟვანიას გაწეული სამსახურის საფასური.

ეროსის სიკვდილიც, მკვლელობა თუ თვითმკვლელობა ისევ მიშას აწყობდა და სხვას არავის. გამარჯვებული ტელევიზიის გვირგვინი ცხრა წელიწადი ატარა რუსთავი-2 მა მიშას და ნაცხროვის ცხოვრებით იცხოვრა, ათასი სისაძაგლე აპიარა და ბევრი ტალახიც წმინდა, ჰოდა ეხლა რთულია შეეგუო, რომ დამარცხებული ტელევიზია გერქვას.

არც საშუალება ამართლებს ყოველთვის მიზანს და ვინც არ ებრძვის ბოროტებას, ის ბოროტების გავრცელებას უწყობს ხელს.

ვინც ბოროტებას ეგუება, ის თანამშრომლობს ბოროტებასთან.

დიახ, რუსთავი-2 იმსახურებს ბოროტების გამავრცელებელი ტელევიზიის სტატუსს და დამსახურებულად ატარებს კიდეც, მართალია მათ „დირეხტურს“ მოკლე მეხსიერება აქვს, მაგრამ საზოგადოებას კარგად ახსოვს რას რაკრაკებდა იმედის დარბევის დროს, როგორ და რატომ მიმართეს სასამართლოს იმედის დასაყადაღებლად.

პროკურორობის დროსაც მთავარი ქინძის შნირი იყო და ეხლაც ვერ გასცდა ძველ მოვალეობას.

თავისუფალი სიტყვის დაცვის სურვილი, როცა მაესტრო, იბერია, მეცხრე არხი და სხვა ტვ-ბი დახურეს მაშინ არ გახსენებია?

თუ რუსთავი-2 -ის გარშემო უნდა იტრიალოს სამყარომ.

აი რას წერს მის შესახებ „ფბ“ნინა-ნინ- „’რუსთავი 2” მაყურებელს კონკრეტულად გვარამიამ შეაძულა!

მობილური არხი საკუთარ, პრივატულ ტრიბუნად აქცია და ისე მოაჯდა, როგორც ბაბა-იაგა ცოცხს!…

რამდენიც არ უნდა იქაქანოს გვარამიამ ”ჭეშმარიტი ჟურნალისტის” სახითა და ხმით, იგი პირადად ჩემთვის ისევ პროკურორად დარჩება!

იმ პროკურორად, რომელიც როგორც უნდოდა, ისე კერავდა და ჭრიდა უამრავი ადამიანის ბედს ამ პატარა ქვეყანაში!!!!

პროკურორად, რომელიც იმას საუბრობდა, რასაც უბრძანებდნენ…

ახლა კი ჟურნალისტის მანტია მოუსხია და ქაქანებს და ქაქანებს დაუსრულებლად!!!

ტელეგენური რომ იყოს, კიდევ ჰოოო….. ეგეთიც რომ ვერაა?!“.

სოციალურ ქსელში, ბოროტების ტელევიზიის არაერთ ჟურნალისტს „ამკობენ“.

აი, შედარებით მსუბუქი კომენტარი რომელიც გაბუნიას ეძღვნება-

„თურქებისგან გამწარებული გრაფ დრაკულას ერთი საშინელი დასჯის მეთოდი ჰქონდა. დაიჭერდა თურქებს, წამოაცვავდა სარზე, დაჯდებოდა მათ ქვეშ და საჭმელს მიირთმევდა. ამით იღებდა სიამოვნებას. ხო და გრაფი დრაკულობა როგორ უნდა ანატრებინო კაცს, შე დედა დალოცვილო ა?

ის დედა, დიადი გვარამიას გულისთვის რომ უპრობლემოდ გაწირავ“.

ბოროტების და სიცრუის გამავრცელებელი ტელევიზიის სქელკანიანი ჟურნალისტებისთვის რათქმაუნდა ცნობილია უმრავლესობის განწყობა, თუმცა სირაქლემის პოზა აქვთ მორგებული და მხოლოდ მცირერიცხოვანი მრევლის ქათინაურით ითბობენ გულს.

მართლმადიდებლობასთან და პატრიარქთან ბრძოლის ათას საშუალებას ეძებენ და სიძულვილს, ლანძღვა გინებას პოულობენ მხოლოდ.

 

და ბოლოს ძველ ჩინურ იგავს შემოგთავაზებთ, რადგან ქართული არაფერი მოსწონთ ნაცხროვას და ბოროტების გამავრცელებელ ტელევიზიას, წერილი კი მათ „ეძღვნებათ“.

იგავს სათაურიც უცნაური აქვს- „მეთევზის ხეირი“.

ერთხელ ოკეანის სანაპიროზე ქვიშაზე მწოლარე მოლუსკმა, გადახსნა თავის ნიჟარა, რათა მიფიცხებოდა მზის მცხუნვარე სხივებს.

მას იმწამსვე ეცა ჩიბუხა-გრძელ ნისკარტა ფრინველი, რათა ეგემა მოლუსკის გემრიელი ხორცი.

ამან კი მაშინვე დახურა ნიჟარები და შიგ მჭიდროდ მოიყოლა ფრინველის ნისკარტი.

ჩიბუხა შეეცადა გათავისუფლებულიყო, მაგრამ ვერ შეძლო.

ბოლოს იგი ეუბნება მოლუსკს- თუ შენ არ გახსნი ნიჟარებს ვერასოდეს დაბრუნდები ოკეანეში და ორ დღეში მოკვდები.

მოლუსკი კი პასუხობს -თუ მე არ გამიშვებ შენც დაიმშევი და მოკვდები.

სანამ მოლუსკი და ჩიბუხა ამგვარ ვაჭრობაში იყვნენ, გამოიარა მეთევზემ, დაიჭირა ორივე და გემრიელად მიირთვა სადილზე…

ძნელია მიხვდე მეთევზე -ჩინელი გვეწვევა, თურქი, არაბი, ევროპელი, ამერიკელი, თუ?

ბაიკალის ტბიდან მოემართება…

სამწუხაროდ, დღეს როცა ყველა ხედავს ფინანსურ, ეკონომიკურ და სოციალურ კრიზისს რომელშიც ჩვენი ქვეყანა იძირება ხელისუფლებაში არ გამოჩნდა არავინ საკუთარ თავს და სხვასაც კითხოს -რატომ ვართ ასე უგნურნი?

რატომ დაუშვით, რომ ამხელა პოტენციალის, კულტურის, წარსულის, ქვეყანა დაგვენგრია, რატომ აიძულეთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა იმ მგლის ხახაში ამოეყო თავი რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით, იპყრობს ფინანსურ სისტემებს და ყველას ერთად მიერეკება ქაოსისა და ომის ახალი აპოკალიფსისკენ.

 

ქეთევან ზარნაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here