Home რუბრიკები საზოგადოება მთავრობაა თუ ტურისტული სააგენტო?!

მთავრობაა თუ ტურისტული სააგენტო?!

850

ათასობით მართლაც ნიჭიერ და ერუდირებულ თანამემამულეს უცხოელების პამპერსების ცვლაში უნდა ამოხდეთ სული და ეს გვიხარია?!

.. ვიზალიბერალიზაციის გამო ბოლო დღეებში ატეხილმა ისტერიკამ ამ აპოგეას მიაღწია და საერთოსახალხო ფსიქოზში გადაიზარდა. ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს დიდგორის ომი მოვიგეთ და დაკარგული ტერიტორიებიც დავიბრუნეთ. არადა, საზეიმოდ ნამდვილად არ გვაქვს საქმე. არ მეგულება ადამიანი, რომელსაც ჭაბუა ამერეჯიბის რომანიდათა თუთაშხიაარ ჰქონდეს წაკითხული ან ამავე სახელწოდების ფილმი _ ნანახი. იქ არის ერთიკოლორიტულიპერსონაჟი, სახელად ზებო, რომელიც ღრმა ჭაში იჯდა დახალხის იმედს აკეთებდა”. სწორედ ასეთი ზებოების ხელში ვართ ჩავარდნილი, რომლებიცვიზალიბერალიზაციურიზღაპრებითხალხის იმედს აკეთებენ”. რა ჰქნან, აბა?! ოთხი წლის განმავლობაში ვერც ერთი პრობლემა ვერ გადაგვიწყიტეს, ვერაფერს მოაბეს თავი და რაღაცით ხომ უნდაგაართონეს დამშეული და გაღატაკებული ხალხი?!

ისიც უნდა ითქვას, რომ ხელისუფლებას ევროპასთან უვიზოდ მიმოსვლა ნამდვილად აძლევს ხელს, ვინაიდან, რაც მეტი ქართველი გადაიხვეწება საზღვარგარეთ, მით უკეთესი მისთვის. როგორც იტყვიან: “არ არის ადამიანი _ არ არის პრობლემა”. ხოლო, თუ არის ადამიანი, მაშინ ხელისუფლებას, უნდა თუ არა, მოუწევს “თავის შეწუხება” მათ დასაქმებაზე, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. ამდენ ხლაფორთსა და დავიდარაბას კი არჩიეს იოლი გამოსავალი. მთავარია, მთავრობას მოაკლდეს “საზრუნავი” და ხალხს, რაც უნდა, ის უქნია, “კისერიც უმტვრევია”. ისე, უკეთესი არ იქნებოდა, ის ძალა და ენერგია, რომელიც ჩვენი ქვეყნის მესვეურებმა “ვიზალიბერალიზაციისათვის” დახარჯეს, ხალხის პრობლემების მოგვარებაზე დაეხარჯათ?! ბოლოს და ბოლოს, საქართველოს ხელისუფლებაა თუ ტურისტული სააგენტო?!

სხვა საქმეა, ეს ვიზალიბერალიზაცია წაადგება თუ არა ჩვენს გაჭირვებულ თანამემამულეებს. ჯერ ერთი, ევროპაში ია-ვარდით არავინ გვეგებება, მათ იქ მოუწევთ ათასი დამცირების გადატანა და 24-საათიანი დამქანცველი მუშაობა, რათა სიღატაკეს თავი დააღწიონ. რა არის აქ საზეიმო?! გარდა ამისა, ძალიან მალე დავივიწყეთ ისრაელის მაგალითი. ორი წელია, ისრაელთანუვიზო რეჟიმიგვაქვს, მაგრამ ქართველებისთვის თითქმის შეუძლებელი შეიქნა ამ ქვეყანაში შეღწევა და დამკვიდრება. რატომ ვართ დარწმუნებული, რომ იგივე არ გამეორდება ევროპის ქვეყნების შემთხვევაშიც?!

გასული საუკუნის 90-იან წლებში, მიუხედავად ვიზებისა და ათასგვარი ბარიერისა, ათეულათასობით ქართველმა მაინც გააღწია ევროპაში. მას შემდეგ 20-25 წელი გავიდა და ჩვენი თანამემამულეების უმეტესობა ისევ დამლაგებლად და მოხუცთა მომვლელად მუშაობს, და რატომ გვგონია, ახალი ემიგრანტებისთვის წამოვა ციდან “ევროების წვიმა”?! ათასობით მართლაც ნიჭიერ და ერუდირებულ თანამემამულეს უცხოელების პამპერსების ცვლაში უნდა ამოხდეთ სული და ეს გვიხარია?! მთავარი ის კი არ არის, სად წახვალ, არამედ სადაც წახვალ, იქ როგორ იქნები და რას მიაღწევ, თორემ ქართველებს ევროპაში წასვლა რომ არ გვიჭირდა, ეს თავის დროზე კოლხმა მედეა დაამტკიცა _ წავიდა საბერძნეთში, მაგრამ რა “ჩიტიც დაიჭირა”, ყველამ იცის.

 შუა საუკუნეებში, მხოლოდ ევროპასთან კი არა, სრულიად მსოფლიოსთან გვქონდა “ვიზალიბერაცია”, მაგრამ ამის გამო არ “გადავრეულვართ”. აფსუს, რა საათივით აწყობილი სისტემა გვქონდა ოსმალთა ბატონობის პერიოდში?! ყოველწლიურად ათი ათასამდე ქართველი გაჰყავდათ უცხოეთში. შესვამდნენ ცხენზე, გააქანებდნენ პორტში, სადაც თურქული გემი ელოდა. იქიდან გემს სტამბოლში გადაყავდა, სტამბოლიდან კი ვენეციისკენ, გენუისკენ, ვენისკენ, კაიროსკენ ჰქონდა გზა ხსნილი. და ეს ყველაფერი ხდებოდა უფასოდ.

ქართველ ქალს, თუ გაუმართლებდა და სტამბოლში დარჩებოდა, ხომ, საერთოდ, “აშენდებოდა” _ სულთნის ჰარამხანა ნამდვილად მიწიერი სამოთხე იყო. აქ ყველაფერი უფასო იყო: ბინა, გათბობაც, წყალიც, საჭმელიც, ტანსაცმელიც და, რაც მთავარია, დღევანდელი ემიგრანტებისაგან განსახვავებით, სულთნის ქართველ რჩეულთ აქეთ ემსახურებოდა ევროპის ქვეყნებიდან ჩამოყვანილი საჭურისებისა და მონა-ქალების მთელი არმია.

მუშაობით წელს არც “ემიგრანტი” კაცები იწყვეტდნენ. იმჟამინდელი ინდოეთი, ირანი, ერაყი, ოსმალეთი, ეგვიპტე გადაძეძგილი იყო ქართველი ბეგებითა და ფადიშაჰებით. “მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვინმეს განა?!” გამოჩნდა რუსეთი და “მოჭამა ჭირი” შენმა “ვიზალიბერალიზაციამ”. ჯერ იყო და რუსეთის ფლოტმა ოსმალური გემებისაგან გაწმინდა შავი ზღვა, შემდეგ ამიერკავკასია დაიკავა, “ევროპისკენ გასასვლელი” ჩაგვიკეტა და დასრულდა “კარგი ცხოვრებაც”. ახლა კი, ამდენი წლის შემდეგ ისევ აღდგა “ისტორიული სამართლიანობა”. როგორც ყვარყვარე თუთაბერი იტყოდა: “აღსრულდა ჩვენი ოცნება, დადგა დრო სანეტარო, გაიხარე, მუშავ, წამებულო”.

როცა მონის ყოფა სანატრელი გვაქვს

სს “აზოტის” ახალი ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, საწარმოდან დაითხოვეს 350 თანამშრომელი. დათხოვნილებმა ქალაქში საპროტესტო აქციები გამართეს. მათ შეუერთდნენ სტუდენტები, არასამთავრობო და პროფკავშირული ორგანიზაციების წარმომადგენლები. “პროტესტანტებმა” სს “აზოტის” შესასვლელთან მოაწყვეს პიკეტი, გამართეს ხალხმრავალი მიტინგები, გადაკეტეს ქალაქის ცენტრალური გამზირი. მართალია, სამსახურიდან გაგდებულებმა მიზანს ვერ მიაღწიეს, მაგრამ სს “აზოტში” მიმდინარე ბოლოდროინდელმა მოვლენებმა კიდევ უფრო გააშიშვლა და ყველასთვის ნათლად წარმოაჩინა ის პრობლემები, რომლებიც არსებობს დასაქმების სფეროში. ამიტომ, ეს ვინმეს მოსწონს თუ არა და უნდა თუ არა, ამ სფეროში რადიკალური ცვლილებებია განსახორციელებელი. განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობაა დასაქმებულთა შრომის დაცვის მხრივ და, თუ გვსურს, თავიდან ავიცილოთ სოციალური კატასტროფა, დაუყონებლივ უნდა მოხდეს სტრუქტურული ცვლილებები. დრომ გვიჩვენა, რომ აუცილებელია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბაზაზე ახალი სამინისტროს შექმნა _ შრომისა და სოციალური დაცვის.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ძველი სახით შენაჩუნება გაუმართლებელია, რადგან ძირითადი აქცენტი გადატანილია ჯანდაცვაზე და, ფაქტობრივად, უყურადღებოდაა დარჩენილი შრომის დაცვის საკითხები. იმ ვითარების გათვალისწინებით, რაც დღეს ქვეყანაში არის შექმნილი, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შექმნა გარდაუვალია. საქართველოში პროფკავშირული ორგანიზაციების გავლენა საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, სამწუხაროდ, არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. ამიტომ პროფკავშირების როლი და ფუნქცია სახელმწიფომ უნდა დაიკისროს, რათა გაანეიტრალოს საზოგადოებაში არსებული ის უარყოფითი მუხტი, რომელიც დაგროვდა შრომით ურთიერთობებში განუკითხაობის გამო.

და მაინც, რას არის გამოსასწორებელი?

1. უნდა შეიქმნას ახალიშრომის კოდექსი”.

ამჟამად მოქმედი “შრომის კოდექსი” უვარგისი და შესაცვლელი რომ არის, ორი აზრი არ არსებობს. დღეს არსებულიშრომის კოდექსიარის კაბალური, მასში ოფიციალურად არის დაკანონებული მონათა შრომა. ამ დისკრიმინაციული კანონით, დამქირავებელს აქვს ყველაფრის უფლება და არ აკისრია არანაირი ვალდებულება, დაქირავებულს კი აქვს უამრავი ვალდებულება, მაგრამ _ არანაირი უფლება.

მართალია, ამ კანონში შევიდა შესწორებები, მაგრამ კოსმეტიკურმა ცვლილებებმა ვერ უშველა, ამიტომ სრულიად ახალი კანონია მისაღები, რომელიც თანაბარ პირობებში ჩააყენებს როგორც დამსაქმებელს, ასევე _ დასაქმებულს. დღეს ეს ბალანსი დარღვეულია და ხარვეზი ახალმა კოდექსმა უნდა გამოასწოროს.

რაც მთავარია, ახალი კანონით უნდა განისაზღვროს არა მხოლოდ 8-საათიანი სამუშაო დრო, არამედ სახელფასო მინიმუმიც და დაწესდეს ფასიანი დეკრეტული შვებულების თუნდაც 1,5-წლიანი მინიმალური ზღვარი, რომლითაც დამსაქმებლისგან კანონის ძალით დავიცავთ ორსულებსა და ჩვილშვილანებს.

დასამალი არ არის, რომ უმუშევართა ძირითად კონტიგენტს 50-60 წლის ადამიანები შეადგენენ და ყველაზე სერიოზული პრობლემა მათი დასაქმებაა. ამიტომ უპრიანი იქნებოდა ახალ “შრომის კოდექსში” ჩადებულიყო სოციალური დაცვის კიდევ ერთი მექანიზმი. კერძოდ: მამკაცებისათვის 60 წლამდე, ხოლო მანდილოსნებისთვის 55 წლამდე დაგვეწია საპენსიო ასაკის ზღვარი (როგორც იმ “ავადსახსენებელ” სოციალიზმის პერიოდში იყო) და ამით დაგვეცვა ჩვენი თანამემემულეები სოციალური კატასტროფისაგან.

2. უმუშევართა უფლებების დაცვა.

საქართველოში, სამწუხაროდ, უმუშევართა უფლებები არ არის დაცული. მათ პურის ფულსაც ვერ ვაძლევთ, თავი რომ გაიტანონ. არ ხდება მათი აღრიცხვა და რეგიტრაცია. ისიც კი არ ვიცით, რეალურად რამდენი უმუშევარია. ეს ყველაფერი გამოსასწორებელია, დასდგენია უმუშევართა სიები და მათთვის გასაცემი კომპენსაციების ოდენობაც.

გარდა ამისა გასააქტიურებელია მუშაობა, უმუშევართა რაოდენობის შესამცირებლად. შეიძლება ვინმე შემოგვედავოს, _ სამუშაო ადგილებს ბიზნესი ქმნის და არა მთავრობაო. ეს გასაგებია, მაგრამ ხელისუფლებასაც აქვს იმის რესურსი, რომ შექმნას ახალი სამუშაო ადგილები და ეს რესურსი სრულად უნდა იქნას გამოყენებული. მაგალითად, თეორიულად შესაძლებელია, რომ ერთ დღეში შეიქმნას, სულ მცირე, 30 ათასი სამუშაო ადგილი. როგორ? _ ძალზე მარტივად, თუ დავიცავთ ცვლებში მომუშავეთა უფლებებს. დღეს ყველას უჭირს, მაგრამ ყველაზე მეტად ცვლებში დასაქმებულთა უფლებებია დარღვეული. მაგალითად, ის თანამოქალაქეები, რომლებსაც 24-საათიანი სამუშაო გრაფიკი აქვთ, უნდა ისვენებდნენ არა ორ, არამედ სამ დღეს (კანონით ასეა გათვალისწინებული). სამწუხაროდ, კანონის ეს მოთხოვნა იგნორირებულია და ცვლებში დასაქმებულთ კვირის განმავლობაში არა 40, არამედ 48-72-საათიანი სამუშაო გრაფიკი აქვთ. სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას მათი უფლებები, დამსაქმებელთაგან მოითხოვოს სამცვლიანი სამუშაო რეჟიმების გაუქმება და ოთხცვლიან სამუშაო გრაფიკზე გადასვლა. ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში საქართველოს მასშტაბით, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორში, სულ მცირე, 30 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება, და, თუ მათ უკან მდგომ ოჯახის წევრებსაც გავითვალისწინებთ, გამოდის, რომ დაახლოებით 100 ათას თანამემამულეს ვიხსნით სოციალური კატასტროფისაგან.

3. დაბალი ხელფასები.

უცნაურ ქვეყანაში ვცხოვრობთ. არ მუშაობ _ სულს ღაფავ, მუშაობ და მაინც ღატაკი ხარ. რა თქმა უნდა, უმუშევრობა უზარმაზარი პრობლემაა, მაგრამ უფრო დიდი “თავის ტკივილია” დაბალი ხელფასები. დასაქმებულთა, სულ მცირე, 1/2-ის ხელზე ასაღები თანხა 350-400 ლარს არ აღემატება. დამეთანხმებით, რომ 350 ლარად ოჯახის რჩენა წარმოუდგენელია. ამიტომ აუცილებელია ისეთი რეგულაციების შექმნა, რომლებიც დაიცავდა ჩვენს მოქალაქეებს სრული გაღატაკებისაგან.

4. რეალური საარსებო მინიმუმის დადგენა.

თითქმის ყოველ წელს დგინდება საარსებო მინიმუმის ოდენობა, მაგრამ დღემდე გამოცანად რჩება, რა კრიტერიუმით განსაზღვრავენ ამ საარსებო მინიმუმს. თავი დავანებოთ იმას, რომ საკმაოდ არის შემცირებული სასიცოცხლოდ აუცილებელი კვების პროდუქტების ოდენობა, მედიკამენტების გარეშე არსებობა შეიძლება?! გასაგებია, რომ ექიმთან ვიზიტი უფასოა, მაგრამ მხოლოდ “ექიმის შეხედვა” მოარჩენს ავადმყოფს, წამალი არ არის საჭირო?!

გასაკვირია, ისიც, რატომ არ შედის საარსებო მინიმუმში კომუნალური საჭიროებებისათვის გაწეული ხარჯები. თუ ადამიანმა მოხმარებული ბუნებრივი აირის ან ელექტროენერგიის გადასახადი ვერ გადაიხადა და გაიყინე, ამით მის სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნება?! ელემენტარულად, კერძი ხომ უნდა მოიმზადოს, შიმშილით რომ არ მოკვდეს?! აგვიხსნას ვინმემ, სასმელი წყლის, შეშის, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის გარეშე როგორ უნდა ვიარსებოთ. წარმოუდგენელია, ხომ?! მაშინ რატომ არ აისახება წყლის, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ტარიფები საარსებო მინიმუმზე?!

5. კანონის ფარატინა ქაღალდად ქცევა.

დაახლოებით ორი წლის წინათ საქართველოს შრომის კოდექსში შეიტანეს გარკვეული ცვლილებები, რომლებიც ყველა დასაქმებულისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. მაგრამ, რად გინდა?! _ წერე და იკითხე! ეს პროგრესული ცვლილებები, გარკვეული სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო, ვერ განხორციელდა რეალურ ცხოვრებაში და კანონი, ფაქტობრივად, ფარატინა ქაღალდად დარჩა. სამწუხაროდ, დღესაც არსებობენ კერძო ფირმები თუ ორგანიზაციები, რომლებშიც იგნორირებულია შემცირებულ თანამშრომლებზე კომპენსაციის გაცემა, .. რვასაათიანი სამუშაო ციკლი და ფასიანი შვებულების ცნებაც კი.

ამიტომ აუცილებელია კონტროლის გამკაცრება, რათა დავიცვათ თუნდაც უვარგისი “შრომის კოდექსით” გათვალისწინებული დასაქმებულთა უფლებები. ათასობით ჩვენი თანამემამულე, რომელთა კანონიერი უფლებები ყოველდღიურად ირღვევა, სახელმწიფოსაგან მოელის მხარდაჭერასა და დახმარებას.

სხვათა შორის, რომის იმპერიაში მონათმფლობელი ვალდებული იყო, რომ მონისთვის შეექმნა ცხოვრების ელემენტარული პირობები _ მიეცა თავშესაფარი, სურსათ-სანოვაგე და ეზრუნა მის ჯანმრთელობაზე. თუ ამას არ გააკეთებდა, მონას ჩამოართმევდნენ. უბედურებაა, რომ XXI საუკუნეში სანატრელი გაგვიხდა რომაელი მონების სოციალური პირობები. უბრალოდ, სირცხვილია, ასეთი საშინელ დღეში რომ არიან ჩვენი თანამოქალაქეები. ახლახან გაერთიანებულ არაბულ საამიროებში ბედნიერების სამინისტრო შეიქმნა. ბედნიერების სამინისტროს ვინ დაეძებს, ერთ სფეროში მაინც შევქმნათ ისეთი სამინისტრო, რომელიც უბედურებას აგვაცილებს თავიდან.

სადოური წესია და აქოური წესია

ჩვენს მკითხველს კარგად მოეხსენება, რა დიდი რეზონანსი გამოიწვია საერთაშორისო კომპანია “ფრონტერას” სენსაციურმა განცხადებამ, თითქოს ამ კომპანიამ თითქმის ოცწლიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, კახეთში 3,8 ტრილიონი კუბ/მეტრის ოდენობის ბუნებრივი აირის მარაგი “აღმოაჩინა”. ეს ისე არარეალური რიცხვია, რომ ამ დარგის სპეციალისტებმა თავიდანვე შეიტანეს ეჭვი მის სისწორეში. ხოლო გასულ კვირას საინფორმაციო სააგენტო “ჯორჯიანპრესნიუსის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ საბოლოოდ გადაასხა ცივი წყალი “ფრონტერას” მესვეურთა “პროგნოზს”: “იმხელა მოცულობებზე იყო საუბარი, რომელიც თურქმენეთსაც და სხვადასხვა ქვეყანას, რომელიც ნავთობისა და გაზის მოპოვებით არის დაკავებული, არ გააჩნიათ. შეიძლება მიწის ქვეშ რაღაც გარკვეული მარაგი იყოს, მაგრამ ამის დასამტკიცებლად მილიარდობით ინვესტიციის განხორციელებაა საჭირო. მერე უნდა იყოს გადაწყვეტილება მიღებული, სწორი იქნება თუ არა კომერციულად, ფინანსურად ბიზნესის თვალსაზრისით ამ გაზის ამოღება”.

მადლობა უფალს, გადავრჩით! საბედნიეროდ, “ფრონტერას” განცხადება სიმართლე არ აღმოჩნდა. საბედნიეროდ იმიტომ, რომ უფალმა დაგვიფარა და დიდი განსაცდელისაგან გვიხსნა. და მაინც, რა საფრთხეები გვემუქრებოდა და რას გადავურჩით?!

ამ ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, რადიკალურად შეიცვლებოდა ძალების განლაგება კავკასიის რეგიონში. ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებს შეკრული აქვს გუდა-ნაბადი და, დღეს თუ ხვალ, კავკასიის რეგიონიდან წავა. 3,8 ტრილონი კუბ/მეტრის ოდენობის ბუნებრივი აირის მარაგის დადასტურების შემთხვევაში კი ამერიკა საქართველოდან ფეხს არ მოიცვლიდა.

აშშის საქართველოში დარჩენა კი გამოიწვევდა:

* ხალხის გადაგვარებაგადაჯიშებას, ერის სრულ დეგრადაციას. რადგან სადაც ამერიკაა, იქ კოსმოპოლოიტიზმი ჰყვავის და ეროვნული ფასეულობები ჩაწიხლულია. სადაც ამერიკა იქ სექტების პარპაშია. სადაც ამერიკაა იქ ლესბოსელობისა და მამათმავლობის პროპაგანდაა. სადაც ამერიკაა, იქ გარყვნილების სოდომგომორაა. მახსენდება მექსიკელი მწერლის სიტყვები: “, საბრალო მექსიკავ, რა შორს არის შენგან ღმერთი და რა ახლოსაა ამერიკა”.

* საქართველო გადაიქცეოდა აშშ-რუსეთის დაპირისპირების არენად. ამ ორი გიგანტის ინტერესების შეჯახებამ თავის დროზე აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დაგვაკარგვინა. ახალ დაპირისპირებას საქართველო ვეღარ გაუძლებდა და შესაძლოა ჩვენი სახელმწიფოებრიობა დიდი კითხვის ქვეშ დადგებოდა.

* ქვეყნის სრულ გაღატაკებას. ამერიკის ხელისუფლების ხელწერა ასეთია, ის ამდიდრებს რეჟიმებს, სამაგიეროდ, აღატაკებს ქვეყანას. ნახეთ, რას დაემსგავსა ნავთობითა და ბუნებრივი აირით ის მდიდარი ქვეყნები, სადაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ფეხი მოიკიდა (ერაყი, ლიბია, ნიგერია, ალჟირი). უკეთესი დღე არც ჩვენ გველოდა. ჩვენი წიაღისეულის ექსპლუატაციით გამდიდრდებოდა ამერიკა და არა საქართველო. ვაშინგტონს არ სჭირდება მდიდარი და ძლიერი საქართველო, რადგან ღატაკი და მიწასთან გასწორებული ქვეყანა უფრო ადვილად სამართავია.

* “საუკუნის აღმოჩენის” შემდგომ საქართველოს მოსახლეობისათვის კიდევ უფრო გაძვირდებოდა ბუნებრივი აირის საფასური. ეს სადაური წესია?! _ იკითხავს, ალბათ, საქმეში ჩაუხედავი ობივატელი. როგორც ტოფანა-ასინეთა იტყოდა: “სადაურია და აქაური წესია!” თუ ასეთი სიმდიდრე გვაქვს, მაშინ, ყველანაირი ლოგიკით ბუნებრივი აირის საფასური საგრძნობლად უნდა შემცირდეს… ოლოლო, ვერ გაიმოიცან, ეს საქართველოა, სადაც თავისი “ლოგიკა” და წესები აქვთ.

ერთი ქუთაისელი ებრაელი ესენციაზე დამზადებულ ჩამოსასხმელ ხილის წვენს ქუჩაში ყიდდა. ერთხელაც ნაცნობებმა უთხრეს: _ შე კაცო, მადლი მოისხი და, დაამატე შაქარი ამ წვენს.

 _ აბა, ჰო, _ გაწიწმატდა სიროფის გამყიდველი, _ წვენი დავატკბო და ოჯახი გავამწარო?!

 მეტი დარდი არ აქვთ ვაშინგტონში, საქართველოს მოსახლეობა გაახარონ და საკუთარი გაამწარონ. ბოლო ხუთი წელია, აშშ-ის ბიუჯეტი 2-3 ტრილიონიან დეფიციტს განიცდის (ხარჯი გაცილებით აღემატება შემოსავალს).

“ცისფერი მთების” კინოგმირის _ ვაჟა ზაზაევიჩის _ სიტყვების პერიფრაზირებით, თეთრი სახლის ადმინიტრაციას “დეფიციტში გარღვევა აქვს” და ხომ უნდა დაფაროს ეს “გარღვევა?!” ამიტომაც არიან ამერიკელები წურბელებივით კისერზე მომჯდარი საქართველოს მსგავს ქვეყნებს (პაკისტანი, კოლუმბია, არგენტინა) და მათი გაღატაკების ხარჯზე “ავსებენ დანაკლისს”.

 ზოგადი საუბარი რომ არ გამოვიდეს ერთ კონკრეტულ მაგალითს მოვიყვან: სადამ ჰუსეინის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველომ მხარი დაუჭირა აშშ-ს, საფრანგეთმა კი ამ ომის წინააღმდეგ გაილაშქრა. როდესაც ჰუსეინის რეჟიმი დაამხეს, ამერიკამ პირველი, რაც გააკეთა, იყო ის, რომ სადამის დამხობის მომხრე ქვეყნების ფირმებს ერაყის სასმელი და მინერალური წყლებით მომარაგების საქმეში ექსკლუზიური უფლებები მიანიჭა.

“ა ბორდჟომ?!” _ იკითხავთ, ალბათ, ვალიკო მიზანდარივით.

“ბორჯომიცა” და საქართველოც ვაშინგტონს სულ ცალ ფეხზე ჰკიდია.

 ვანო სულორი

* NOTA BENE _ ლათინური სიტყვებია და ნიშნავს _ “კარგად დაუკვირდი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here