Home რუბრიკები საზოგადოება ხათუნა საგინაშვილი: გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავებულ დეკანოზს უპოვეს თბილისი-კიევის ავიაბილეთი _ უკრაინა...

ხათუნა საგინაშვილი: გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავებულ დეკანოზს უპოვეს თბილისი-კიევის ავიაბილეთი _ უკრაინა კი ვისთან ასოცირდება ბოლო პერიოდში, ყველამ კარგად ვიცით

1466

როგორც ცნობილია, ამჟამად დაკავებულია სასულიერო პირი საქართველოს კათოლიკოსპატრიარქის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, მიმდინარეობს გამოძიება. ეს თემა საჯარო მსჯელობის საგანიც შეიქნა. სწორედ ამ საკითხზე გვესაუბრება ჟურნალქვაკუთხედისრედაქტორი ხათუნა საგინაშვილი.

_ სარწმუნოდ გეჩვენებათ პროკურატურის ვერსია მღვდლის დაკავებაზე?

_ მართლმადიდებელ ეკლესიასთან ხილული თუ უხილავი ბრძოლა რომ მიმდინარეობს, ეს, რასაკვირველია, არახალია და გამოხატულებაა ქრისტეს ჭეშმარიტ ეკლესიასთან დაცემული სულის საუკუნოვანი ბრძოლისა, რომელიც ეშმაკის ადეპტების მიერ სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა ფორმით წარმოებს.

ისტორიული ექსკურსიდან ჩვენს ეპოქას მოვუბრუნდეთ და გავიხსენოთ 2003 წლის შემდგომი ხანა, თუ როგორ სთხოვდა ოთხი მღვდელმთავარი საჯარო სივრციდან (“ნაცმოძრაობის” გაზეთის _ “24 საათის” ფურცლებიდან) პატრიარქს, საპატრიაქტო ტახტზე უარის თქმას და სინოდურ მმართველობაზე გადასვლას.

შემდეგ იყო უკვე “ნაციონალური მოძრაობის” ბასტიონის _ “რუსთავი 2”-ის მიერ წარმოებული შეუნიღბავი კამპანია ეკლესიის წინააღმდეგ, სახელმწიფო მოხელეების უშუალო ჩარევის მცდელობები სინოდის სხდომის მიმდინარეობაში (გავიხსენოთ უგულავას ვიზიტები საპატრარქოში სინოდის სხდომის მიმდინარეობისას), ათასი ჭორ-მართალი ნაციონალების ზეობისას პატრიარქის მოწამვლის შესახებ და ა.შ. ასე რომ, ეს თემა საკმაოდ დიდ გამოცდილებას იტევს და თანამედროვე ნეობოლშევიკების მეთოდებზე ფიქრი ისტორიულ პარალელების გავლების სურვილს აღგვიძრავს, რა მეთოდებით ებრძოდნენ სხვადასხვა ეპოქის ანტიქრისტეები _ როსტომ ხანები, კონსტანტინე მირზები, ტროცკისტები და სხვები ქრისტე ღმერთის სხეულს.

ჩემი ნათქვამიდან არ მინდა შეიქმნას შთაბეჭდილება, თითქოს ეკლესიას მხოლოდ შინაური მტრები ებრძვიან. რასაკვირველია, ეს ასე არ არის _ შინაური მტრები მხოლოდ უცხო ძალების ყურმოჭრილი რენეგატები და მათი ინსტრუქციების მორჩილი შემსრულებლები არიან. მართლმადიდებელ ეკლესიასთან, როგორც ავტორიტეტით პირველ საზოგადოებრივ ინსტიტუტთან, ბრძოლას ღრმა ფესვები აქვს და მიზნად ისახავს მისი გავლენის შესუსტებას საზოგადოებაზე მისი დისკრედიტაციის გზით. ჩვენ კარგად გვახსოვს, რა ანგარიშები იგზავნებოდა ომბუდსმენის, “თავისუფლების ინსტიტუტის”, სოროსის ფონდის ოფისებიდან უცხოეთის შესაბამის სტრუქტურებში, მართლმადიდებლური ეკლესიის, როგორც “ბნელეთის მოციქულის”, “ობსკურანტი”, “საზოგადოების განვითარების შემაფერხებელი ინსტიტუციის” შესახებ, რომლებიც, თავის მხრივ, იყო პატაკი ამ უცხოური ინსტიტუტების შესაბამის დავალებებსა და მრავალათასიან გრანტებზე.

_ ფიქრობთ, რომ დღევანდელი სკანდალური საქმეც ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ?

_ აბა, სხვა რა შეიძლება ვთქვათ, როცა სასულიერო პირს აკავებენ მაღალი იერარქის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით? მე თითქმის გამოვრიცხავ, რომ პროკურატურას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე გამოეტანა ეს თემა საჯარაო სივრცეში, რადგან ყველამ კარგად ვიცით, როგორი მგრძნობიარეა ყველა საკითხი, რომლებიც ეკლესიას ეხება, მით უფრო, სასულიერო პირის დაკავება და თანაც, რა საბაბით _ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით. ამასთანავე, მთავარი პროკურორის ბრიფინგზე ჩვენ მოვისმინეთ, რომ მას შემდეგ, რაც წყარომ პროკურატურას აუწყა, მავანი პიროვნება ცდილობდა ციანიდის შეძენას, ის კონტროლზე იქნა აყვანილი და მიმდინარეობდა მისი საუბრების ჩაწერა. ასე რომ, ეს ის შემთხვევაა, როცა, ვფიქრობ, რომ პროკურატურას საკმაო მასალა აქვს საიმისოდ, რომ საზოგადოების სამსჯავროზე გამოეტანა ეს ამბავი.

_ და მიზანი რა შეიძლება ყოფილიყო ამ შემზარავი ოპერაციის?

_ როგორც გამოძიება გვაუწყებს, ჩაფიქრებული იყო მაღალი იერარქის მკვლელობა. რაც შეეხება მოტივაციას, მოტივი ბევრს შეიძლება ჰქონოდა, მათ შორის, იმ ყველაფრის მკადრებელთა პოლიტიკურ გაერთიანებას, რომელიც წლების განმავლობაში შეუნიღბავად უტევდა ეკლესიას სხვადასხვა ბინძური მეთოდით. ახლაც ვადევნებთ თვალყურს, როგორ ცდილობს ეს რევანშისტი ძალა, სხვადასხვა საბაბი გამოიყენოს საპროტესტო ტალღის ასაგორებლად, რათა მღვრიე წყალში ადვილად დაიჭიროს თევზი, მაღალი იერარქის, სავარაუდოდ, პატრიარქის მკვლელობა კი სწორედ ის შემზარავად ეფექტიანი საშუალება შეიძლება გამხდარიყო, რომელიც ამ ძალას “მეორედ მოსვლის” რეალურ შესაძლებლობას გაუჩენდა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავებულ დეკანოზს უპოვეს თბილისი-კიევის ავიაბილეთი _ უკრაინა კი ვისთან ასოცირდება ბოლო პერიოდში, ყველამ კარგად ვიცით. ასე რომ, ყველაფერი ობიექტურად უნდა შემოწმდეს და ყველაფერს ბოლომდე უნდა მოეფინოს ნათელი.

_ სასულერო პირის დაკავება ხომ არ გამოიწვევს საზოგადოების პროტესტს?

_ სამართალმა უნდა იზეიმოს! ცოტა ხნის წინათ გაასამართლეს სასულიერო პირი მარიხუანის მოხმარების ბრალდებით. მივესალმები, თუკი დაიწყება ეკლესიის კათარზისის პროცესი და ჯერ კიდევ ნაციონალების პერიოდში და მანამდე ჩანერგილ კადრებს ჩამოაშორებენ ეკლესიასმთავარია, არ დარჩეს კითხვის ნიშნები და ბნელი ლაქები ამ საქმეში _ საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე. და, ვისთანაც უნდა მიდიოდეს კვალი ძიების პროცესში, ყველამ უნდა აგოს პასუხი _ რაოდენ დიდი საზოგადოებრივი და საეკლესიო მდგომარეობაც უნდა ეკავოს მას. ამისთვის საზოგადოებრივ აზრს დიდი მნიშვნელობა აქვს _ არ დავუშვათ ამ საქმის მიფუჩეჩება და ჩაფარცხვა, თორემ ამ უხარისხოდ მოკვეთილი ბოროტების ადგილზე ხვალ უბოროტესი დევის ცხრა თავი ამოვა. ვინც უნდა იყოს ეს _ პროლეტარი, ლუმპენი თუ სასულიერო იერარქი _ კანონის წინაშე ყველა ანგარიშვალდებულია, თანაც საქმე ასეთ მძიმე ბრალდებას ეხება. მით უმეტეს, უფრო მეტი მოეთხოვება სასულიერო დასის წარმომადგენლებს, რომელთა ცხოვრებას საზოგადოება ლუპით უყურებს და ხშირად განკითხვის საგანი ხდება, ეს კი ჩირქს სცხებს ქრისტე ღმერთის სასძლო ეკლესიას, ხალხს კი რწმენას ურყევს. სახარება გვაუწყებს:

და რომელმან დააბრკოლოს ერთი მცირეთა ამათგანი ჩემდა მომართ მორწმუნეთა¡, უმჯობეს არს მისა, დამოთუიკიდოს წისქ¢ლი ვირით საფქველი ქედსა და დაინთქას იგი უფსკრულსა ზღ¢სასა”.

მოამზადა

რუსუდან გოცირიძემ

1 COMMENT

  1. გია ვოლსკი მართალია! გერმანიაში უდიდესი მოთხოვნილებაა ციანიდებზე და \\\”ცარსკაია ვოდკაზე\\\” ალბად ვინმემ სთხოვა მამა გიორგის, თუ იშოვნი ჩამომიტანეო. – დღეს ციანიდებით ხალხს არ წამლავენ, მას სულ სხვა დანიშნულება აქვს !!!

  2. მოსახეობის უმრავლესობას არ სჯერავს ეს ამბავი ბინზური სიცრიე ჰგონიათ, ცუდად შეთხზული და შეგნებულად გამონაგონი ,ღმერტმა იცის სიმართლე სად არის იმედია ველაფერი გამოირკვევა, ჟვანიას საქმესავით ამასაც გაუგებრობის საფარველს არ წააფარებენ

  3. მამა გიორგი ჩემი შვილის კურსელია კიებში ხალხნო მათ სესიები ეწყებათ მაგ დროს!სულ გარეკეთ რააა!!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here