მამა თეოდორე გაგნიძე გადაცემა “არჩევანში” გამოეხმაურა საპატრიარქოში არსებულ დაპირისპირებას.
“არაფერს გამოვრიცხავ. არც იმას, რომ მეუფე ცდება, არც იმას, რომ მდივან რეფერატია დამნაშავე, მაგრამ კითხვას ვსვამ, თუ ერთ ქალბატონს შეუძლია მთელი ეკლესია მართოს, მაშინ სინოდი რას აკეთებს? რისთვის არიან ისინი ეპისკოპოსები? მე პირადად, როგორც ქრისტეს მღვდელს, ვიღაცამ რომ დამაბრალოს და მითხრას, რომ შენ ხარ მორჩილი მდივნის, გინდა ქალბატონი იყოს, გინდა კაცი, ჩემთვის ეს იქნება ღირსების შეურაცხყოფა. მე ვარ უფლის მორჩილი და აქედან გამომდინარე ჩემი ეპისკოპოსის. არ მახსოვს არც ერთი შემთხვევა, რომ მე მომენდომებინა პატრიარქთან შეხვედრა, ინფორმაციის მიწოდება, ან ეკლესიაში რამის გაკეთება და ვინმეს ხელი შეეშალოს. ვერც შემიშლიდა”,- განმარტა მამა თეოდორემ.