Home რუბრიკები პოლიტიკა უჩა ნანუაშვილი: სახალხო დამცველი რას გაახმაურებს და რას არა ეს ეკა ბესელიას...

უჩა ნანუაშვილი: სახალხო დამცველი რას გაახმაურებს და რას არა ეს ეკა ბესელიას საქმე არ არის

844

სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის გაღიზიანება ეკა ბესელიას კრიტიკამ გამოიწვია. მისი აზრით, სახალხო დამცველის მოქმედების სქემის განხილვა არც ბესელიას და არც არავის კომპეტენციაში არ შედის. 

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით, სახალხო დამცველს საქმის მასალების შინაარსი არ უნდა გაესაჯაროვებინა.

”მე არ მომისმენია ეკა ბესელიას კომენტარი. სახალხო დამცველი რას გაახმაურებს და რას არა, არავის ეკითხება. მე მაქვს საქართველოს კონსტიტუცია, კანონი სახალხო დამცველის შესახებ, რომელსაც ყოველთვის მივყვები”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

ომბუდსმენმა ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე გუშინ მოინახულა.

როგორც მან აღნიშნა, დეკანოზი გიორგი მამალაძე ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ეს არის აბსურდული ბრალდება.

 

1 COMMENT

  1. ეს გომბეშო ვინ დასვა სახალხო დამცველად? მან აშკარად გადაამეტა თავის უფლება–მოვალეობებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here