Home რუბრიკები პოლიტიკა მარია ზახაროვა: რუსეთი ყირიმს არ დათმობს

მარია ზახაროვა: რუსეთი ყირიმს არ დათმობს

588

რუსეთი ყირიმის დათმობას არ აპირებს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა. მისი თქმით, ყირიმი რუსეთის განუყოფელი ნაწილია და რუსეთი უკრაინისთვის ნახევარკუნძულის გადაცემას არ აპირებს. 

მანამდე თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჟურნალისტებს ამ საკითხთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის პოზიცია გააცნო. დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ რუსეთი უკრაინას ყირიმის ნახევარკუნძულს დაუბრუნებს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრეს-მდივანმა შონ სპაისერმა განაცხადა. მისივე თქმით, თეთრი სახლის ლიდერს რუსეთთან თანამშრომლობა იმისთვის სურს, რომ არსებული პრობლემები გადაიჭრას. საერთაშორისო საზოგადოება ნახევარკუნძულს რუსეთის შემადგენლობაში არ აღიარებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here