Home რუბრიკები საზოგადოება რით არის ნიორი საშიში ადამიანისთვის?

რით არის ნიორი საშიში ადამიანისთვის?

1610

დიდი ხანია ნიორი გაციების პროფილაქტიკის მიზნით გამოიყენება. ფიტონციდები (მცენარეთა მიერ წარმოქმნილი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რომლებიც კლავს ან ზღუდავს ბაქტერიების, მიკროსკოპული სოკოებისა და უმარტივესთა ზრდაგანვითარებას), რომელსაც ეს ბოსტნეული შეიცავს, ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში გვეხმარება. ასევე თვლიან, რომ ნიორი ამაგრებს გულს და .

მაგრამ ყველა ასე არ თვლის. უძველესი ინდური სწავლების მიხედვით, მათ, ვისაც დიდხანს სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ნათელი გონების შენარჩუნება სურთ, თავი უნდა შეიკავონ საკვებში ნივრის ჭარბად გამოყენებისგან. ჯერ კიდევ ათასწლეულების წინათ ინდოელმა მკურნალებმა დაადგინეს, რომ ნიორი ტოქსიკურია. XX საუკუნეში ეს დაადასტურეს ევროპელმა და ამერიკელმა  მეცნიერებმა.

 ნიორი საშიშია ტვინისთვის. 1996 წელს სიეტლის ინსტიტუტში პროფესორმა რობერტ კ. ბეკმა სტუდენტებს წაუკითხა ლეგენდარული ლექცია თავის ტვინის ფუნქციობაში ნიორის მავნებლობაზე. მთელი რიგი კვლევების შემდეგ მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ამ ბოსტნეულში შემავალი სულფანილ-ჰიდროქსილური იონი მომწამვლელად მოქმედებს  ტვინის უჯრედებზე, სწრაფად გადის რა ჰემატოენცეფალურ ბარიერში. ამასთანავე, ნიორი მომენტალურად სამჯერ ამცირებს ადამიანის რეაქციის სისწრაფეს, ამიტომ მფრინავებს გაფრენის წინ არ ურჩევენ ნივრიანი საჭმლის მიღებას. მაგრამ არც რიგითმა მოქალაქეებმა უნდა გამოიყენონ ის, როგორც “სამკურნალო” საშუალება, თუკი არ უნდათ, დაემართოთ სენილური დემენცია.

ცნობისთვის: დემენცია წარმოადგენს თავის ტვინის ტრავმით, ქრონიკული ან პროგრესულად მიმდინარე დაზიანებით გამოწვეულ სინდრომს, რომლის დროსაც სახეზეა უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციების: მეხსიერების, აზროვნების, ორიენტაციის, დასწავლის, მეტყველების, მსჯელობის შესაძლებლობების მრავალფეროვანი აშლილობები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here