Home რუბრიკები პოლიტიკა ჯონის და ჯორჯის გენმოდიფიცირებული ნაბიჭვრები და ერთის ნაცვლად ოთხი ნაცმოძრაობა

ჯონის და ჯორჯის გენმოდიფიცირებული ნაბიჭვრები და ერთის ნაცვლად ოთხი ნაცმოძრაობა

636

2012-წლის ცნობილი მოვლენების შემდგომ, სულ რამოდენიმე თვეში, საზოგადოების დიდი ნაწილი იმედგაცრუებული დარჩა რადგან, დიდი იმედი ჰქონდათ, რომ ნაციონალური მოძრაობა საერთოდ გაქრებოდა ან უარეს შემთხვევაში დადუმდებოდა.

მაშინ ჯერ კიდევ არ ვიყავით დარწმუნებულები, რომ ჯორჯი და ჯონი „მოურავის” საშუალებით კიდევ გაბედავდა და შეეცდებოდა ნაცხროვის რეანიმაციას.

ნაცკადრებიც არსად წასულან ძალოვან სტრუქტურებში (არა მარტო) დაწინაურდნენ კიდეც და სისხლიანი წარსულის რეცხვით არიან დღემდე დაკავებულნი.

სამართლიანობის აღდგენაც მხოლოდ შორეულ ოცნებებში დარჩა.

სამაგიეროდ ნაცმოძრაობის გებელსი- ზურაბ ადეიშვილი, გვამების შემგროვებელი და ნარკობარონი ერეკლე კოდუა, კეზერაშვილი და სხვა ნაცგარეწრები მშვენივრად გრძნობენ თავს უცხოეთში და მათი ოჯახის წევრებსაც არავინ აწუხებთ ნუ, სინდისი კი არც არასდროს ქონდათ, რომ იმან მაინც შეაწუხოს.

ლაურა ღაჭავას მიტაცებულ ქონებაზეც ნაკლებად ედავებიან და განაგრძობს მისი დანაშაულებრივი ბიზნესი მარად ყვავილობას…

ბიძია ჯონის და ჯორჯის კალთა ნაცხროვის დანაშაულებრივ სინდიკატს დღემდე მფარველობს.

მისი ვიზიტი არცთუ დიდი ხნის წინ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონების გამფლანგველი გიგილოს გათავისუფლებით დამთავრდა.

მართალია აშშ ს წაქეზებით დაწყებულ ომში რუსეთის მიერ „ოკუპირებულ” ტერიტორიაზეც იპოზიორა, მაგრამ ამით მხოლოდ მიშას „მრევლმა” ისიამოვნა დანარჩენებს მაკკეინის ცრემლების დიდიხანია აღარ ჯერა.

მისმა “გენმოდიფიცირებულმა” შვილობილმა მიხომ უკრაინაშიც მოიჭრა თავი და დასავლეთი, საზოგადოების დიდ ნაწილს შეაძულა.

ძალიან მალე გახდა ოდესაში ცნობილი, ვინ იყო და რას წარმოადგენდა ნაცების ბელადი მიშა, თავის კრიმინალურ ბანდასთან ერთად.

მისი მფარველი „წყვდიადის ანგელოზები” რასაკვირველია ძლიერ შეაწუხა შვილობილის ამდენმა მარცხმა, არადა მფარველები სავარაუდოდ იმასაც ფიქრობენ „კაიფში” პირი არ მოაღოს მათმა „პირმშომ” და ისედაც ლაფში ჩაკარგული მათი რეპუტაცია ბოლომდე არ დამარხოს.

რაოდენ სამწუხაროა რომ ჩვენი ქვეყნის სამარცხვინო პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ჩვენ დამაქცევარ ჯორჯ სოროსს გაწეული სამსახურისთვის, ალბათ ნაცლიდერები მასაც უხდიან მადლობას ერთგული სამსახურისთვის…

იმედი მაქვს მათთვის ცნობილია სოციალურ ქსელში როგორი ქართული ხალხური გინებით ამკობენ სოროსზე და მაკკეინზე საეჭვოდ შეყვარებულ და საქართველოს მოძულე პრეზიდენტს საეჭვო „დასავლელ” მფარველებთან ერთად.

საქართველოს და ქართველების მტრების გაერთიანება „ნაციონალური მოძრაობა” ოფიციალურად დაიშალა და საბოლოოდ ოთხი პარტია ჩამოყალიბდა

„ნაცმოძრაობა” სააკაშვილის ლიდერობით,

„ევროპული საქართველო” ბოკერია-უგულავა,

გიორგი ვაშაძის „ახალი საქართველო”

ზურაბ ჯაფარიძის „გირჩი” (პლანისმთესველები).

საყურადღებოა ოცნებაში გადაპორტირებული ცნობადი ნაცებიც რომლებსაც ბელადის სიყვარული ჯერაც არ განელებიათ და როდის შეუერთდებიან „დაშლილებს” არავინ იცის ასევე საკითხავია ის არაცნობადი და ამჟამად „გამაჟორიტარებული” ნაცები რომლებიც გულდასმით მალავდნენ წარსულში ნაცმოძრაობის წევრობას, თუმცა ფაქტები მათ კავშირზე ღაღადებდნენ.

საბანკო სისტემაში მოკალათებული „გამოსწორებული” ნაცები ლარის თამაშით მოსახლეობას სიკვდილ-სიცოცხლეზე ეთამაშებიან და ოცნებაზე იწმინდავენ ბინძურ ხელებს, თან სატანის ღიმილით თაბორის მთისკენ იშვერენ თითს.

მთავრობაშიც თბილად არიან მოკალათებული ნაცანასხლეტები და მომენტს არ უშვებენ „პატრონს” “ოცნების” გაკეთებული საქმე ნგრევად გამოაცხადებინონ…

ნაცმოძრაობას ყავდა და ყავს ბიძაშვილ-მამიდაშვილებიც („თავისუფალი დემოკრატები”, „რესპუბლიკელები”, „პაატა ბურჭულაძე-საქართველოს განვითარებისთვის” და სხვა) „ფარული ნაცები” რომლებსაც ერთი იდეოლოგია აერთიანებთ, რომელიც პოლიტიკური კორექტულობის აბრის ქვეშ ცდილობს ჩვენი საზოგადოების დანგრევას, როგორც თავის დროზე ლენინი მუშებით, დღეს ისინი სარგებლობენ უმცირესობებით, როგორც საზოგადოებაზე ზეწოლის და მისი კონტროლის ინსტრუმენტებით.

რაც უფრო ცუდად გრძნობენ თავს უმცირესობები, მით უკეთესი მათი ლიდერებისთვის.

ეს არის მარქსიზმის უბოროტესი ვერსია. რომელსაც ნაცხროვა დღემდე წარმატებით ახორციელებს.

ბოლშევიკებს და მარქსიზმს ნაცელიტა ლანძღავს, მაგრამ მათი იდეოლოგიის შეუდარებელი გამტარებლები არიან.

როგორც სააკაშვილი ებრძოდა ნარკომანიას და ნარკომაფია ყვაოდა მის წრეში, თვითონ კი ნარკოტიკით გაბრუებული სამარცხვინო კადრებს ტოვებდა…

სამწუხაროდ დღემდე საქართველოში – დღემდე დასაქმების პრიორიტეტებია ევროპულ-ამერიკული სერთიფიკატი.

ბუნდოვანი უნარ-ჩვევების ცოდნა. ნულოვანი ტოლერანტობა და „ჯორჯ სოროსის “ფონდებში” წვრთნების გავლა.

ეროვნული სულისკვეთების განათლებულ ადამიანებს ხელმძღვანელ თანამდებობებს ახლოსაც არ აკარებენ, მეტიც, აიძულებენ ან ქვეყნიდან წავიდეს ან თავის გადასარჩენად ფიზიკურად იმუშაოს თუ ასაკი და ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს მაშინ ნაგავში ეძებოს სარჩო…

სააკაშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ როგორც საქართველო არ დაიშლება ისე ნაციონალურ მოძრაობას არ უწერია დაშლაო.

არადა „გამობრწყინებიდან” ქვეყნის დაშლა განადგურება, განიავებით იყო დაკავებული.

ამბობენ, ომიც მამა- ჯონის საამებლად და ჯიბის გასასქელებლად დაიწყო და ტერიტორიებთან ერთად უამრავი ადამიანის სიცოცხლეც შეწირა სატანას.

თუმცა თავგამოდებული „დამცველების” მეშვეობით დღემდე ცდილობს ყველაფერი სხვას გადააბრალოს, 2008- წლის ომი რომელიც თვითონ დაიწყო უფროსი ძმების წაქეზებით, რუსეთის ბრალი ყოფილა, სულ ახლახანს ციხის კადრების გადაღებაც რუსეთს დააბრალა, მაგრამ არ უხსენებია სამეგრელოში სამალავებიდან ამოღებული ფირები „რუსეთის ჯაშუშების” მონაწილეობით, ქუჩაში მისი რეფორმირებული, გარეწარი პოლიციელების მიერ ჩახოცილი უდანაშაულო ბიჭები, რომლის მშობლებსაც სამართლის ძიებაში ნელ-ნელა ხოცავენ და არაერთი უკვე გაისტუმრეს საიქიოს.

7 ნოემბრის, 26 მაისის და სხვა აქციების დარბევა, ხალხის უმოწყალო ცემა-ტყეპით და თვალების დათხრით, კანონით აკრძალული რეზინის ტყვიების გამოყენებაც რუსეთმა „დადგა?”

კონსტიტუციით „დაცული” კერძო საკუთრებაც რუსეთმა შეარგო ნაცხროვას და უამრავი სიბინძურეც?

ვფიქრობ, ჯერჯერობით გასდით ნაცებს „ტინკიცი~ თუმცა, დასასრული ყველაფერს აქვს…

ალბათ, მიხეილიც გაიგებდა, რომ დონალდ ტრამპს აშშ-ის ადმინისტრაციის ჩინოვნიკებისთვის უცხოეთის სახელმწიფოს სასარგებლოდ ლობიზმი აუკრძალავს..

ბრძანებულებაში ნათქვამია, რომ ტრამპის ადმინისტრაციის ჩინოვნიკს ლობირება უცხოეთის სახელმწიფოს სასარგებლოდ სამუდამოდ ეკრძალება, ანუ როგორც სამსახურის დროს, ასევე გადადგომის შემდეგაც.

“ვისაც ჩემს მთავრობაში გავლენები აქვს, საკუთარ ჯიბეზე კი არა, ამერიკელი ხალხისთვის უნდა იფიქროსო” ალბათ ჯონი და ჯორჯი ვერ იქნებიან მშვიდად.

საინტერესოა ტრამპის ინაუგურაციაზე ბუჩქებში მყოფი “კურდღელი” მეგობრად რჩება თუ მის წინააღმდეგ ამხედრებულ ხრონწ ლიბერალებს შეუერთდება, რომლებსაც სავარაუდოდ, ნაკლებად ცხელათ ყველგან წარუმატებელი, გაშიფრული, პრობლემებით დახუნძლული „პერსონა ნონ გრატისთვის…”

ჩნდება კითხვა – რატომ დაიშალნენ ნაცები და რატომ აცხადებს „დაშლილების” ყველა ფრთა, რომ ისინი ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად იბრძოლებენ.

მართალია ისტორიის წართმევით და რელიგიის და რწმენის წინააღმდეგ ომით, ნაცხროვამ მოახერხა და საზოგადოების ნაწილი ცხვრის ფარად ექცია თუმცა დიდ ნაწილს კატეგორიულად არ ჯერა ნაცების გამოსწორების და ზუსტად იციან, რომ ნაცების გაყოფით, მიმატება გამოკლებით ნამრავლი არ იცვლება და მაინც ერთი ხროვის წევრებად რჩებიან, სამწუხაროდ, დღეს პოლიტიკაში წარმატება დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, თანხებთან, რომელიც დასავლეთის დახმარებით ქვეყნის და ხალხის „გატყავებით” არცთუ ცოტა აქვთ ნაცელიტას.

სამაგიეროდ საერთოდ არა აქვთ დანაშაულის განცდა, რაც მაფიქრებინებს, რომ მათ არაერთი უბედურების მოტანა ჯერ კიდევ ძალუძთ.

თუ ვინმეს გონია, რომ „დაშლილები” სასურველ მომენტში ვერ „აეწყობიან” ძალიან ცდება, რადგან მათ, სიძულვილი და ერთად წლების განმავლობაში ჩადენილი ბოროტება აერთიანებთ რაც რიგ შემთხვევაში სიყვარულზე უფრო ძლიერია.

ვფიქრობ დაშლილი ნაცები უფრო მეტ ზიანს მოუტანენ ქვეყანას, „ნეოპარტიზანული” ბრძოლით ვიდრე ერთი – ნაცმოძრაობა..

არადა მათი გაქრობის პოლიტიკური ნებაც არ იყო, თორემ პარლამენტში და პარტიის ოფისებში კი არა ციხეში უნდა იჯდნენ უკლებლივ ყველა, ნაცელიტის წევრები.

„დაშლილი ნაცები” ბჭობდნენ და ტრამპი იცინოდაო…

ვფიქრობ არავინ ელოდა მის ასეთ რადიკალურ ნაბიჯებს, განსაკუთრებით ჯორჯი და ჯონი არიან აღშფოთებულები და ყველანაირად ცდილობენ სამარეში„თავისიანებიც” ჩაიყოლონ.

ნუ, „დაშლილების” გარდა საქართველოში სოროსს არცთუ ცოტა დაპურებული ლეკვი ყავს…

„მოურავზე” მიმაგრებული, მოკლედ სანამ „დაშლილები”, გადაპორტირებულები, ფარულები, შეპარულები და სოროსის კალთაგადაფარებულები არ „ჩაეხსნებიან” ხელისუფლებას არც სამართლიანობა აღსდგება, არც ლარი გამყარდება და არც ქვეყანას ეშველება.

კარგი ნაცი მხოლოდ მკვდარი ნაცი ვიცი მე!

 

ქეთევან ზარნაძე

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here