Home რუბრიკები ისტორია რატომ იყო სტალინი ხალხის ბელადი

რატომ იყო სტალინი ხალხის ბელადი

1106

ბრძოლა ტროცკისტების წინააღმდეგ

სტალინის სიკვდილის (ტერაქტის) შემდეგ ხრუშჩოვმა და მისმა ბანდამ არქივებიდან უამრავი მასალა უკვალოდ გაააქრეს, ბევრი კი გაყალბებული და შეთითხნილი დოკუმენტით შეცვალეს, მაგრამ მაინც შეიქნა შესაძლებელი, ფარდა ახდოდა ბევრ საქმეს, რომლებსაც, როგორც ბევრი მკვლევარისთვის, ისე ჩემთვისაც (დილეტანტისთვის) გაუგებარია, რატომ ედო გრიფიგანსაკუთრებით საიდუმლო”, რადგან ამ მასალების ხელმისაწვდომობა წარმოაჩენდა იმ ზომების აუცილებლობას, რომლებიც გატარდა 1936_1938 წლებში.

დღეს სტალინის მოღვაწეობის ყველა მკვლევარმა იცის, რომ ბელადი შვიდი სხვადასხვა უწყებიდან იღებდა ინფორმაციას “ივანოვის”, “ნიჟარაძისა” და სხვათა სახელზე გამოგზავნილს და თავის საქაღალდეებში აკრავდა.

სტალინისთვის ცნობილი იყო, რომ ტროცკის ლენინის მმართველობის პერიოდშიც ჰქონდა კავშირი რაიხსვერის (გერმანიის შეიარაღებული ძალები) მაღალჩინოსნებთან.

ტროცკის მეშვეობით კრესტინსკი, რომელიც იმხანად საბჭოთის ელჩის მოვალეობას ასრულებდა, ბერლინში დაუკავშირდა რაიხსვერის სარდალ ჰანს ფონ სეკტს და მასთან მჭიდრო ურთიერთობა დაამყარა. გერმანიის სამხედრო დაზვერვასთან უფრო დასაახლოებლად, კრესტინსკის რჩევით, ტროცკი მკურნალობის მომიზეზებით, 1927 წელს ბერლინში გაემგზავრა. მან ჩასვლისთანავე კავშირი დაამყარა როგორც შეიარაღებული ძალების, ასევე სამხედრო დაზვერვის წარმომადგენლებთან და მათთან ერთად დაიწყო ფარული კავშირებისა და მუშაობის გეგმების დაზუსტება. ტროცკიმ ისიც განუცხადა მასპინძლებს, როგორ ემზადება ტუხაჩევსკი და მისი ჯგუფი სამხედრო გადატრიალების მოსაწყობად. დაგეგმილი მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენების მოსკოვში განვითარებას აღფრთოვანებით შეხვდნენ ბერლინში და ტროცკის შესაბამისი ფინანსური დახმარებაც აღმოუჩინეს, რაც მომავალში უფრო მეტი მოცულობით უნდა გაგრძელებულიყო.

მოსკოვში დაბრუნებული ტროცკი მეტი მონდომებით შეუდგა ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას. წინასწარ მომზადდა 1927 წლის 7 ნოემბერის სამხედრო გადატრიალების შემდეგ აღლუმის გაგრძელების ტუხაჩევსკისეული ვარიანტი. სტალინი იოტისოდენადაც არ ებრალებოდათ იმ ადამიანებს, რომლებსაც რამდენიმე საათის შემდეგ სტალინისა და პოლიტბიუროს წევრების ადგილები უნდა დაეკავებინათ მთავრობის ტრიბუნაზე. მაგრამ ტრიბუნაზე “უდარდელად” მდგარმა სტალინმა პუტჩი ისე გააუვნებელყო, რომ საბჭოთა მოქალაქეების უმრავლესობისათვის მომხდარის შესახებ მხოლოდ 60 წლის თავზე, არქივების გახსნის შემდეგ, შეიქნა ცნობილი.

დააპატიმრეს და გაასამართლეს პუტჩის ფარული ლიდერები _ ზინოვიევი, კამენევი, პიატაკოვი, რადეკი, მათი იდეური მამა და ხელმძღვანელი ტროცკი ალმა-ათაში გადაასახლეს. სტალინის ცნობილი ფრაზა: “დამარცხებული მტერი განადგურებული არ არის”, სწორედ ტროცკიზეა ზედგამოჭრილი. გადასახლებაში მყოფმა ტროცკიმ არათუ შეწყვიტა ანტისახელმწიფოებრივი საქმიანიობა, პირიქით _ უფრო გააქტიურდა (არ არის გამორიცხული, უცხოელთა შეგულიანებით).

სტალინი იძულებული შეიქნა, 1929 წლის თებერვალში ტროცკი ქვეყნიდან გაესახლებინა. სტალინის ზებუნებრივმა ფიზიკურმა და გონებრივმა ძალამ შიშის ზარი დასცა მსოფლიოს _ თანაგრძნობისა და საბჭოეთის სიძულვილის მიუხედავად (ნათქვამია, შიშს დიდი თვალები აქვსო), ევროპის არც ერთმა ქვეყანამ თავშესაფარი არ მისცა ტროცკის და მან უამრავ მცველთან ერთად შორეულ არგენტინას შეაფარა თავი. ქვეყნიდან ტროცკის გაძევების შემდეგ ოპოზიციის ლიდერი გახდა ბუხარინი, რომელმაც გააერთიანა საბჭოთა წყობილების წინააღმდეგ მებროლი ყველა ოპოზიციური პარტია და ჯგუფი. ოპოზიციის საერთო ხელმძღვანელობა კი კვლავ ტროცკის ჰქონდა მინდობილი.

ტროცკი ოსლოში ცხოვრობდა, როდესაც მან ვიტოვტ პუტნას მეშვეობით, რომელიც იმხანად გერმანიაში სამხედრო ატაშე იყო, უბრძანა ზინოვიევს, მოეკლათ კიროვი. ეს საშინელი ტერორისტული აქტი განახორციელეს კიდეც 1934 წლის 1 დეკემბერს. კიროვის მკვლელობამ ისე დააკარგვინა წონასწორობა სტალინს, რომ, როდესაც ის ჩქაროსნული მატარებლით ლენინგრადში ჩავიდა, ქალაქის უშიშროების უფროსს, რომელიც კიროვის მკვლელობაზე მოახსენებდა, მიუახლოვდა და სახეში სილა გააწნა…

პარტიიდან გარიცხულმა და სასტიკად დასჯილმა ოპოზიციამ, რომელიც სამხედრო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში ამხილეს, მოქმედების გეგმა შეცვალა და თვალთმაქცურად მოინდომა ხელისუფლებასთან თანამშრომლობა, პარტიისა და ქვეყნისთვის ერთგულების დასამტკიცებლად პარტიაში აღდგენაც კი მოითხოვეს. მათ “მონანიების” საფასურად აღიდგინეს პარტიის წევრობა და ფარულად დაიწყეს პარტიულ უჯრედებში ტროცკისტული იდეების პროპაგანდა.

ტროცკის ანტისახელმწიფოებრივი და ანტისტალინური პროპაგანდა მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების უმრავლესობას მოედო. თითქმის ყველა ქვეყანაში შეიქმნა ტრიცკისტული ორგანიზაციები, რომლებიც, თავის მხრივ, დაკავშირებული იყო ცენტრალურ ოფისებთან ოსლოში, ბერლინსა და პარიზში.

1933 წელს საფრანგეთში, ერთერთ ქალაქში, გაიმართა საიდუმლო შეხვედრა ტროცკისა და კრესტინსკის შორის. ეს იყო ორი შეთქმულის საპროგრამო შეხვედრა, რომელზეც განისაზღვრა მოქმედების სტრატეგია და ტაქტიკა. ტროცკიბელადადდასწორუპოვარ მთავარსარდლადწარუდგა თანამოსაუბრეს და მკაცრად განუსაზღვრა საბჭოთა კავშირსა და უცხოეთში მოქმედი ტროცკისტული ორგანიზაციების უმოკლეს დროში გასატარებელი ღონისძიებები: “ჩვენი ურთიერთობები უნდა გავაღრმავოთ არა მხოლოდ რაიხსვერთან, არამედ ფაშისტური გერმანიისა და მილიტარისტული იაპონიის მთავრობებთანაც. თუ ჩვენ ვიბრძვით ხელისუფლებისთვის, საჭიროა, რომ იმ მომენტისთვის, როდესაც გერმანია თავს დაესხმება საბჭოთა კავშირს, ყველა ძალა მზად გვყავდეს. აუცილებელია, დასაყრდენი გვქონდეს როგორც ქალაქში, ასევე სოფელშიც წვრილ ბურჟაზიასა და კულაკობასთან. მათზე გავლენა კი, ძირითადად, აქვთ მემარჯვენეებს. აუცილებელია მტკიცე დასაყრდენი წითელ არმიაში მეთაურებს შორის, რათა გაერთიანებული ძალებით საჭირო მომენტში ხელთ ვიგდოთ მნიშვნელოვანი პუნქტები და მოვიდეთ ხელისუფლების სათავეში, შევცვალოთ ამჟამინდელი მთავრობა, რომელიც უნდა დავაპატიმროთ, მის ადგილზე კი ჩვენი წინასწარ მომზადებული მთავრობა დავსვათ”.

ამ მეტად გაბედულ და დამარწმუნებლად გამოთქმულ დავალებას ტროცკიმ დაუმატა, რომ ის (კრესტინსკი) სამშობლოში დაბრუნებისთანავე უნდა დაკავშირებოდა მის (ტროცკის) უპირველეს მეგობარსა და თანამებრძოლს, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე ტუხაჩევსკის, დავალება ზუსტად გადაეცა მისთვის და ყოფილიყო მზად ბრძანების მიღებისთანავე სამხედრო მოქმედების დასაწყებად.

ტროცკიმ კრესტინსკის ისიც გაანდო, რომ კავშირი აქვს ევროპის რიგი სახელმწიფოების მთავრობებთან და მათი ხელისუფლებაში მოყვანის ხელშეწყობის გამო განახლებულ საბჭოთა მთავრობას გერმანიისთვის უნდა გადაეცა უკრაინა, ხოლო იაპონიისთვის _ შორეული აღმოსავლეთის ზღვისპირეთი.

1935 წლის ბოლოს ტროცკიმ ოსლოდან წერილი მისწერა რადეკს, რომელშიც დაწვრილებით წერდამოკლე ხანში საბჭოეთის დამხობის თაობაზე”. და ეს უნდა მომხდარიყო არაუგვიანეს 1937 წლისა.

ტროცკი ატყობინებდა რადეკს, რომ გერმანია და იაპონია მოკლე ხანში თავს დაესხმებოდნენ საბჭოთა კავშირს, ხოლო გერმანელებისა და იაპონელების უშუალო მითითებებითა და ტუხაჩევსკის მეთაურობით ადგილებზე აქტიურად დაიწყებოდა აგრესიული მოქმედებები _ ტერორისტული აქტები და დივერსები:

ტუხაჩევსკიმ უნდა უზრუნველყოს ომის დაწყებისთანავე საბჭოთა ჯარის ნაწილების ტყვედ ჩაბარების ოპერაცია. ამ შემთხვევაში საბჭოეთისთიხის ფეხებიუმალ გადაიმტვრევა და ამით მოხდება ქვეყნის ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლა. ჩვენ მოგვიწევს გერმანიისთვის უკრაინის დათმობა, ხოლო იაპონიისთვის _ შორეული აღმოსავლეთის, ამურისპირეთის ჩათვლით. გერმანიას სჭირდება ნედლეული და გასაღების ბაზრები. ამ მიზნით ჩვენ მას უნდა გადავცეთ რკინის, ალუმინის, სპილენძის, მარგანეცის, ტყვიის, ოქროს, აპატიტების საბადოები; მივაწოდოთ საკვები პროდუქტები და ცხიმები დაბალ ფასში. იაპონიას უნდა დავუთმოთ სახალინის ნავთობსაბადოები, ამასთანავე, მივცეთ გარანტია, რომ ამერიკასთან ომში ჩაბმის შემთხვევაში უზრუნველვყოფთ ნავთობპროდუქტებით. გერმანიაიაპონიის სამხედრო ალიანსი მხოლოდ ამ პირობების შესრულების შემთხვევაში მოიყვანს ჩვენს ბლოკს რუსეთის ხელისუფლების სათავეში”.

ეს კი ამონარიდია გრიგოლ რასპუტინის პირადი მდივნის _ აარონ სიმანოვიჩის “მოგონებებიდან”:

“ჩვენ რუსეთი უნდა გადავაქციოთ თეთრი ზანგებით დასახლებულ უდაბნოდ, რომელსაც თავს ისეთ ტირანიას მოვახვევთ, როგორიც არ დასიზმრებიათ აღმოსავლეთის ყველაზე საშინელ დესპოტებს. ჩვენ სისხლის ისეთ ნაკადებს დავღვრით, რომელთა წინაშე შეძრწუნდება და გაუფერულდება კაპიტალისტური ომების ყველა ადამიანური დანაკარგი. ოკეანისგაღმელი ბანკირები ჩვენთან მჭიდროდ ითანამშრომლებენ. თუ ჩვენ გავიმარჯვებთ, განვამტკიცებთ სიონისტურ ხელისუფლებას და ისეთ ძალად ვიქცევით, რომლის წინაშეც მსოფლიო მუხლებზე დაიჩოქებს. ჩვენ ვაჩვენებთ, რა არის ნამდვილი ხელისუფლება. ტერორის სისხლიანი აბანოების გზით ჩვენ მივიყვანთ რუს ინტელიგენციას სრულ დაჩლუნგებამდე, იდიოტიზმამდე, ცხოველურ მდგომარეობამდე… ჯერჯერობით კი ჩვენი ყმაწვილები (ტყავისქურთუკიანი ოდესელი და ორშელი, გომელელი და ვინიცელი ყმაწვილები), მესაათეთა შვილები თავიანთ დროს ელიან და… ო, რა მშვენივრად, რა დიდებულად სძულთ მათ ყველაფერი რუსული! როგორი განცხრომით მოსპობენ ისინი ფიზიკურად რუს ინტელიგენციას _ ოფიცრებს, ინჟინრებს, მოსწავლეებს, ღვთისმსახურებს, გენერლებს, აკადემიკოსებს, მწერლებს”.

ტროცკის თავხედობას საზღვარი არ ჰქონდა, იგი დაუფარავად გაჰკიოდა, რომ ბევრი მხარდამჭერი ჰყავს, როგორც საბჭოეთში, ასევე სრულიად მსოფლიოში. ტროცკი 1936 წელს გამოცემულ წიგნში წერს თავის ფარულ არმიაზე, რომელსაც სტალინისა და საბჭოეთის წინააღმდეგ უნდა ებრძოლა. წიგნში ასევე განმარტებულია, რატომ არიან ტროცკისტები ასე ფეხმოკიდებული წითელ არმიაში, რომელიც ტროცკის დაკომპლექტებული იყო პროფესიონალი კადრებით და მას ხუთი წლის განმავლობაში ხელმძვანელობდა, როგორც სახალხო კომისარი. წითელი არმიის ძირითად ნაწილს კი, რომელიც წინააღმდეგი იყო საბჭოთა ხელისუფლებისა და პირადად სტალინის, სათავეში ედგა მხედართმთავარი ტუხაჩევსკი.

ტროცკი თავის წიგნში ნაწილობრივ სიმართლესაც წერდა. მან ფარდ? აჰხადა იმ მებრძოლ რაზმს, რომელიც ქვეყნისა და ხელისუფლების წინააღმდეგ არ ზოგავდა ძალებს და არ ერიდებოდა უცხოეთის დაზვერვასთან აშკარა თანამშრომლობასაც კი.

საზღვარგარეთ მყოფი ტროცკისა და მისი მხარდამჭერების აქტიური მოქმედებით მძლავრად ამუშავდა კარგად ორგანიზებული “მეხუთე კოლონა”. ქვეყანაში გახშირდა ტერორისტული აქტები, საბოტაჟ, ჯაშუშობა, ინდივიდუალური და ჯგუფური მკვლელობები; აფეთქებდნენ შახტებს, წვავდნენ პურის საწყობებს, ხრამში ჩეხავდნენ ადამიანებითა და საქონლით სავსე სარკინიგზო ეშელონებს. მწყობრიდან გამოჰყავდათ ძვირად ღირებული მანქანა-დანადგარები, აფეთქებდნენ ჰიდროსადგურებს და სარწყავ სისტემებს, ცოცხლად მარხავდნენ და ცეცხლში წვავდნენ სოფლად და ქალაქად საბჭოთა საწარმოებში აქტიურად მომუშავე მუშებსა და მათ წარმატებულ ხელმძღვანელებს.

ადამიანები პანიკამ მოიცვა, ამასთანავე, ხალხი ომის მოახლოებასაც განიცდიდა. ქვეყანა ქაოსსა და უდისციპლინობაში იძირებოდა. ხალხის წინაშე იდგა ორი საკითხი: ან რუსეთის აყვავების სტალინური გეგმა, ან ტროცკი უმძიმესი და საშინელი მომავლით. ქვეყანა დადგა ურთულესი არჩევანის წინაშე. სტალინს სიმკაცრე და გამბედაობა არც მანამდე აკლდა, მაგრამ კატასტროფამდე მისული ქვეყნისა და ხალხის წინაშე ის მაინც თავს დამნაშავედ გრძნობდა მეტისმეტი ლოიალურობის გამოჩენის გამო. მას კარგად ახსოვდა სოფლის მეურნეობის სახალხო კომისრის _ ივანე ბენედიქტოვის მიერ პოლიტბიუროს სხდომაზე ნათქვამი სიტყვები: “ლენინის მთავრობაში ყველაზე ლოიალური სტალინია”. ეს ბევრი მებრძოლი კომუნისტისთვის მიუღებელიც კი იყო. სტალინი აცნობიერებდა, რომ ოპოზიციას ბევრჯერ მოექცა ლოიალურად და დაუთმო, რამაც ქვეყანა ქაოსამდე მიიყვანა. სტალინი ქვეყნის მტრებს მორალურად ანადგურებდა, მაგრამ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე არასდროს გადასულა. იგი XX საუკუნის 20_30-იანი წლების დემოკრატიის შემოქმედი გახლდათ.

იმხანად ბევრი რუსი პატრიოტი დაუფარავად მიმართავდა პოლიტბიუროს და ხალხს, რომ ტროცკისტები არა მხოლოდ იდეოლოგიურად, არამედ ფიზიკურად უნდა განადგურებულიყვნენ ჯერ კიდევ 10 წლის წინათ (ესე იგი, 1927 წლის პირველი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ. _ გრ. ონიანი). და, როგორც ყველა ადამიანს, ალბათ, სტალინსაც ჰქონდა მოთმინების ფიალა, რომელიც ერთხელაც აივსებოდა.

კიროვის მკვლელობის ძიების საბოლოო შედეგებმა ცხადყო, რომ საბჭოეთი სასიკვდილო სარეცელზე იწვა. თუ აქამდე სტალინი უფლებას არ აძლევდა საგამოძიებო ორგანოებს, ჩარეულიყვნენ პარტიის საქმიანობაში, ამჯერად პრინციპულად მოითხოვა ყველას შემოწმება.

ამის აშკარა მაგალითია სერგო ორჯონიკიძის ბინაში ჩეკისტების გამოცხადება და ბინის გაჩხრეკა. სერგო კრემლის ტელეფონით დაუყონებლივ დაუკავშირდა სტალინს და აღშფოთებულმა მიმართა:

_ კობა, რაშია საქმე, ჩემს სახლს ჩეკისტები ჩხრეკენ.

სტალინმა დინჯად უპასუხა:

_ არაფერია, სერგო, ისეთი ხალხია, მალე, ალბათ, ჩემს ბინასაც გაჩხრეკენ.

ამბობენ, ჩეკისტები ისევ ორჯონიკიძის ბინაში იყვნენ, როდესაც მეორე ოთახიდან გასროლის ხმა გაისმა.

ამას მოჰყვა ზინოვიევისა და კამენევის დაპატიმრება, რამაც სათავე დაუდო იმ უბედურების გორგლის ამოხვევას, რომელიც თითქმის სამი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ზინოვიევისა და კამენევის წინააღმდეგ მოპოვებულმა უტყუარმა სამხილებმა, რომელთაგან ზოგს დღესაც ადევს გრიფი “განსაკუთრებით საიდუმლო”, გამოააშკარავა ტროცკისტული მოძრაობის შიგა სამზარეულო. სწორედ ჯადოსნურ სარკეში ჩახედვის ტოლფასი იყო ზინოვიევ-რადეკის სასამართლო პროცესი, რომელსაც მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოსული მასმედიის, მწერლობისა და იურისპრუდენციის საუკეთესო წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

რადგან ბრალდებულები დაკითხვისას მამხილებელი დოკუმენტების საშუალებით მიიყვანეს აღიარებამდე, რომელთა ნაწილი დღესაც გასაიდუმლოებულია, სასამართლო პროცესზე, რომელიც 1936 წლის 19 აგვისტოს გაიმართა, თავის მართლება არავის უცდია. ზინოვიევსა და კამენევთან ერთად, სასამართლოს წინაშე წარდგა კიდევ თოთხმეტი ტროცკისტი, რომლებიც მათივე საიდუმლო მიმოწერების საფუძველზე ცნობილი იქნენ გერმანიის აგენტებად.

სასამართლოს თავმჯდომარეობდა იუსტიციის პირველი რანგის კომისარი ვასილ ულრიხი, ბრალმდებლად გამოდიოდა საბჭოთა კავშირის გენერალური პროკურორი ანდრეი ვიშინსკი.

განსასჯელებს წაყენებული ჰქონდათ შემდეგი ბრალდებები:

პირველი _ გაერთიანებული ტროცკისტულ-ზინოვიევური ცენტრის ორგანიზება საბჭოთა მთავრობისა და კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელთა მკვლელობის მიზნით;

მეორე _ კიროვის მუხანათური მკვლელობა 1934 წლის 1 დეკემბერს;

მესამე _ მთელი რიგი ტერორისტული ჯგუფების მომზადება სტალინის, ვოროშილოვის, მოლოტოვის, ჟდანოვის, კაგანოვიჩის, ორჯონიკიძისა და სხვათა მკვლელობის მიზნით.

ყველა ბრალდებულმა აღიარა დანაშაული. სასამართლო პროცესმა დამნაშავეობის იმაზე უფრო დიდი მასშტაბი გამოკვეთა, ვიდრე სტალინი ფიქრობდა.

პროცესზე დაიკითხა გერმანელი ტროცკისტი ოლბერგი, გერმანიის არმიის მაღალჩინოსანი, რომელიც საბჭოთა კავშირში ტროცკიმ შემოგზავნა.

ვიშინსკი: _ გერმანელი ტროცკისტების კავშირი გესტაპოსთან სისტემური იყო?

ოლბერგი: _ კი. და ეს იყო ტროცკის მითითებით.

ვიშინსკი: _ საიდან იცით, რომ ეს იყო ტროცკის მითითება?

ოლბერგი: _ იმ ხაზთაგან ერთ-ერთი პირადად ჩემი იყო, ჩემი კავშირი თვით ტროცკისგან იყო სანქცირებული.

ვიშინსკი: _ თქვენი პირადი კავშირი ვისთან?

ოლბერგი: _ ფაშისტურ საიდუმლო პოლიციასთან.

ვიშინსკი: _ ესე იგი, თქვენ აღიარებთ, რომ პირადად იყავით კავშირში გესტაპოსთან?

ოლბერგი: _ მე ამას არ უარვყოფ. 1933 წლიდან დაიწყო გერმანელი ტროცკისტებისა და ფაშისტური პოლიციის მაღალჩინოსნების ორგანიზებული შეხვედრები.

ტროცკის ემისარმა ნათან ლურიემ სასამართლოს შემდეგი ჩვენება მისცა:

_ გერმანიიდან გამომგზავრებისას გამომიცხადეს, რომ ვიმუშავებდი ფრანც ვაიცის ხელმძღვანელობით, რომელიც საბჭოთა კავშირში შეგზავნილი იყო ჰიმლერის მიერ და რომელსაც დავალებული ჰქონდა ტერორისტული აქტების მოწყობა.

სანამ ნათან ლურიე თავის ჩვენებას დაასრულებდა, დაკითხვაში კამენევის მოულოდნელმა შეჭრამ და ახალი ფაქტების დასახელებამ გადაფარა ყველაფერი.

კამენევმა განაცხადა:

_ ჩავარდნის შემთხვევაში, ჩვენ შევქმნიდით ვიწრო ჯგუფს, რომელიც განაგრძობდა ტერორისტულ საქმიანობას, მის ხელმძღვანელად კი სოკოლნიკოვს განვიხილავდით. ჩვენ გვეჩვენებოდა, რომ ტროცკისტების მხრიდან ამ როლის შესრულებას წარმატებით გაართმევდნენ თავს სერებრიაკოვი და რადეკი… 1932_34 წლებში პირადი ურთიერთობები მქონდა ტომსკისა და ბუხარინთან, ვეცნობოდი მათ პოლიტიკურ განწყობილებებს. ისინი ჩვენ თანაგვიგრძნობდნენ. როდესაც ტომსკის შევეკითხე, როგორაა განწყობილი რიკოვი-მეთქი, მიპასუხა: “ისევე, როგორც მე”. ჩემს შეკითხვაზე, თუ რას ფიქრობს ბუხარინი, ტომსკიმ მითხრა: “ბუხარინი ფიქრობს იმასვე, რასაც მე, მაგრამ მოქმედებს განსხვავებული ტაქტიკით _ არ ეთანხმება რა პარტიის მოსაზრებებს, ცდილობს თავის დამკვიდრებას მის რიგებში ხელმძღვანელობის ნდობის მოსაპოვებლად”.

გრიგოლ ონიანი

(გაგრძელება იქნება)

P.S. მასალა მომზადებული და რედაქციაში გაგზავნილი მქონდა, როდესაც ერთერთ გაზეთში არასერიოზული წერილი წავიკითხე სტალინის მასონობაზე. ეს წერილი ისეთი არასერიოზულია, რომ მასზე სერიოზული პასუხის გაცემას ნამდვილად არასერიოზულად ჩამითვლიან.

სახალხო პოეტო, “არ გეკადრება, არ გეკადრება”!

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/daskvnaaaaa.jpg


1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here