Home რუბრიკები საზოგადოება ფიქრები ნარიყალაზე

ფიქრები ნარიყალაზე

685

ადრე თბილისის შემოგარენს რამდენიმე ციხე იცავდა, თუმცა ჩვენამდე მხოლოდ ნარიყალამ მოაღწია. საინტერესო მდებარეობა აქვს ნარიყალას _ იქიდან თითქოს ხელისგულზე ჩანს ყველაფერი: აქეთ _ პრეზიდენტის სასახლე, იქით _ შუშის სასახლერიტუალების სასახლეცდაბლა მტკვარი გაწოლილა და ახლა სწორედ ნარიყალადან დანახულ საქართველოზე გიამბობთ.

ის თუ გახსოვთ, რესტორან “დაუნინგ რუმში” რატი გაჩეჩილაძემ (გრეჩიხიჩმა) ნაპროკურორალ-ნაკაცარს ხელი რომ დაარტყა?! ხელი რა, რაღაც რომ ჩაარტყა… მაშინ ბევრმა გული მოიფხანა, _ ასეც უნდა ყოფილიყოო. ისიც ითქვა, ხელისუფლება სამართლიანობის აღდგენას არ აპირებს და ხალხი თვითონ აღადგენს სამართლიანობას ქუჩაშიო. სხვა საკითხია, მაშინ რატის ერთი ადგილი რომ არ ეყო, ნიკა გვარამიასთან პირდაპირ მისულიყო და ისე მოეთხოვა პასუხი _ ქურდულად მიეპარა და თავში რაღაც ჩაარტყა.

სამაგიეროდ, გვარამიას აღმოაჩნდა ერთი ადგილი, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძისთვის პირდაპირ ეთერში არაკაცი ეძახა.

შენ ხარ არშემდგარი ადვოკატი, არშემდგარი პოლიტიკოსი და არაკაცი”, _ ყოველგვარი შესავლის გარეშე უთხრა ეს ნიკამ ბატონ მამუკას და სანაცვლოდ მიიღო ის, რომ მდინარაძემ ოლიმპიური სიმშვიდე შეინარჩუნა.

მეორე მხრივ, სერიოზული ეჭვი მაქვს, მდინარაძემ სიმშვიდე იძულებით შეინარჩუნა, არ აჰყვა გვარამიას, რადგან შეეშინდა, “რუსთავი 2” არ გადაჰკიდებოდა და პარალელურად, იმ აწმყოში, რომელშიც იმყოფებოდა, ანუ პირდაპირ ეთერში უფრო საინტერესო ამბები არ მოესმინა საკუთარ თავზე. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ნიკა გვარამიას ბენეფისი, მან თავის ტელევიზიაში მიწასთან გაასწორა მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და თანაც ისე, რომ ოპონენტს ხმაც არ ამოაღებინა. ეს არის ის, რასაც 2012 წლიდან გიკიჟინებთ ხალხი, ბატონებო! სამართლიანობის აღდგენა აქამდე რომ ვერ მოახერხეთ, დადგმული ფილმების რეჟისორი, ნაპროკურორალი ნიკა გვარამია თვეში 15-ათასლარიანი ხელფასით საუცხოოდ გრძნობს თავს. ჰოდა, ახლა კეთილი ინებეთ და ისმინეთ, რომ არ ვარგიხართ პოლიტიკოსებად, პროფესიონალებად დაკაცებად.

ისე, გასულ კვირას მოსმენების ე.წ. გასაღებზეც სერიოზული კამათი იყო და ყოფილი ხელისუფლების წევრები მოქმედ ხელისუფალთ ამუნათებდნენ: როგორ ბედავთ და სუს-ის ხელში ტოვებთ გასაღებსო?! ამაზე გაბრაზებულმა უმრავლესობის ლიდერმა აჩიკო თალაკვაძემ განაცხადა, _ მე კარგად მახსოვს, წინა ხელისუფლებას რომ ვუკიჟინებდით, მოსმენებს შეეშვითო, ისინი ამ ყველაფერს “ფართოდ დახუჭული თვალებით” უყურებდნენო. ჰო, სწორედ ასე თქვა _ “ფართოდ დახუჭული თვალებით”. ერთი ის ვერ გავიგე: რომელ წინა ხელისუფლებას? აჩიკო, მე როგორც ვიცი, წინა ხელისუფლების პერიოდშიც თბილ ადგილზე მუშაობდი, ნაციონალებს ცხვირწინ უკმევდი საკმეველს და, კმევას თუ კიჟინაში ვერ არჩევ, მაშინ უმრავლესობის ლიდერად რა გინდა?! პრინციპში, მაგასაც რომ არჩევდე, მაინც რა გინდა?!

რაც შეეხება გასული კვირის ერთ-ერთ თემას, ევროპამ კარი კი გაგვიღო, მაგრამ კარის სახელურისთვის ხელი არ გაუშვია და გვითხრა, “ვიზალიბერალიზაციას” ჩვენი სურვილისამებრ შეგიჩერებთო. ევროპაში უვიზო მიმოსვლა, ერთი შეხედვით, კარგია, ბევრს არ იწვალებ, წახვალ, სხვადასხვა ქვეყანას ნახავ, მაგრამ ვაი, რომ ბებერ კონტინენტზე ტურისტად წასვლას ძალიან ცოტა ჩვენი თანამემამულე თუ შეძლებს. იქ, ძირითადად, ლუკმაპურის საშოვნელად მიდიან და ამიერიდან ესეც შეიზღუდება. იმასაც ამბობენ, ევროპის ქვეყნებში არალეგალურად მყოფ ქართველ ქალებს, რომლებიც იქ მოხუცებისა და ბავშვების მომვლელად მუშაობენ, იქაურობას დაატოვებინებენ და პასპორტში ექვსწლიან აკრძალვას ჩაურტყამენო. ეს არის ერთერთი ისსიკეთე”, რომელსაცვიზალიბერალიზაციამოგვიტანს და, სავარაუდოდ, ზაფხულში ევროპიდან დეპორტირებული ქართველების დიდ ნაკადს მივიღებთ. აქაური პერსპექტივა კი, მოგეხსენებათ, ქალებისთვის დიასახლისობაა, კაცებისთვის _ ბირჟა და დომინო (ნარდიც).

მე თუ მკითხავთ, ამ ე.წ. ვიზალიბერალიზაციაზე მნიშვნელოვანი თემა იმ ათასობით ადამიანის ულუკმაპუროდ დარჩენაა, რომლებსაც შემოსავალი “ბავშვთა სამყაროდან” ჰქონდათ. ბავშვების სამყარო, ხომ იცით, როგორია? _ ლამაზ ფერებში რომ ხედავენ ყველაფერს და პირველად ამ სამყაროს ბზარი მაშინ უჩნდება, როცა თოვლის პაპის სამოსში გამოწყობილ ადამიანში საკუთარ ოჯახის წევრს ან მეზობელს ამოიცნობენ. სამწუხაროდ, ბზარების გარეშე, პირდაპირ თავზე დაემხოთ “ბავშვთა სამყაროს” ბინადართ ერთ დღეში ყველაფერი _ ცეცხლში დაიწვა პრაქტიკულად ყველაფერი, რაც ამ ადამიანებს გააჩნდათ, და ახლა სახელმწიფოსგან ელიან დახმარებას, იმ სახელმწიფოსგან, რომელმაც ხელი აქციონერებისკენ გაიშვირა, აქციონერებმა კი გაოცებისგან პირი დააღეს,_ საუბარი მილიონობით ლარზეა და ჩვენ ამდენი ფული არ გვაქვსო.

ვიღაცებმა კი თქვეს, დაზარალებულების დაკმაყოფილებას ბორბლებზე შემდგარი ერთი ხის ფასიც ეყოფაო, მაგრამ… ეს ისე, სხვათა შორის…

უფლებადამცველები აჭარაში გაქანდნენ _ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ბათუმში მდებარე შაჰინის ლიცეუმს ავტორიზაცია შეუჩერა. უფლებადამცველები, არასამთავრობოები და კიდევ ვიღაცები საჯაროდ ამბობენ, რომ ეს დისკრიმინაციაა და ამის გაკეთება არ შეიძლებოდა, თუმცა აჭარლები, რიგითი მოქალაქეები ამბობენ, რომ ლიცეუმი არ იყო ქართული, იქ სწავლება თურქულ ენაზე მიდიოდა და გადასახადიც იმხელა იყო, მხოლოდ თურქები თუ იხდიდნენ. მანამდე არასამთავრობოებს ხმა არ ამოუღიათ, არ უთქვამთ, საქართველოში სწავლება თურქულ ენაზეა, მოსახლეობა აპროტესტებს და გვიშველეთო. მეზობელთან კარგი ურთიერთობა კი უნდა გვქონდეს, მაგრამ რუსეთს რომ ვუკიჟინებთ, მცოცავ ოკუპაციას ეწევაო, ამაზე მცოცავი რაღა გინდათ, შუაგულ აჭარაში ააშენეს ბასტიონი. აღნიშნულზე ამ ეტაპზე მეტს არაფერს ვიტყვით, მაგრამ, თუ უფლებადამცველები და არასამთავრობოები უფლებების დარღვევაზე ისევ ალაპარაკდებიან, დარღვევაგარღვევას განახებთ, როგორი უნდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე საქმეს შეუდგა და, დიდი ალბათობით, ერთ-ერთი პოლიტიკური ტოკშოუ _ “რეალური სივრცე” დაიხურება. ახლა იმის მტკიცებას არ დავიწყებთ, ეს გადაცემა რეიტინგულია თუ არა, მაგრამ ახალი დირექტორი პოლიტიკურ ტოკშოუს რომ ხურავს, თანაც ამ გადაცემის წამყვანი მისი კონკურენტი რომ იყო არჩევნებში, ცუდად ჩანს და… რეალური სივრციდან გავდივართ, ბატონებო.

სოფელ დისევის მკვიდრი გიორგი გიუნაშვილი გასულ ზაფხულს დააკავეს ე.წ. სამხრეთ ოსეთის მილიციის თანამშრომლებმა და მას ცხინვალის სასამართლომ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, აქაოდა, ამ კაცმა მხოლოდ საზღვარი კი არ დაარღვია, ტერორისტულ აქტებშიც მონაწილეობდაო. გახსოვთ, ალბათ, გიორგი ცერცვაძეზე ნაციონალებმა რა ამბავი ატეხეს, მაგრამ გიუნაშვილზე ხმას არ იღებენ. მიზეზი მარტივია: ის საზღვარი, რომელიც გიუნაშვილმა დაარღვია, 2008 წლამდე ჩვენი იყო, 2008 წელს კი, სწორედ ნაციონალების წამოწყებული პროვოკაციის შემდეგ, ეგეც დავკარგეთ და ბევრი სხვა რამეც.

თავში სამართლიანობის აღდგენა ვახსენეთ…

არაფერი გვეშველება, სანამ ეს პროცესი არ დაიწყება და ბოლოში არ გავა.

ვიზალიბერალიზებული ქართველი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here