Home რუბრიკები პოლიტიკა საქართველოს ხელისუფლება ჯერ კვლავ ბარაკ ობამასა და ჰილარი კლინტონის პოლიტიკის ფარვატერში დგას

საქართველოს ხელისუფლება ჯერ კვლავ ბარაკ ობამასა და ჰილარი კლინტონის პოლიტიკის ფარვატერში დგას

563

კრიმინალისტიკაში არსებობს ერთი დაუწერელი კანონი _ მკვლელობის გამოძიება იწყება იმის ანალიზით, ვის ინტერესშია ჩადენილი დანაშაული, რაც დამნაშავის გამოვლენის ერთერთი საშუალებაა. თუ ამ დაუწერელი კანონის ჭრილში განვიხილავთ უკრაინაში ბოლო ხანს განახლებულ ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებას, დავინახავთ, რომ, თუ ვინმეს ხელს არ აძლევდა ის, რაც ახლა ხდება დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ სახალხო რესპუბლიკებში, ეს რუსეთია და პირიქით _ ვის სასიცოცხლო ინტერესებშიცაა 2 წლის წინათ შეწყვეტილი საომარი მოქმედებების განახლება, ეს უკრაინაა, უფრო ზუსტად _ კიევის ბანდერულფაშისტური რეჟიმი. აქედან გამომდინარე, კითხვა _ ვინ გაისროლა პირველმა ანუ ვინ დაიწყო ომი? _ რიტორიკულია.

 გავიხსენოთ უახლოესი დღეების ქრონიკა.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ამ ქვეყნის მმართველი ფინანსურ-პოლიტიკური ელიტები და მათი სატელიტი ევროკავშირის ქვეყნების პოლიტიკური ლიდერები არა მხოლოდ დაუფარავად უჭერდნენ მხარს ჰილარი კლინტონს, არამედ შეურაცხმყოფელ ეპითეტებსაც არ იშურებდნენ დონალდ ტრამპის მიმართ, როგორც აღმოჩნდა, აშშ-ის მომავალი, 45-ე პრეზიდენტის მიმართ.

დიახ, ეს “როგორც აღმოჩნდა”, ანგელა მერკელსა და ფრანსუა ოლანდთან ერთად, ვერც პეტრე პოროშენკომ გათვალა და დონალდ ტრამპთან მისასვლელი გზების ძიებაში, ტრამპი-პუტინის სატელეფონო საუბრის მეორე დღესვე (?), “პარაშამ” (ასე, ციხის ჟარგონით მოიხსენიებენ პეტრო პოროშენკოს რიგითი რუსები) ომის განახლების ბრძანება გასცა.

უკრაინაში განახლებული ომის მიზანია, წარმოჩნდეს პუტინის რუსეთი, როგორც პირსისხლიანი აგრესორი, ხოლო პოროშენკოს უკრაინა _ როგორც აგრესიის უცოდველი მსხვერპლი, შედეგად, აშშევროპის დღის წესრიგში კვლავ დაბრუნდეს უკრაინის საკითხი, თავისი ფინანსური ინიექციებით.

ეს კი, ხატოვნად თუ ვიტყვით, სულ უფრო ძნელად იყიდება დასავლეთში, რადგან იქ კარგად ესმით, რომ განახლებული ომი “პარაშასთვის” სასურველი ზავით არ დასრულდება _ უკრაინას, დასავლეთის (წაიკითხე, აშშ) ზემოქმედებით ან მოუწევს ე.წ. მინსკის შეთახმების რეალურად შესრულება, რაც, სულ ცოტა, ამჟამინდელი ხელისუფლების შეცვლას ნიშნავს, ან, როგორც იტყვიან, ომი ომია და, რადგან მშვიდობიანი მოსახლეობა მასობრივად იღუპება, რუსებს შეიძლება ნერვებმა უმტყუნოთ და, როგორც თავის დროზე აფხაზეთ-ცხინვალის დამოუკიდებლობა ცნეს, ხვალ დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობას ცნობენ და რუსეთის არმია უკვე ლეგიტიმურად დაარტყამს ბანდერელ ფაშისტებს (მათ შორის, ქართველ მამელუქთა დაქირავებულ შენაერთებსაც, რომელთა ადგილზე ყოფნასაც ნამდვილად არ ვისურვებდი) “რუსეთის ქალაქების დედამდე” _ კიევამდე.

ორივე შემთხვევაში პოროშენკოს ადგილი არ რჩება არა მხოლოდ პოლიტიკაში, არამედპარაშასფიზიკურად გადარჩენის პრობლემა დაუდგება

მანამდე კი დონალდ ტრამპი ბულდოზერივით აწვება მის გზაზე ნეოლიბერალთა მიერ ხელოვნურად შექმნილ ბარიერებს და ჯიუტად ცდილობს წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას, რომელიც უკვე თავისთავად არის ნონსენსი, რადგან არა მხოლოდ ქართველ პოლიტიკოსებს ავიწყდებათ დაპირებები, არამედ, საზოგადოდ, პოლიტიკოსებს და, მათ შორის, ამერიკელებსაც ემართებათ ხოლმე ამნეზია არჩევნების შემდეგ.

ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ იმდენი საპრეზიდენტო ბრძანებულება, რამდენიც ამ მოკლე ხანში გამოსცა დონალდ ტრამპმა, ბარაკ ობამას ორი საპრეზიდენტო ვადის, ანუ 8 წლის განმავლობაში არ გამოუცია.

ტრამპის ერთ-ერთი ბრძანებულება საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას ითვალისწინებს, აშშ-ის სახელმწიფო უსაფრთხოებიდან გამომდინარე. ამ ბრძანებულებას მყისვე მოჰყვა მასობრივი საპროტესტო გამოსვლები არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ ევროპაშიც, რომელსაც აშკარად ეტყობა ერთი დირიჟორის ხელი. დირიჟორის, რომელსაც მსოფლიოს ლიბერალური მმართველი ელიტა ჰქვია.

მიუხედავად ამისა, ტრამპის ბულდოზერი არავის და არაფერს ეპუება და იქნება ამის შედეგი იყო ამას წინათ მალტაზე გამართული ევროკავშირის ლიდერთა შეხვედრაზე მიღებული ერთი შეხედვით შეუსაბამო განცხადება.

თავად განსაჯეთ: ევროკავშირის საიმიგრაციო პოლიტიკის საკვანძო ელემენტია ჩვენი საზღვრების ეფექტიანი კონტროლი და ევროკავშირში არალეგალი დევნილების მიღების შეწყვეტა”…

რა არის ეს, თუ არა მძინარე მხეცის გაღვიძების შიში?

თუმცა ტრამპის “სამხეცეს”, მგონი, ისედაც არ სძინავს.

აი, რა განაცხადა აშშ-ს მომავალმა ელჩმა ევროკავშირში _ ტედ მელოკმა:

“მე თავის დროზე სსრკ-ის დაშლაში მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანე. ახლა კიდევ ერთი გაერთიანებაა ჭკუაზე მოსაყვანი”…

კიდევ ერთი გაერთიანების ჭკუაზე მოყვანაში ევროკავშირი და მისი დაშლა რომ იგულისხმება, მგონი, ბრიყვისთვისაც ცხადია..

თვითონ დონალდ ტრამპმა ამ თემაზე, რომ იტყვიან, ცეცხლზე ნავთი დაასხა:

მიმაჩნია, რომ ევროპას რთული მომავალი ელისერებს იდენტობის შენარჩუნება სურთ. იგივე სურთ დიდ ბრიტანეთში და ამიტომაც ტოვებენ ევროკავშირს. თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ, ვფიქრობ, სხვა ქვეყნებიც დატოვებენ ევროკავშირს”…

აშკარად შეშფოთებულია ამერიკელი სეხნიის მოქმედებით კიდევ ერთი ოდიოზური ლიბერალი, პოლონელი დონალდ ტუსკი:

“დონალდ ტრამპის საგანგაშო განცხადებებიდან გამომდინარე, ევროკავშირის მომავალი ბუნდოვანია”…

ერთი სიტყვით, ყველაფრიდან ჩანს, რომ ევროკავშირი დონალდ ტრამპს არაფერში სჭირდება და ეს, მისი ახირება კი არა, ბიზნესმენის პრაგმატული გათვლაა _ ბრიუსელის სახით სრულიად ევროპასთან მოლაპარაკებებს ცალკეულ ქვეყანასთან პირისპირ ლაპარაკი ურჩევნია, ევროზონას კი _ დოლარის ზონა.

ევროს, ექსპერტთა ოპტიმისტური გათვლებით, 14-16 თვის სიცოცხლეღა უწერია, ხოლო ევროკავშირის არსებობის დასასრულს წლის ბოლომდე ვარაუდობენ.

და კვლავ დონალდ ტრამპი. აშშ-ის პრეზიდენტმა “ფოქსნიუსის” ეთერში ტელეწამყვანის უტაქტო შეკითხვას _ “პუტინი მკვლელია?” _ ტაქტიანად უპასუხა: “მკვლელი ბევრია, ჩვენთან, აშშ-ში ბევრი მკვლელია. თქვენ ფიქრობთ, რომ ჩვენი ქვეყანა უცოდველია”?

ამ ყველაფრის ფონზე საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს არაადეკვატური უწოდო, იგივეა, არაფერი თქვა.

არის, აღსრულდა, ნანატრი ვიზალიბერალიზაცია მოგვცეს ქართველებს! _ ღნავიან მარჯვნივ და მარცხნივ, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც…

ჯერ ერთი, იმდენი დათქმა მოაყოლეს ამ ამბავს, რომ წასვლის ხალისს დაკარგავდი თუ, საერთოდ, გქონდა.

უკვე ჭკუის დარიგება დაგვიწყო საგარეო საქმეთა მინისტრმა, _ საზღვარზე მზად უნდა იყოთ კითხვებზე პასუხების გასაცემადო. მიუხედავად იმისა, რომ კითხვარი არ მოუცია, რატომღაც მგონია, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს ამ კითხვების შინაარსი…

 მაგალითად, რომელ სასტუმროში გაქვს დაჯავშნილი ნომერი და რამდენი ფარა გიდევს ჯიბეში?

მოკლედ, ეს ისეთი უვიზო მიმოსვლაა, რომელიც აქამდეც გვქონდა ქართველებს. ვისაც ფული აქვს, ის ისედაც დადის აშშევროპაში და ვისაც არა _ ის ვერც ვიზების ლიბერალიზაციით ისარგებლებს. სამუშაოს ძებნაში, ანუ ბებერი ევროპელებისთვის პამპერსების გამოსაცვლელად ისევ არალეგალური გზებით შევლენ ევროპაში ქართველები.

მეორე _ ჯერ ევროპის საბჭომ უნდა დაამტკიცოს კენჭისყრის შედეგები და აპრილიდან შეგვეძლება “ძირძველ ევროპელ ქართველებს” საკუთარ სახლში დაბრუნებაო, მაგრამ, ტრამპისა და სხვების განცხდებებიდან გამომდინარე, თუ ევროკავშირი და ნატო მაინც არ დაიშალა, ამ გაერთიანებებს ისე გარდაქმნიან, რომ ახალ წევრებს ნამდვილად არ მიიღებენ.

ემანდ, დღეს პირველი აპრილიას მსგავსი რამ არ დაგემართოთ ვიზალიბერალიზაციით აღტყინებულთ, ფრთხილად იყავით! ვინც დღესაც საპირისპირო მოსაზრებით თვალში ნაცარს აყრით უაღრესად შეჭირვებულ მოსახლეობას, ის ან შეუგნებელი დებილია, ან შეგნებული მტერი! დღეს კაცობრიობის შეგნებული ნაწილი დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის პირისპირ შეხვედრას ელოდება.

სამწუხაროდ, შეგნებულთა შორის საქართველოს ხელისუფლებას ვერ ვიგულისხმებ _ ის კვლავ ბარაკ ობამასა და ჰილარი კლინტონის პოლიტიკის ფარვატერში დგას, ისევე, როგორცპარაშასხელისუფლება, მაგრამ განსხვავებით პოროშენკოსგან, საქართველოს ხელისუფლებას არჩევანი ჯერ კიდევ აქვს. ამ არჩევანს ჰქვია, ევროკავშირინატოს ქიმერის დევნის ნაცვლად, უახლოეს მომავალში რუსეთთან სტრატეგიული კავშირის დამყარება, რომლის სურვილის იმპულსები ახლავე, ანუ მანამდე უნდა გავგზავნოთ კრემლში, სანამ დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის პირისპირ შეხვედრა გაიმართება.

თორემ უეჭველია, ამ შეხვედრაზე რუსეთი და აშშ გავლენის სფეროებს ხელახლა მონიშნავენ მსოფლიოს რუკაზე და, გვინდა თუ არა, ჩვენ, როგორც პოსტსაბჭოთა სივრცეზე არსებული ქვეყანა, რუსეთის გავლენის სფეროში დავრჩებით.

ჰოდა, მერე, ნიკანდრო ქირიასი არ იყოს, დათა თუთაშხიას რომ უთხრა გრაფი სეგედის პატიების ქაღალდზე, ვიზალიბერალიზაციის ქაღალდი მივიწებოთ უკანალზე და გვქონდეს იქ…

დავით მხეიძე

1 COMMENT

  1. დავით, ბატონო ყოველთვის ასი პროცენტით მართალი ბრძანდებით, შესანიშნავი ანალიზია, მაგრამ რად გინდა, – კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა. სადაა გამგონე?!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here