Home რუბრიკები პოლიტიკა გამოქვეყნდა 11 სექტემბრის ტერაქტის ორგანიზატორის წერილი, რომლის ადრესატი ბარაკ ობამაა

გამოქვეყნდა 11 სექტემბრის ტერაქტის ორგანიზატორის წერილი, რომლის ადრესატი ბარაკ ობამაა

აშშ-ში გამოქვეყნდა 18 გვერდიანი წერილი, რომლის ავტორი ხალიდ შეიხ მოჰამედია. ტერორისტი, რომელიც 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორადაა მიჩნეული. წერილის ადრესატია აშშ-ის ექსპრეზიდენტი ბარაკ ობამა. წერილი თარიღდება 2015 წლის იანვრით. ამის შესახებ იუწყება გაზეთი Miami Herald-ი.

წერილში მოჰამედი აცხადებს, რომ ვაშინგტონი თავადაა დამნაშავე 11 სექტემბრის ტერაქტში. აშშ-ის მთავრობას მიესღო საზღაური იმისათვის, რომ ერეოდნენ სხვა ქვეყნების საგარეო პოლიტიკაში უხეშად, სწორედ მათ სინდისზეა „უამრავი უდანაშაულო ადამიანის სიკვდილი მთელი მსოფლიოს მაშტაბით“. – აღნიშნავს ტერორისტი წერილში. მოჰამედი ხაზს უსვამს იმას, რომ „ჩვენ პირველებს არ დაგვიწყია თქვენს წინააღმდეგ ომი“ ტერაქტების დღეებში. მისი მტკიცებით, მომხდარზე სრული ბრალეულობა აშშ-ის ადმინისტრაციის არასწორი პოლიტიკის კისერზეა, „ეს ჩაიდინეთ თქვენ და თქვენმა დამქაშმა დიქტატორებმა ჩვენს ქვეყანაში“.

წერილში მოჰამედი მიმართავს ობამას, როგორც „მთავარ გველს“ და პრეზიდენტს ადანაშაულებს „ზეწოლასა და ტიარანიაში“.

თავიდან გუანტანამოს ციხის მეთაურები უარზე იყვნენ გაეგზავნათ ტერორისტის წერილი. 2015 წლის სექტემბერში მისმა ადვოკატმა სთხოვა სასამართლოს ჩარეულიყო, რადგან დამნაშავეს ჰქონდა უფლება მიემართა პრეზიდენტისათვის. საბოლოოდ, სამხედრო სასამართლო თანხმობა განაცხადა.

წერილში ტერორისტი აღნიშნავს, რომ მას არ ეშინია სასიკვდილო განაჩენის, არც უვადო პატიმრობის და არც არასდროს ითხოვს შეწყალებას. შეგახსენებთ, რომ ტერაქტის დროს მოჰამედი იყო 36 წლის ახლა ის 52 წლისაა.

„მე დიდი სიხარულით ვილოცებ ალაჰზე მარტომ ჩემს კამერაში დარჩენილი სიცოცხლის მანძილზე და მოვინანიებ ჩადენილ ცოდვებს. და თუ თქვენი სასამართლო მე სასიკვდილო განაჩენს გამომიტანს ეს უფრო დიდი ბედნიერება იქნება ჩემთვის, რადგან სევხვდები ალაჰს და შევხვდები ყველა ჩემ მოძმეს, მეგობარს, რომლებიც თქვენ დახოცეთ უსამართლოდმთელი მსოფლიოს მაშტაბით, ასევე შევხვდები შეიხ ოსამა ბინ ლადენსაც“. – ნათქვამია წერილში.

მოჰამედი ასევე ახსენებს იმ ქვეყნებს, რომლის საშინაო პოლიტიკაში უხეშად ერეოდა აშშ: „ერაყიდან და ირანით დაწყებული ვიეტნამით და ჰიროსიმათი დამთავრებული“. მისი ადვოკატის თქმით, მან წერილის დაწერაში უბიძგა  2014 წელმა, როდესაც ისრაელმა განახორციელა სამხედრო ოპერაცია ღაზას სექტორში. წერილის დასაწყისში მსჯალდებული საუბრობს ექსპრეზიდენტ ბარაკ ობამაზე, რომ „მისი ხელები კვლავაც სისხლშია გასვრილი! ჩვენი ძმების, დების, შვილების სისხლში! მათ სისხლში, ვისაც ისინი უმოწყალოდ ხოცავდენენ ჩვენს რეგიონებში “. – ნათქვამია წერილში.

საინფორმაციო გვერდი Politicano ავრცელებს ასევე ნოახ ხომსკის განცხადებას, სადაც იგი აშშ-ის და ისრაელის ტანდემს “მთავარ ატომურ ტერორისტებს” უწოდებს.

„აშშ და ისრაელი ის ორი სახელმწიფოა, რომლებიც მუდმივად არღვევენ საერთაშორისო სამართლის ნორმებს ახლო აღმოსავლეთში. მათ ამ რეგიონში გლობალური ტერორიზმის დაუსრულებელი კამპანია გააჩაღეს“. – წერს Politicano. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here