Home რუბრიკები პოლიტიკა ყეფს, მაგრამ ვერ კბენს _ მაკკეინი უძლურია, ხელი შეუშალოს ტრამპს რუსეთის მიმართ...

ყეფს, მაგრამ ვერ კბენს _ მაკკეინი უძლურია, ხელი შეუშალოს ტრამპს რუსეთის მიმართ ახალი პოლიტიკის გატარებაში

534

ოდიოზურ ამერიკელ პოლიტიკოსს აქამდე ერთხელაც კი ვერ გამოუხატავს სურვილი, დაპირისპირებოდა თეთრი სახლის ახალ ადმინისტრაციას რუსეთთან ახლებური ურთიერთობის საკითხზე, _ წერს The New  Republic.

ჯონ მაკკეინი ყეფს, მაგრამ კბენას ვერ ახერხებს, როდესაც საუბარია პრეზიდენტ ტრამპის ახალ პოლიტიკაზე რუსეთის მიმართ. დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პირველ სატელეფონო საუბრამდე სენატორმა არიზონიდან _ ჯონ მაკკეინმა განაცხადა, რომ დასაგმობია ყველა ნაბიჯი, რომლებიც აშშ-ს მიიყვანს რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გაუქმებამდე.

ამერიკისა და ჩვენი მოკავშირეების რაციონალური უსაფრთხოებისთვის, ვიმედოვნებ, პრეზიდენტი ტრამპი ბოლოს მოუღებს ამ სპეკულაციებს და უარს იტყვის უაზრო კურსზე. თუ ასე არ მოიქცევა, ჩემს კოლეგებთან ერთად ვიბრძოლებ, რომ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს კანონის სტატუსი მიეცეს.

ბოლო სამი პრეზიდენტიდან თითოეული იმედოვნებდა რუსეთის ხელისუფლებასთან პარტნიორული ურთიერთობის აწყობას. ყოველი მცდელობა წარუმატებელი იყო, იმიტომ კი არა, რომ აშშ-ს არ ჰქონდა კეთილი ნება, არამედ იმიტომ, რომ პუტინს სურს ჩვენი მტრობა. ჩვენ მას ვჭირდებით, როგორც მტერი. ის არასოდეს იქნება ჩვენი პარტნიორი, მათ შორის, “ისლამურ სახელმწიფოსთან” ბრძოლაში. მას მიაჩნია, რომ რუსეთის გაძლიერება ნიშნავს ამერიკის დასუსტებას. პრეზიდენტმა ტრამპმა ეს უნდა გაიხსენოს, როდესაც ვლადიმერ პუტინს დაელაპარაკება”, _ განაცხადა ჯონ მაკკეინმა.

მიუხედავად იმისა, რომ მაკკეინის განცხადება საკმაოდ კატეგორიული იყო, ამ განცხადებას სუსტი ძალა აქვს. სენატორს აქამდე არ გამოუხატავს მზადყოფნა, დაპირისპირებოდა ტრამპს. მაგალითად, მაკკეინი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტზე მხარს დაუჭერს რექს ტირელსონის კანდიდატურას, რომელიც პუტინმა მეგობრობის ორდენით დააჯილდოვა.

შეასრულებს თუ არა მაკკეინი თავის მუქარას ანტირუსული სანქციებისთვის კანონის სტატუსის მინიჭების შესახებ?

რონალდ რეიგანის სიტყვების პერიფრაზით, შეიძლება ითქვას:

“არ დაიჯერო, სანამ თვითონ არ დარწმუნდები”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here