
გამოცემა AlterNet–ი წერს, რომ კვებეკში, მეჩეთზე მოწყობილი თავდასხმა მხოლოდ ერთ–ერთია კანადაში მუსლიმებზე განხორციელებული შეტევების გრძელ სიაში.
ბევრ ამერიკელს კანადა წარმოუდგენია, როგორც პროგრესული ქვეყანა, რასიზმისა და ქსენოფობიისგან თავისუფალი, მაგრამ კანადელი მუსლიმანები ამბობენ, რომ ქვეყანას აქვს მემარჯვენე ფანატიზმის პრობლემები.
იანვარში კანადურმა ტელექსელმაCBC-მა მოამზადა რეპორტაჟი კვებეკში ულტრამემარჯვენე, ანტიმუსლიმანური დაჯგუფებების მხარდამჭერთა რაოდენობის მომატებაზე, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ თეთრ რასას უპირატესობა უნდა ჰქონდეს სხვა რასებზე. რეპორტაჟში, კერძოდ, მოხსენიებული იყო ნეოფაშისტური დაჯგუფება Atlante Quebec-ი, რომელიც მხოლოდ ფრანკოფონებისგან შედგება. დაჯგუფება ხშირად აწყობს დემონსტრაციას ლოზუნგით: “სიკვდილი ტერორისტებს! არა ისლამს!”
თეთრი რასისტების ერთ-ერთი დაჯგუფების ყოფილმა ლიდერმა CBCს განუცხადა, რომ დღეს “იდენტიტარისტების” მოძრაობას დიდი წარმატება აქვს.
რამდენიმე დღის წინათ კი VICE News-მა აჩვენა დოკუმენტური ფილმი ულტრამემარჯვენე, ანტიმუსლიმანურ დაჯგუფება Soldats d’Odin-ზე, რომელიც ცნობილია ნეონაცისტებსა და თეთრი რასის უპირატესობის მომხრეებთან კავშირით. ამ ორგანიზაციის განყოფილებები კანადის თითქმის ყველა დიდ დასახლებულ პუნქტში მუშაობს.
მიუხედავად იმისა, რომ კანადის ხელისუფლებამ და მასმედიამ ალექსანდრე ბისონეტის, რომელიც ეჭვმიტანილია კვებეკის ერთ-ერთ მეჩეთში სალოცავად შეკრებილი მუსლიმანების დახოცვაში, “მარტოხელა მგელი” უწოდეს, მისი ტერორისტული შეტევა მხოლოდ ერთი რგოლია ბოლო პერიოდში განხორციელებული ექსტრემისტული და რასისტული თავდასხმების ჯაჭვში.
AlterNet






