Home რუბრიკები პოლიტიკა პაპუაშვილი: რომ ვუყურებ გვარამიას, სულ მგონია, რომ ქვემოთ აცვია „იუბკა“ გეტრებზე და...

პაპუაშვილი: რომ ვუყურებ გვარამიას, სულ მგონია, რომ ქვემოთ აცვია „იუბკა“ გეტრებზე და ტერფს რომ ამოძრავებს, შლოპანცებს ქუსლებზე ირტყამს

511

დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეს შორის გადაცემა „პოსტსკრიპტუმში“ მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება და აცხადებს, რომ საჯარო სივრცეში ასე მოქცევა მიუღებელია.

ამის შესახებ მან „მარშალპრესის“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

„ეს რომ სხვას გაეკეთებინა, ციმბირს დაატოვებინებდნენ, სად არის ჟურნალისტური სოლიდარობა? საერთოდ, ამ კაცზე როგორ უნდა ილაპარაკო, როგორ შეიძლება, ეს კაცი შენი ხელმძღვანელი იყოს და შენ მისი ხელქვეითი იყო?! რომ ვუყურებ, რომ ზის მაგიდასთან ტელეეთერში, სულ მგონია, რომ ქვემოთ მოკლე ქვედაბოლო აცვია, „იუბკა“ გეტრებზე და ტერფს რომ ამოძრავებს, შლოპანცებს ქუსლებზე ირტყამს. თითქოს სახლში იქცევა ასე და საზოგადოებას არ ელაპარაკებოდეს. ასე შევარდნა ეთერში – გამოვარდნა იქიდან, ამდენი შეურაცხყოფები, აი, რა შთაბეჭდილება უნდა მქონდეს?“ – აღნიშნავს პაპუაშვილი.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში, ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიასა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრ მამუკა მდინარაძეს შორის ცხარე კამათი მოხდა.

მამუკა მდინარაძემ ნიკა გვარამია მამუკა ახვლედიანისთვის ქრთამის მიცემაში დაადანაშაულა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here