
ზიმბაბვეს მთავრობა გამოვიდა მწვავე კრიტიკით ამერიკელი დიპლომატების მისამართით. ისინი შეშფოთებას გამოხატავენ, რადგან ქვეყანაში გაუარესდა ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით მდგომარეობა და ამაში ისინი ამერიკელებს ადანაშაულებენ. ამის შესახებ იუწყება ზიმბაბვური გაზეთი „Herald“-ი.
ზიმბაბვეს პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ ამერიკელ ელჩებს შპიონები უწოდა. 7 თებერვალს აშშ საელჩო გამოვიდა მოხსენებით, სადაც ნათქვამი იყო, რომ გრძელდება ადამიანის ულებათა დაცვის კუთხით მდგომარეობის გაუარესების პროცესი ზიმბაბვეში. ამის პასუხად ზიმბაბვეს პრეზიდენტის პრეს-სამსახურის უფროსმა ჯორჯ ჩარამბამ ამერიკელ ელჩს გარი კ. ტომასს უმცროსს „საშინელი ეპოქის ნარჩენი“ უწოდა, კონფლიქტი სათავეს იღებს ჯერ კიდევ ექსპრეზიდენტ ბარაკ ობამასა და ზიმბაბვეს ლიდერს რობერტ მუგაბს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობებიდან.
„ის (აშშ ელჩი) ფიქრობს, რომ შეუძლია ბრძანებები გასცეს. წავიდეს და თვითონ ჩამოეკიდოს ბანანის ხეზე“. – ციტირებს გაზეთი ჩარამბის სიტყვებს. ზიმბაბვეს პრეზიდენტის აპარატის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ იგი მითითებებს აშშ-ის ახალი ადმინისტრაციისგან ელოდება.






