Home რუბრიკები საზოგადოება საფრანგეთში მშობლებს ბავშვების გალახვის ნება დართეს

საფრანგეთში მშობლებს ბავშვების გალახვის ნება დართეს

605

საფრანგეთის საკონსტიტუციო კონტროლის ორგანომ უარი თქვა კანონპროექტზე, რომელიც პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის ერთერთ წინასაარჩევნო დაპირებად მიიჩნეოდა. აღნიშნულმა ორგანომ, მიუხედავად საგარეო თუ საშინაო პოლიტიკური წნეხისა, კანონიერად მიიჩნია ფიზიკური დასჯა, სხვა სიტყვებით, “აღზრდის ტრადიციული მეთოდები”.

გაზეთი Le Monde იუწყება, რომ იანვრის მიწურულს საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭომ უარყო რამდენიმე პუნქტი კანონპროექტისა “მოქალაქეების თანასწორობის შესახებ, კერძოდ, მუხლი 222-ე, რომელიც კრძალავდა “ფიზიკურ ძალადობას” ბავშვებზე. ეს იყო პარლამენტის მიერ შეტანილი შესწორება წამოტყაპუნებისა და გაწკეპვლის აკრძალვაზე. ამ კანონპროექტის წინააღმდეგ ხმა მისცა დეპუტატთა უმრავლესობამ მთავრობის ჩუმი მოწონების ფონზე.

დოკუმენტი, სახელწოდებით “კანონპროექტი თანასწორობისა და მოქალაქეობის შესახებ”, 2016 წლის 22 დეკემბერს მიიღოს საფრანგეთის პარლამენტმა. კანონი კრძალავდა ბავშვის მიმართ დამამცირებელ და სასტიკ მოპყრობას, მათ შორის ფიზიკურად დასჯას.

ოჯახის, ბავშვებისა და ქალთა უფლებების საკითხთა მინისტრმა ლორანს როსინიოლმა “ღრმა იმედგაცრუება” გამოხატა კენჭისყრის შედეგების გამო.

“შოკირებული ვარ, რომ კანონმდებლებმა ეს კანონპროექტი მსხვერპლად შესწირეს საკონსტიტუციო საბჭოს… ადრე პარლამენტარებს გაუგებრად და არაეთიკურად მიაჩნდათ, მშობლებს რომ ბავშვების გალახვის უფლება ჰქონოდათ”.

პრობლემა არის ის, რომ ტერმინში “ძალადობა”, ბევრი მშობლის გაგებით, არ იგულისხმება წამოტყაპუნება ან ლოყაში გარტყმა. ბავშვებზე ფიზიკური ზემოქმედება სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად ისჯება, მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ სხეულის მძიმე დაზიანებას ითვალისწინებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here