Home რუბრიკები საზოგადოება რუსეთი საბჭოთა კავშირში დაბადებულთათვის “გრინ-ქარდის” შემოღებას აპირებს

რუსეთი საბჭოთა კავშირში დაბადებულთათვის “გრინ-ქარდის” შემოღებას აპირებს

805

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში (პარლამენტში) ამზადებენ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც სსრკის ყოფილი მოქალაქეები მიიღებენ ამერიკულიგრინქარდისანალოგს _ .. რუსულ ბარათს.

კანონპროექტმა, რუსი კანომდებლების აზრით, უნდა გააერთიანოს რუსები, რომლებიც რუსეთის საზღვრებს გარეთ აღმოჩნდნენ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, აგრეთვე, გაამყაროს ენობრივი, ნათესაური კავშირები და დაიცვას რუსი ხალხის ფასეულობები უცხოეთში.

ყოფილი თანამემამულეები, რომლებსაც გადაეცემათ ასეთ ბარათი, სავარაუდოდ, მიიღებენ დამატებით შესაძლებლობებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე: ქვეყანაში უვიზოდ შესვლის, უფასო განათლების, სამედიცინო დახმარების უფლებას და სხვ.

ერთერთი პირობა, რომლის დაცვის შემთხვევაშირუსული ბარათიგაიცემა სხვა სახელმწიფოს წარმომადგენელზე, არის მტკიცებულება პირდაპირი ნათესაობისა რუსებთან ან სსრკის მოქალაქეებთან, ანურუსული ბარათისმიღების კანდიდატის მამა, დედა, ბებია ან ბაბუა უნდა იყოს საბჭოთა კავშირის მოქალაქე ან თვითონ კანდიდატს წარსულში უნდა ჰქონდეს საბჭოთა კავშირის მოქალაქეობა.

კიდევ ერთი პირობაა რუსული ენის კარგად ცოდნა. ამასთანავე, კანდიდატი არ უნდა ეწეოდეს ისეთ მოღვაწეობას, რომელიც მიმართული იქნება რუსეთისა და რუსი ხალხის წინააღმდეგ.

აღსანიშნავია, რომ ანალოგიური კანონი არის სხვა ქვეყნებშიც, მაგალითად, მსგავსი კანონი მიიღეს პოლონეთის, სლოვაკეთისა და სხვა ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებმა.

თუ რუსეთის პარლამენტი კანონპროექტს დაამტკიცებს, პირველი “რუსული ბარათი” უკვე 2018 წლიდან გაიცემა.

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here