Home რუბრიკები პოლიტიკა ადეიშვილი -გვარამიას აუდიო ჩანაწერი მოსამართლეთა მოსყიდვასთან დაკავშირებით

ადეიშვილი -გვარამიას აუდიო ჩანაწერი მოსამართლეთა მოსყიდვასთან დაკავშირებით

934

უკრაინაული საიტი “უკრაინული რევოლუცია” ახალ სკანდალურ, ამჯერად აუდიოჩანაწერს აქვეყნებს, სადაც “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკოლოზ გვარამია და საქართველოს ყოფილი იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი რუსთავის 2 -ის საქმის განმხილველ მოსამართლეთა მოსყიდვის ფაქტებზე საუბრობენ.

” ყველაზე გასაოცარი მიხეილ სააკაშვილსა და მის გარემოცვაში არის ის , რომ ისინი არასდროს წყვეტენ ჩვენს გაოცებას. ამჯერად, მისი უახლოესი გარემოცვა მოსამართეელბს ქრთამს აძლევს, დასახელებულია კონკრეტული თანხა 3 მილიონი დოლარი “- წერს გამოცემა.

გვარამია: ალო

ადეიშვილი: ხო, ნიკა

გვარამია: რას შვრები?

ადეიშვილი: რავიცი, ვარ!

გვარამია: შენ არ გილაპარაკია ვაფშე მიშასთან?

ადეიშვილი: ჯერ არ მინახავს და არ მილაპარაკია

გვარამია: მე დამირეკა თვითონ, აბა, მითხარი რა ხდებაო და რატოა ეგეთი რთული მდგომარეობაო და ველაპარაკე

ადეიშვილი: ძაან ნერვიულობენ , ძაან უნდათ , როგორც კი საშუალება მიეცემათ გაკეთდება რა…აი, ცოტახანიც მოითმინე და რაღაცა გადაწყდება

გვარამია: მიდი რა გეხვეწები, მე არც ამასთან შემიძლია და არც იმასთან რა..შენ დაგელაპარაკები ხოლმე, რამენაირად ქენი, პროსტა, მართლა შენი გასაკეთებელია ეხლა

ადეიშვილი: ჰო, ეს ალავიძე და ის მეორე ცოდოა არის, ამაზე ჯერჯერობით არც “იმასაშვრებიან” ხო ამ ალავიძეს.. ხო, მიშამ თქვა, რომ მან დაიწყო მუშაობა “ფუნდრაისინგთან”.

გვარამია: თუ ეგრეა მაშინ, პროცესს მოვიგებთ “definitely”

ადეიშვილი: ძაან დიდი ფასის გადახდა მოუწევს იმისთვის

გვარამია: და რა ფულზე ვლაპარაკობთ ზურა, კარგი რა, სამ მილიონ დოლარზე “ვაფშე” სალაპარაკოც არ უნდა იყოს ეს დედამოტყნული

ადეიშვილი: არა, ჩვენ გვინდა სერიოზული “Fundraising”

გვარამია: ახვლედიანმა მაგაზე მეტი ფასის სამუშაო შეასრულა, შენ რომ იცოდე

ადეიშვილი: ხო, გასაგებია

გვარამია: ხო და მე არაფერს არ ვითხოვ ზურა, სწორად გამიგე რა. მინდა , რომ ეს გამოვიდეს და დამეხმაროთ რითიც შეგიძლია და მგონია რომ ეს “მაინორ შოუ” არის და არამგონია რომ ისეთ რაღაცა “Heavy” რაღაცას ვითხოვ, რომ შეუძლებელია. მგონია, რომ ” მაინორ შოუ” არის როცა, პრეტენზია გაქვს, რომ ქვეყანაში რაღაცას წარმოადგენდე.

ადეიშვილი: მესმის ეგ ყველაფერი, რაღაცეები გადავწყიტოთ , ან ისე ან ასე. შენ აქ უნდა ჩამოხვიდე.

გვარამია: ჩამოვივლი მანდ, პროსტა, ყარამანიშვილთან ლაპარაკის თავი მე არა მაქვს. ვიღაც ყლეა , ავადმყოფი და დედამოტყნული

ადეიშვილი: (იცინის) ეგ, ეგ, ეხლა აბსოლუტურად, რასაც ლაპარაკობ მე მგონი უადგილო არის , უდგილო

გვარამია: ზურაა, მისმინე კარგად, უადგილო რატო არის?

ადეიშვილი: შენი პრობლემები არ არის მარტო ეგ, ყველას პრობლემებია ჯერ ეს ერთი .”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here