Home რუბრიკები საზოგადოება მამა გიორგი (რაზმაძე): ქრისტიანული სწავლებით ოჯახის თავი არის მამაკაცი და ამათ უნდათ,...

მამა გიორგი (რაზმაძე): ქრისტიანული სწავლებით ოჯახის თავი არის მამაკაცი და ამათ უნდათ, რომ ეს თავი წააცალონ ოჯახს.

465

მცირე ხნის წინ „რესპუბლიკურმა პარტიამ“ ფემიციდის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტს უკვე მეორედ მიმართა. პარტიის წარმომადგენელთა განცხადებით, ინიციატივის საფუძველი 10 დღეში მომხდარო ორი უმძიმესი დანაშაული გახდა. როგორც კანონპროექტის ინიციატორები განმარტავენ, დანაშაულის ეს ფორმა ძალადობისა და დისკრიმინაციის უკიდურესად მძიმე გამოვლინებაა, რის გამოც მას კანონში სესაბამისი კვალიფიკაცია უნდა ჰქონდეს.

რას ნიშნავს რეალურად ფემიციდი, რა საკანონმდებლო ცვლილებებზეა საუბარი და რა შედეგს მოიტანს იგი რეალობაში, „საქართველო და მსოფლიო“ კომენტარისთვის ავჭალის წმინდა ქეთევან წამებული ეკლესიის წინამძღვარს, მამა გიორგი (რაზმაძეს) დაუკავშირდა.

მამა გიორგი (რაზმაძე):- რესპუბლიკელები რომ მოამზადებენ კანონპროექტს, უკვე გასაგებია, რა მიზანს ემსახურება ეს ყველაფერი. ასე მოამზადეს თავის დროზე ე.წ. ანტიდისკრიმინაციული კანონიც და როგორ ერთსულოვნად მიიღეს მერე, ყველას გვახსოვს.

რაც შეეხება იმ პროპაგანდას, რომ თურმე საქართველოში ქალებს კლავენ და მთავარი ამის განმაპირობებელი ფაქტორი ქართული მენტალიტეტია, ამ პროპაგანდას ჩვენ დიდი ხანია, ვისმენთ და რა დასავლური ძალებისგან ფინანსდება ეს სიბინძურე, ყველამ ვიცით. ტელევიზია იქნება, ინტერნეტი თუ სხვა სახის მედია, გაჯერებულია ინფორმაციებით, რომ სადღაც, რომელიღაც სოფელში ან ქალაქში ქმარმა ცოლი მოკლა, ან ყოფილმა ქმარმა მოკლა და ა.შ. ცხადია, ამ თემებით გააქტიურება შემთხვევითი არაა, ეს არის კონკრეტული, მიზანმიმართული კამპანია, რომელსაც პირდაპირ მიზანში ჰყავს ამოღებული ყველაფერი ქართული. ზოგადად, ქრისტიანულად და ქრისტიანული სწავლებით ოჯახის თავი არის მამაკაცი და ამათ უნდათ, რომ ეს თავი წააცალონ ოჯახს. ამაზეა გათვლილი ის პროპაგანდა, თორემ სინამდვილეში უსუფაშვილებს და ბერძენიშვილებს არავის უფლებები აინტერესებთ. მათ აინტერესებთ მხოლოდ ორი რამ, რომ მიიღონ გრანტები უცხოეთიდან და შეასრულონ ის ამოცანა, რაშიც იღებენ ამ დაფინანსებას. აი, ამისთვის ამზადებენ ეს ადამიანები ასე გულმოდგინედ კანონპროექტებს და მთავარი სამიზნე არის, რა თქმა უნდა ოჯახი, მათ შორის სამიზნეა ეკლესია და საქწმუნოება, პატრიარქი და სამღვდელოება. სხვა საფიქრალი და სადარდებელი მათ არ აქვთ… 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here