Home რუბრიკები საზოგადოება “სოდომი” _ შემაძრწუნებელი ფილმი, რომელიც განგაშის ზარებს არისხებს

“სოდომი” _ შემაძრწუნებელი ფილმი, რომელიც განგაშის ზარებს არისხებს

1808

ოცნებების ფაბრიკა

ლოსანჯელესი, ჰოლივუდი. ოცნებების საერთაშორისო ფაბრიკა და სამოთხე ჰომოსექსუალებისთვის. ხელიხელჩაკიდებული ორი ამერიკელი ყმაწვილი ქუჩაში მიდის, გვერდით არ ჩანან გოგონები. იქ, სადაც არ არის ქალი, არ არის სიცოცხლის გაგრძელება, მაგრამ სოდომისტები ცდილობენ, გვერდი აუარონ ბუნების კანონებს. ამისთვის კოლოსალური თანხა იხარჯება. დღეს მსოფლიოში ორი მილიონი ბავშვი ერთნაირსქესიანთა ოჯახებში იზრდება და ეს მხოლოდ დასაწყისია.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/los-anjelesis-quchaSi.jpg

ხდება ცნებების აღრევა, “დედის” ნაცვლად მკვიდრდება ახალი ცნება _ “ბიოკონტეინერი”.

სამშობიარო სახლი. ახლახან სუროგატ დედას წაართვეს ახალშობილი ტყუპიდა ნებისმიერი ნორმალური ადამიანისთვის საშინელი კადრები: ჰომოსექსუალი ცდილობს დედის როლში შესვლას.

სოდომისტებმა ფული გადაიხადეს და მიიღეს ცოცხალი “საქონელი”. ყველამ ვიცით ასეთი გამოთქმა: “დედის რძესავით შეერგო”. რას ირგებენ ეს ბავშვები?

ერიკ ანდერსონი, დიდი ბრიტანეთი:

“ჩვენი ბიჭები, რომ გაჩენილიყვნენ, სპეციალისტებმა აიღეს ჩემი სპერმა, ჩვენი მეგობარი ქალის კვერცხუჯრედი და ეს ყველაფერი ჩაუნერგეს სუროგატ დედას, ქალს, რომელსაც ამ ბავშვებთან ბიოლოგიურად არაფერი აკავშირებს.

ზოგჯერ ადამიანები კითხულობენ: ნუთუ ბავშვს არ სჭირდება დედა? გამოკვლევები გვიჩვენებს, რომ არ სჭირდება. ჩვენ ბავშვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიყოლიებთ, როცა ამისთვის მზად ვართ, როგორც ფინანსური თვალსაზრისით, ისე ემოციური თვალსაზრისითაც. ჩვენ მზად ვართ, გავხდეთ მშობლები. ამრიგად, დიდი უპირატესობა გვაქვს ისეთ სიტუაციაში, როდესაც წყვილებს ემართებათ შემდეგი: “ვაი, ფეხმძიმედ ვარ!” დიახ, ჩვენ თავიდანვე გვინდოდა ორი ბავშვი. ჩვენ ავიღეთ ორი კვერცხუჯრედი და ვგეგმავდით, რომ მათგან გაჩნდებოდა ორი ბავშვი. თუკი ჩვენი შვილები გაიზრდებიან და გეები იქნებიან, ეს შესანიშნავია! ამით ისინი მხოლოდ მოიგებენ, მაგრამ ეს ჩვენი არჩევანი არ არის. ეს მათი ასარჩევია. რაც უნდა მოხდეს, ისინი მაინც გვეყვარება”.

ერთი დეტალი: ჰომოსექსუალებს ყოველთვის სურთ ბიჭები, ლესბოსელებს _ გოგონები.

რისთვის? _ გარყვნილებისთვის!

აი რა მოხდა ახალ ზელანდიაში:

ამანდა ეიბოტი, ტელეარხ 7 Newsის კორესპონდენტი, ავსტრალია:

“ეს იყო საშინელი ისტორია ორი გეის _ მარკ ნიუტონისა და პიტერ ტრუინის შესახებ. ისინი ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობდნენ _ მოსიყვარულე წყვილისა და მზრუნველი მამების ნიღბით მათ იშვილეს რუსი ბიჭუნა. როგორც უკვე ვიცით გამოძიების მასალებიდან, რომელიც 2013 წელს დასრულდა, ეს მამაკაცები სულაც არ იყვნენ მოსიყვარულე მამები, რომლებადაც თავს ასაღებდნენ. ეს ბიჭი ერთადერთი მიზნისთვის იშვილეს _ მასზე სექსუალური ძალადობის მიზნით და რომ სხვა მამაკაცებისთვისაც მიეცათ მისი სხეულის გამოყენების უფლება. ეს წლების განმავლობაში გრძელდებოდა _ იმ მომენტიდან, როდესაც ბავშვი მხოლოდ 2 კვირისა იყო, სანამ 6 წელს მიაღწევდა. ზემოაღნიშნულმა წყვილმა ბავშვი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ 8 სხვადასხვა მამაკაცს მიაქირავა. ინტერნეტში ვიდეოც კი გამოაქვეყნეს ბიჭების მოყვარულთა ვებგვერდზე”.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/homoseqsuali-cdilobs-dedis-.jpg

პედოფილებმა რუსეთში, მოსკოვში, ყოფნისას ფეხმძიმე ქალი გაიცნეს. მომავალმა დედამ ერთ-ერთ მათგანთან ფიქტიური ქორწინება გააფორმა და 8 ათასი დოლარის საფასურად დათანხმდა, განქორწინების შემდეგ მშობლის უფლებები მამობილისთვის გადაეცა. ქალმა გააჩინა ბავშვი და გადასცა ამ ორ ჰომოსექსუალს. ამის შემდეგ ბავშვის გაყვანა რუსეთიდან რთული აღარ იყო.

ამანდა ეიბოტი:

“ავსტრალიის ხელისუფლება ამ შემთხვევას ყველაზე აღმაშფოთებელს უწოდებს ქვეყნის ისტორიაში. ბავშვი არამხოლოდ ბევრჯერ გააუპატიურეს, არამედ ტვინი გამოურეცხეს და შთააგონეს, რომ ასეთი რამ ნორმაა. როგორც გაირკვა, ეს ორი სოდომისტი მამაკაცი საწყალ ბავშვს ასწავლიდა, როგორ ეპასუხა ხელისუფლების წარმომადგენელთა კითხვებზე და ეთქვა, რომ სახლში განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა”.

ჰომოსექსუალებს, როდესაც სამოგზაუროდ მიდიოდნენ, ბიჭიც მიჰყავდათ, იქ მასზე ძალადობდნენ, შემდეგ კი აქირავებდნენ საერთაშორისო პედოფილური ქსელის წარმომადგენელ მამაკაცებზე. ადამიანებს, რომლებიც ამ ჰომოსექსუალურ წყვილს იცნობდა, ეგონათ, რომ ეს “ოჯახი” ბედნიერი იყო. ჰყავთ ბავშვი, ბევრს მოგზაურობენ… ადგილობრივმა რადიოსადგურმა _ “ეი-ბი-სიმ” მათ საჩვენებელი ინტერვიუც კი ჩამოართვა:

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/piter-truingi(-marcxniv)-da.jpg

გამარჯობა! ჩემი სახელია პიტი, ეს კი მარკია. ჩვენ ჰომოსექსუალი მამები ვართ. ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ დადგა დრო, ბავშვი ვიყოლიოთ. უკვე დროა, ოჯახი შევქმნათ”.

სრულიად აშკარაა, რომ ამ ორმა სოდომისტმა ბავშვი იყიდა. ამით მიიღეს ამ ბავშვზე ძალადობის ექსკლუზიური უფლება.

ნიუტონისა და ტრუინის გარშემო 2013 წელს აგორებულმა სკანდალმა მსოფლიო შეძრა. პედოფილებს დამსახურებისამებრ მიეზღოთ _ 40 და 30 წელი, შესაბამისად.

მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შემთხვევაა, რომელიც სამართალდამცველებმა გამოიძიეს და რომელიც გახმაურდა.

რამდენი ასეთი ბიჭი და გოგონა იტანჯება ერთნაირსქესიანთა ოჯახში, არავინ იცის.

მოძრაობაანტიგეი

ევროპაში კი სულ უფრო ძლიერდება მოძრაობა სახელწოდებით “ანტიგეი”. ადამიანები, რომლებმაც შეძლეს, თავი დაეღწიათ სოდომიის ჩამთრევი ქსელისთვის, უცებ ვერც კი აცნობიერებენ, როგორი უფსკრულის კიდეზე იმყოფებოდნენ. ასე დაემართა იტალიელ ლუკა დე ტოლვეს. ის არასრულფასოვან ოჯახში იზრდებოდა _ მშობლები მისი დაბადებისთანავე გაიყარნენ. ბიჭს აკლდა მამის მზრუნველი ხელი. კლასელები ხშირად დასცინოდნენ ლუკას და ამის გამო არასრულფასოვნების კომპლექსი გაუჩნდა… ერთ დღესაც მან ჰომოსექსუალების ყურადღება მიიპყრო. ყველაფერი სილამაზის კონკურსით დაიწყო.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/luka-de-tolve.jpg

ლუკა დე ტოლვე, აქტივისტი მოძრაობისაოჯახისთვის”:

“როგორც თავდაპირველად მეჩვენებოდა, ამ კაშკაშა, მომაჯადოებელ სამყაროში მონუსხულივით შევედი. ძალიან მალე მოვიპოვე პოპულარობა, გავიმარჯვე სილამაზის კონკურსებში და გავხდი “მისტერ გეი”. ვმუშაობდი საერთაშორისო დაჯგუფება “აი-ჯი-თი გეისთვის” _ ეს არის საერთაშორისო ასოციაცია მოგზაურებისთვის ამერიკაში. მჯეროდა, რომ იდეალური ჰომოსექსუალი ვიყავი, მაგრამ ყველაფერი, რაც ჩემ გარშემო ხდებოდა, მხოლოდ სექსთან იყო დაკავშირებული, მივხვდი, რომ, როცა ისინი სექსუალურ კავშირს დაამყარებენ, ყველაფერი ინგრევა, არაფერი აღარ არსებობს. ჰომოსექსუალური ცხოვრების მამოძრავებელი ძალა იყო მხოლოდ სექსი”.

მაგრამ ერთ დღეს ყველაფერი შეიცვალა, როდესაც ლუკა მიხვდა, რომ მას შიდსი აქვს და მხოლოდ რამდენიმე თვის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი.

ლუკა დე ტოლვე:

“საავადმყოფოში მითხრეს, შიდსი გაქვსო. მყავდა ბევრი ახლობელი, რომლებიც რამდენიმე წლის წინათ ერთმანეთის მიყოლებით დაიხოცნენ შიდსისგან. ძალიან ვწუხდი, როცა ამ ბიჭებს ვხედავდი. გული განსაკუთრებით მეთანაღრებოდა ერთზე, რომელმაც სიკვდილის წინ თვალებში შემომხედა და მითხრა: “რატომ?”. სწორედ ამის შემდეგ ჩემში ბევრი რამ შეიცვალა. მივხვდი, რომ ეს არაბუნებრივია, ეს ის არ არის, რისთვისაც შეგვქმნა ღმერთმა, სიცოცხლის ოცდამეათე წლისთავზე გადავწყვიტე, გავთავისუფლებულიყავი ტანჯვისგან _ თავი მომეკლა. იმ დღეს, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე მემახსოვრება, უარი ვთქვი თვითმკვლელობაზე… იმ დღეს ლოცვების წიგნი დავინახე და ლოცვა დავიწყე. ლოცვისას ვიგრძენი, წარმოუდგენელი სიყვარული, რომელმაც ეკლესიაში მიმიყვანა. ვითხოვე დახმარება და დამეხმარნენ კიდეც. მითხრეს, რომ არსებობს ჰომოსექსუალიზმისგან თავის დაღწევის გზები. მე აღსარებით მოვინანიე, ყველაფერი ვთქვი, რაც გადამხდა და თავი გაცილებით უკეთესად ვიგრძენი. როდესაც სახარებას ვკითხულობდი ან ვლოცულობდი, ავხორცული სურვილები მიქრებოდა. შევძელი, თავი ამერიდებინა ჰომოსექსუალური ურთიერთობებისთვის. შევთხოვე უფალს, გთხოვ, დამეხმარო, მაპოვნინო გოგონა, რომელიც ჩემი ცხოვრების მეგზური იქნება-მეთქი. უკვე ხუთი წელიწადია, დაქორწინებული ვარ, მყავს შესანიშნავი შვილი _ გოგონა…

არსებობს გენდერული იდეა, რომლითაც ცდილობენ, დაანგრიონ ბუნებრივი ოჯახები. მე ხშირად მესხმოდნენ თავს, როდესაც დახურულ ქრისტიანულ თემში 5 კაცი სემინარებს ვმართავდით. ხშირად გამოჩნდებოდა ხოლმე გეებით სავსე ავტომობილი ლოზუნგებით: “თქვენ ვერასოდეს განიკურნებით!” ასეთ შემთხვევაში პოლიცია გვიცავდა…

მე მწამს ღმერთის და მჯერა, რომ ღმერთი ჭეშმარიტება და სიცოცხლეა, ჰომოსექსუალიზმი კი _ ბუნების საწინააღმდეგო მოვლენა”.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here