Home რუბრიკები პოლიტიკა გლობალისტებისა და ულტრა-ლიბერალურ ქურქში გახვეული ნეო-ბოლშევიკების პოლიტიკას მარაზმი მოჰყვა!

გლობალისტებისა და ულტრა-ლიბერალურ ქურქში გახვეული ნეო-ბოლშევიკების პოლიტიკას მარაზმი მოჰყვა!

520

ანალიტიკოს დემურ გიორხელიძის თქმით, მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები საუკეთესოს გვიქადის და რომ  ამ ცვლილებებმა საუკეთესო გარე გარემო უნდა შექმნას შიდა ცვლილებებისათვის. იგი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

„ვინც დასავლეთის სერიოზულ პრესასა და გამოცემებს ადევნებდა თვალს, შეამჩნევდა, სერიოზული ადამიანები როგორ ანალიზებს აკეთებდნენ და გამოთქვამდნენ შეშფოთებას იმ მარაზმის გამო, რასაც ე.წ. „გლობალისტებისა” და ულტრა-ლიბერალურ ქურქში გახვეული ნეო-ბოლშევიკების პოლიტიკას მოჰყვა!

ამ კვლევებში ერთ ერთი სერიოზული საკითხი ასე იდგა:

თუ სსრ კავშირი დაინგრა მომენტალურად, როგორც ხუხულა, რომელსაც არავინ ელოდა, იგივე მომენტალური რღვევა შეიძლებოდა თუ არა განეცადა აშშ-საც! დიახ! აშშ-ში ჯანსაღ ხალხს და ჯანსაღ ელიტას აღმოაჩნდა დიდი პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნის წინაშე და ნაგავი გახვეტა… ასე, რომ რაც ხდება – ყველაფერი საუკეთესოსკენაა! ამ ცვლილებებმა საუკეთესო გარე გარემო უნდა შექმნას შიდა ცვლილებებისათვის და… ეს ასეც მოხდება, თუ ქართველებს ხელი არ ჩაუქნევიათ საკუთარ მომავალზე!” – წერს გიორხელიძე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here