Home რუბრიკები პოლიტიკა ინგლისის ანგლიკანური ეკლესია ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ გამოდის

ინგლისის ანგლიკანური ეკლესია ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ გამოდის

838

აშშ-ის პრეზიდენტის კვალდაკვალ დიდი ბრიტანეთის ანგლიკანური ეკლესიაც ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ გამოდის. ჰეტეროსექსულები, რომლებიც უმრავლესობას წარმოადგენენ იმედოვნებენ, რომ მსგავსი ტენდენცია ვირუსივით მოედება მთელ მსოფლიოს, განსაკუთრებით ევროპოულ ქვეყნებს. 

ანგლიკანური ეკლესიის მეთაურები ტრადიციულ სწავლებას ემხრობიან და  ასკვნიან, რომ ქორწინება არის კავშირი მხოლოდ მამაკაცსა და ქალს შორის.  გადაწყვეტილება ამის შესახებ ორწლიანი განხილვის შემდეგ იქნა მიღებული. ამასთან, ისინი გმობენ სექსუალური უმცირესობების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას. ანგლიკანური ეკლესიის გადაწყვეტილება აქტივისტების გარკვეულმა ჯგუფმა უკვე გააპროტესტა. ამერიკაშიც მუდმივად აპროტესტებენ ტრამპის არაჰუმანურ დამოკიდებულებას „ლგბტ“ საზოგადოებისადმი, თუმცა პრეზიდენტის თქმით პოზიციების დათმობა პრინციპების უგუველყოფის ტოლფასი იქნება და არ აპირებს გადაწყვეტილების შეცვლას, მისი პოზიცია ურყევია.

წარმოგიდგენთ იმ ქვეყნების სიას, სადაც ერთსქესიანთა ქორწინება ნებადართულია:

ნიდერლანდები (2000)

ბელგია (2003)

კანადა (2005)

ესპანეთი (2005)

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა (2006)

ნორვეგია (2009)

შვედეთი (2009)

არგენტინა (2010)

ისლანდია (2010)

პორტუგალია (2010)

დანია (2012)

ბრაზილია (2013)

ინგლისი და უელსი (2013)

საფრანგეთი (2013)

ახალი ზელანდია (2013)

ურუგვაი (2013)

ლუქსემბურგში (2014)

შოტლანდია (2014)

ფინეთი: (ხელმოწერილია 2015)

ირლანდია: (2015)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here