Home რუბრიკები პოლიტიკა ტრამპის ვირუსი _ ვინ დაუსვამს საბოლოო წერტილს ევროკავშირს?

ტრამპის ვირუსი _ ვინ დაუსვამს საბოლოო წერტილს ევროკავშირს?

612

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის გამარჯვებამ აღაფრთოვანა ევროპის მემარჯვენე პოლიტიკოსები.

 “გუშინ _ ახალი ამერიკა. დღეს _ ახალი ევროპა. დასავლეთის ხალხები იღვიძებენ. ეს იქნება გათავისუფლების წელი, პატრიოტული გაზაფხულის წელი. ადამიანები აბრუნებენ თავიანთ ქვეყანას უკან (აშშ-ში), ჩვენც ასე მოვიქცევით.”_ განაცხადა ნიდერლანდების თავისუფლების პარტიის ლიდერმა გერტ ვილდერსმა 21 იანვარს გერმანიის ქალაქ კობლენცში გამართულ ყრილობაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ საფრანგეთის ნაციონალური ფრონტის, იტალიის ჩრდილოეთის ლიგის, ავსტრიის თავისუფლების პარტიის, გერმანიის პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის და ბელგიის პარტია ფლამინდური ინტერესის ლიდერები.

მემარჯვენე იდეების მხარდაჭერა მატულობს. ევროპის ქვეყნებში მალე ჩატარდება არჩევნები, რომელებიც შეცვლის კონტინენტის პოლიტიკურ ლანდშაფტს:

1. საფრანგეთი. 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნები _ 2017 წლის აპრილი-მაისი.

თეთრ სახლში დონალდ ტრამპის შესვლის შემდეგ ფრანგი სოციოლოგები ვარაუდობენ, რომ საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები შეიძლება მოულოდნელი აღმოჩნდეს. მოქმედი პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, გამოკითხვის შედეგების მიხედვით ყველაზე არაპოპულარული პრეზიდენტია საფრანგეთის ისტორიაში.

მემარჯვენეთა ლიდერი მარინ ლე პენი, რომელიც თავს “მადამ ფრექსიტს” უწოდებს (ლე პენი ევროკავშირიდან საფრანგეთის გამოსვლის მომხრეა) და პარტია სახალხო მოძრაობის კავშირის ლიდერი ფრანსუა ფიიონი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების კანდიდატები არიან, და, თუ რომელიმე მათგანი საფრანგეთის პრეზიდენტის სავარძელში ჩაჯდება, ტრამპის გზას დაადგება.

2. გერმანია. რეგიონული არჩევნები შლეზვიგ-ჰოლშტეინისა და რეინ-ვესტფალიაში 2017 წლის მაისში. ბუნდესტაგის არჩევნები _ 2017 წლის სექტემბერში.

2016 წლის შემოდგომაზე ადგილობრივ არჩევნებში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია რადიკალურად განწყობილმა მემარჯვენე ანტიმუსლიმანურმა პარტიამ ალტერნატივა გერმანიისთვის, ანგელა მერკელის ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა კი მარცხი განიცადა. ალტერნატივამ გერმანიისთვის ამომრჩეველთა ხმების 14 პროცენტი მოაგროვა, რაც საკმარისი აღმოჩნდა ბუნდესტაგში (გერმანიის პარლამენტი) პირველი ადგილის მოსაპოვებლად.

ეს პირველი ულტრამემარჯვენე პარტიაა, რომელიც პარლამენტში შევიდა გერმანიის გაერთიანების შემდეგ.

3. ჰოლანდია. საყოველთაო არჩევნები _ 2017 წლის მარტი.

არჩევნები ჰოლანდიაში გაარკვევს, მიიღებს თუ არა თავისუფლების პარტიის ლიდერი მიგრაციული პოლიტიკისა და ევროკავშირის მოწინააღმდეგე გერტ ვილდერსი ჰოლანდიის მთავრობის ჩამოყალიბების შანსს.

ვილდერსი ცნობილია თავისი წინასაარჩევნო კამპანიით, რომლის მსველობისას მოუწოდებდა, შეეჩერებინათ ჰოლანდიის ისლამიზაცია.

4. ჩეხეთის რესპუბლიკა. საყოველთაო არჩევნები _ 2017 წლის ოქტომბერი.

ჩეხეთის პრემიერმინისტრმა ბოგუსლავ სობოტკამ რეგიონულ არჩევნებში ცუდი მაჩვენებლების გამო ორი მინისტრი შეცვალა. მისი პარტია მეორე იყო მილიარდერი და ფინანსთა ამჟამინდელი მინისტრის _ ანდრეი ბაბიშის, პარტიის შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ ბაბიში მხარს უჭერს ჩეხეთის პრეზიდენტ მილოშ ზემანს, რომელიც ევროკავშირისადმი სკეპტიკურად არის განწყობილი.

* 17 იანვარს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის გეგმა გამოაცხადა. მეიმ უარყო დიდი ბრიტანეთის ნაწილობრივი ან ასოცირებული წევრობა ევროკავშირში და გამოვიდა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ზონების შექმნის მოწოდებით. მარტში ბრიტანეთის ხელისუფლება გეგმავს ლისაბონის შეთანხმების 50-ე პუნქტის ამოქმედებას, რომლის მიხედვითაც დიდი ბრიტანეთი ევროგაერთიანებას დატოვებს.

* 2017 წელს იტალიაში მოსალოდნელია რიგგარეშე არჩევნები. ამჟამინდელ მთავრობას პაოლო ჯენტილონის ხელმძღვანელობით, გამარჯვების შანსი თითქმის არ აქვს. მთავარი ოპოზიციური პარტიები კი _ სილვიო ბერლუსკონს “წინ იტალია!” ჩრდილოეთის ლიგა და ხუთი ვარსკვლავის მოძრაობა _ ევროკავშირის მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილი.

* აპრილში თურქეთში გაიმართება რეფერენდუმი კონსტიტუციის შეცვლის შესახებ. და, თუ კონსტიტუცია შეიცვლება, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შესაძლებლობა მიეცემა, პრეზიდენტის პოსტი 2029 წლამდე დაიკავოს. ერდოღანი კი, რომელიც უკმაყოფილოა, ევროკავშირის დამოკიდებულებით მისი ქვეყნის მიმართ, მოწადინებულია რუსეთთან ითანამშრომლოს არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში, არამედ თანამეგობრობს შანხაის ორგანიზაციაშიც.

თუ ამ ჩამონათვალს დავუმატებთ უნგრეთის პრემიერმინისტრს, ნაციონალისტსა და თავგამოდებულ ევროსკეპტიკოს ვიქტორ ორბანს, აგრეთვე, ბულგარეთის პრეზიდენტ რუმენ რადევსა და მოლდოვის პრეზიდენტ იგორ დოდანს, ცხადი შეიქნება, რომ 2017 წელს ევროკავშირს ურთულესი დღეები ელის და, არ არის გამორიცხული, ამ გაერთიანების არსებობას წერტილი დაესვას.

ნიკა კორინთელი

1 COMMENT

  1. Meshinia EU-s dashlis, radgan sheidzleba kveknebs shoris istoriulma mtrobam gaigvidzos…. EU kargi ikneba, tu romelime diktats ar daemorchileba da sakutari kneknebis istoriul, kulturul da tradiciul girebulebebze izruneben da ara multi-ragaceebze….

  2. zalianac kargi tu gamigvizebs – iugoslavia isev gaertiandeba da albanosebisgan gaiwmindeba, ruminets mitacebuli chamoechreba, xolo polonetivit kvazisaxelmcifoebs germania da frangebi da rusebi gaiyofen – da dageba nanatri balansi

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here