Home რუბრიკები საზოგადოება უზნეობა დემოტრაკიის სახელით

უზნეობა დემოტრაკიის სახელით

618

დღე უშარვლოდ

ლონდონში გაიმართა ყოველწლიური ფლეშმობიმეტროპოლიტენში უშარვლოდ”. მისი მონაწილეები მეტროპოლიტენში ქვედა საცვლების ამარა ჩავიდნენ.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/usharv-(1).jpg

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/usharv-(2).jpg

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/usharv-(4).jpg

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/usharv.jpg

ფლეშმობის მონაწილეები ერთმანეთს ლონდონის მეტროპოლიტენის ერთ-ერთ სადგურში შეხვდნენ და დაიწყეს თავიანთი მარშრუტი. გამვლელები ირონიით შეჰყურებდნენ ნახევრადშიშველ ადამიანებს, რომლებმაც, სიცივის მიუხედავად, გადაწყვიტეს, გაეხადათ, რათა მონაწილეობა მიეღოთ ყოველწლიურ ფლეშმობში.

ანალოგიური ფლეშმობი გაიმართა ნიუ იორკსა და ბერლინში. მსგავსი აქცია პირველად 2002 წელს ნიუ იორკში გაიმართა, შემდეგ კი გავრცელდა ევროპის 60 ქვეყანაში.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/nintchdbpict000292876834.jpg

სქესშეცვლილმა ბრიტანელმა განაცხადა, რომ ორსულადაა

20 წლის ბრიტანელმა ჰაიდენ კროსმა, რომელმაც სქესი შეიცვალა და მამაკაცად გადაიქცა, განაცხადა, რომ ორსულადაა, _ იუწყება ბრიტანული გამოცემა Mirror.

ჰაიდენი ამბობს, რომ ქვეყანაში პირველი მამაკაცია, რომელიც დაორსულდა. გამოცემა განმარტავს, რომ კროსი ფიზიოლოგიურად ჯერ კიდევ ქალია და ამიტომ დაფეხმძიმდა. ის ახლა 4 თვის ფეხმძიმეა. კროსი მარტოხელა მშობელი იქნება, რადგან ბავშვი ჩაისახა სპერმის დონორისგან, რომელიც მან სოციალური ქსელის მეშვეობით იპოვა.

ჰაიდენ კროსი 17 წლის იყო, როცა სქესის შეცვლა გადაწყვიტა და 3 წლის განმავლობაში აუცილებელ ჰორმონულ პრეპარატებს იღებდა.

შეიცვალა პასპორტიც, რომელშიც მითითებულია მისი ახალი გენდერული კუთვნილება, თუმცა დაამუხრუჭა სქესის შეცვლის პროცესი, რადგან გააცნობიერა, რომ ბავშვის გაჩენა სურდა. მისი თქმით, ბავშვის გაჩენის შემდეგ დაასრულებს სქესის შეცვლის პროცესს _ მოიკვეთს მკერდსა და საკვერცხეებს.

1 COMMENT

  1. თუ დღე უშარვლოდ გამოცხადდა, კაბას ჩავიცვამდი და ისე ჩავიდოდი მეტროში. მე ის მიკვირს, მსოფლიოში ამდენი სერიოზული ფსიქიკური პრობლემები რომ არსებობს, თუმცა ალბათ, არც ესაა გასაკვირი – ბოლოსდაბოლოს 21-ე საუკუნეა!

  2. \\\”სული მიწუზს\\\”ჩვენთან როდის ჩაატარებენ ანალოგიურ ფლეშმობი.ჩვენი მიმბაძველობის ამბავი რომ ვიცი,ჩვენები მთლად გაიხდიან,რას ქვია სხვამ \\\”გვაჯობაო\\\”და შიშვლები გამოვლენ ქუჩაში…მერემალბათ ტყეში.თუმცა ცხოველს აქვს \\\”საფარი\\\”კუდის სახიტ.ამათ?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here