Home რუბრიკები საზოგადოება სტეფანწმინდაში ალექსანდრე ყაზბეგის ძეგლის უკან სასტუმრო შენდება

სტეფანწმინდაში ალექსანდრე ყაზბეგის ძეგლის უკან სასტუმრო შენდება

624

სოციალურ ქსელში  გავრცელდა ფოტოები, რომელზეც ასახულია ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სტეფანწმინდის ცენტრში ალექსანდრე ყაზბეგის ძეგლის უკან მშენებარე ნაგებობა, რომელიც  გერგეტის ყოვლადწმინდა სამების ეკლესიის ხედს ფარავს.

მუნიციპალიტეტის თქმით, მათ ნებართვა ორსართულიანი შენობის აშენებაზე გასცეს, თუმცა დამკვეთმა დაარღვია სამშენებლო დოკუმენტი და ახლა მშენებლობა შეჩერებულია. მათივე ინფორმაციით, ყაზბეგის ცენტრში სასტუმრო შენდება.

„ნაგებობა ეკუთვნის ადგილობრივ მცხოვრებს, სოფელ სნოდან, ელიზბარ ჯანუყვაშვილს, რომელმაც იყიდა კერძო პირისგან მიწის ნაკვეთი და მუნიციპალიტეტში შემოიტანა განაცხადი სასტუმროს მშენებლობისთვის ნებართვის გაცემაზე. გავიარეთ ეს საკითხი გამგებელთან ერთად, გავეცით ნებართვა ორ სართულზე, რომელსაც უნდა ჰქონოდა შენობის მარჯვენა მხარეს მანსარდა, ქანობიანი სახურავით, მერე ჩვენთან შეუთანხმებლად მოხდა სამშენებლო დოკუმენტის დარღვევა და დაიწყო უნებართვო მშენებლობა. რაზეც რეაგირება მოვახდინეთ შევამოწმეთ და დავაჯარიმეთ.” – განუცხადა „ლიბერალს“ მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა. მისივე ინფორმაციით, მფლობელმა სამსართულიანი შენობა ააშენა, მშენებლობის ნებართვა კი სხვა პროექტზე იყო გაცემული. შენობის მშენებლობის საკითხის შესასწავლად, სავარაუდოდ, შეიქმნება კომისია, რადგან ამ მშენებლობის მიმართ მაღალია საზოგადოებრივი ინტერესი.

„რა თქმა უნდა, თავიდანვე ვიცოდით, რომ მაღალი შენობა დაფარავდა იმ ხედს და ამიტომ მივეცით ორ სართულზე ნებართვა. აქ კომერციული ინტერესია, კერძო საკუთრების დაცვის უფლებაზეცაა საუბარი, ძირითადად, სურთ 4-5-სართულიან შენობებზე ნებართვის გაცემა, მაგრამ რადგან ვიცოდით, რომ სივრცეს დაფარავდა, არ გავეცით ნებართვა მაღალ შენობაზე.”  – განუცხადა „ლიბერალს” მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა.


 

 

 

 

 

 

წყარო: liberali.ge

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here