Home რუბრიკები პოლიტიკა დონალდ ტრამპი: ნატო-ს პრობლემები აქვს, ნატო მოძველდა

დონალდ ტრამპი: ნატო-ს პრობლემები აქვს, ნატო მოძველდა

592

აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თვლის, რომ ნატო-ს პრობლემები აქვს და ალიანსი მოძველებული ორგანიზაციაა. აღნიშნულის შესახებ მან გერმანულ Bild-თან და ბრიტანულ Times-თან ინტერვიუში განაცხადა. 

„უკვე დიდი ხანია ვამბობ, რომ ნატო-ს პრობლემები აქვს. ნატო მოძველდა, ვინაიდან, როგორც იცით, ეს ორგანიზაცია ბევრი წლის უკან დაიგეგმა. წევრი ქვეყნები არ იხდიან იმ თანხას, რაც უნდა გადაიხადონ“, – განაცხადა მან. მისი თქმით, აშშ იძულებულია დაიცვას ეს ქვეყნები. „ეს უსამართლოა აშშ-სთან მიმართებაში“, – თვლის აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტი. ამჟამად, ტრამპის თქმით, ნატო-ს მხოლოდ ხუთი წევრი ქვეყანა ხარჯავს თავდაცვაზე იმას, რაც გადასახდელი აქვთ. „დიდი ბრიტანეთი იხდის. სულ ხუთი ქვეყანაა, რომელიც იხდის იმას, რაც გადასახდელი აქვთ. ეს ცოტაა“, – აღნიშნა მან. „მაგრამ მიუხედავად ამისა, ნატო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – დასძინა დონალდ ტრამპმა.







წყარო: interpressnews.ge

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here