Home რუბრიკები საზოგადოება ავლაბრის არალეგალურ სტამბაზე ლგბტ-ს დროშა გააკრეს

ავლაბრის არალეგალურ სტამბაზე ლგბტ-ს დროშა გააკრეს

1181

ავლაბრის არალეგალური სტამბა, რომელიც ახალგაზრდა იოსებ სტალინის ხელმძღვანელობით მუშაობდა 1904-1906 წლებში, ყოველთვის იპყრობდა ყურადღებას თავისი მნიშვნელობით. სტამბა თბილისის ერთერთ ისტორიულ ნაწილში, ავლაბარში, კასპის ქუჩაზე მდებარეობს

სტამბის ორგანიზება რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის კომიტეტის წევრ მიხო ბოჭორიძეს დაევალა. სტამბა განთავსებული იყო ერთსართულიანი სახლის ქვეშ. სტამბამდე მისაღწევად საჭირო იყო გვირაბის გავლა, რომელიც დაკავშირებული იყო 13-მეტრიანი სიღრმის ჭასთან, ის კი, თავის მხრივ, მეორე გვირაბით დაკავშირებული იყო 15-მეტრიანი სიღრმის ჭასთან, რათა შეენიღბათ გამავალი გზა.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/GEDC3062.jpg

1904 წელს, გადასახლებიდან გამოქცევის შემდეგ, 24 წლის სოსო ჯუღაშვილი ამ სახლში ხშირად რჩებოდა, წერდა სტატიებს, პროკლამაციებს. ამავე სტამბაში დაიბეჭდა მისი ბროშურები ქართულ, რუსულ და სომხურ ენებზე. სტამბაში გამოცემული მრავალი პროკლამაცია პირადად სტალინის დაწერილია. სტამბა განსაკუთრებული დატვირთვით 1905 წლის რევოლუციის პერიოდში მუშაობდა, ფუნქციობა კი შეწყვიტა 1906 წლის 15 აპრილს, როდესაც 150-მდე პოლიციელმა, ჟანდარმმა და ჯარისკაცმა ალყა შემოარტყეს სახლს. ჩხრეკის შემდგომ გადაწყვიტეს ჭის შემოწმებაც _ ჩააგდეს ცეცხლმოკიდებული ქაღალდი მისი კედლების გასანათებლად, ჰაერის წნევამ ქაღალდი ფარულ გვირაბში შეიტანა. ჟანდარმერია მიხვდა, რომ ჭაში გასასვლელი იყო და ასე აღმოაჩინეს ფარული გვირაბი.

“ი. სტალინის სახელობის ავლაბრის არალეგალური სტამბა-მუზეუმი” დღეს უმძიმეს მდგომარეობაშია და რეაბილიტაცია სჭირდება. მუზეუმი მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლია, მაგრამ, რადგან სტალინის სახელს უკავშირდება, მის მნიშვნელობას პროამერიკული ძალები აკნინებენ. რადგან სტამბა ხშირად ივსებოდა წყლით, დამთვალიერებლები შიგ ჩასვლას ვერ ახერხებდნენ. ჩინეთის საელჩოს დახმარებით ამოვაშრეთ წყალი და, დღეს რომ შიგ ჩასვლა შეგვიძლია, მათი დამსახურებაა. შენობა-ნაგებობის კომპლექსის მფლობელი 2001 წლის 26 მარტიდან არის კავშირი “ი. ბ. სტალინის სახელობის ავლაბრის სტამბა-მუზეუმი”, _ განაცხადა ამ კავშირის გამგეობის თავჯდომარის მოადგილე რუსუდან ჩიკვილაძემ. მისივე თქმით, სტამბა-მუზეუმის ხელში ჩაგდებას ეროვნული ბიბლიოთეკის მესვეურები ცდილობდნენ, შენობას თვითნებურად საკეტებიც კი გამოუცვალეს.

“როდესაც ვკითხე, აქ რას აკეთებთ-მეთქი, მე გახლავარ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი და ეკონომიკის სამინისტრომ ჩვენ გადმოგვცაო, მიპასუხა გიორგი კეკელიძემ, _ თქვა ჩვენთან საუბარში ქალბატონმა რუსუდანმა, _ დავინტერესდით, რა უნდა გაეკეთებინათ მათ ამ ადგილას და პასუხად მივიღეთ, რომ აქ აპირებდნენ ვახტანგ VI-ის სტამბის, როგორც პირველი ქართული სტამბის მუზეუმის გაკეთებას. მაგრამ ჩვენ ვერანაირი კავშირი ვერ დავინახეთ ვახტანგ VI და რევოლუციური სტამბას შორის. რა თქმა უნდა, ამ ინიციატივას სტამბის ხელმძღვანელობა არ დავეთანხმეთ. გვითხრეს, _ არ იჩივლოთ, ერთმანეთში როგორღაც მოვრიგდებით და გრანტებში ჩაგრთავთო. თურმე ამათი მიზანი და სარგო გრანტებში მდგომარეობს, მათ მიღებაში. ამაზე კატეგორიული უარი განვაცხადეთ. ჩვენ არანაირი გრანტი არ გვაინტერესებს. ღირს კი ამად ტალახი ესროლო საკუთარ ისტორიას? ჩვენ მაშინვე წავედით კულტურის სამინისტროში, რათა გაგვერკვია, ნამდვილად ჰქონდათ თუ არა ეროვნული ბიბლიოთეკის მესვეურებს ნებართვა აღებული კულტურის სამინისტროსგან. კულტურის სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით, მათ არაფერი იცოდნენ ეროვნული ბიბლიოთეკის განზრახვის შესახებ. გაირკვა, რომ 2012 წელს, ნიკა რურუას მინისტრობისას, სტამბას მოუხსნეს კულტურული ძეგლის სტატუსი და ამიტომ ეკონომიკის სამინისტროს ხელ-ფეხი გაეხსნა სამოქმედოდ _ ფარატინა წერილით განიზრახა სტამბის მოსპობა. რეალური ინტერესი სულ სხვა რამეში მდგომარეობს _ არა ვახტანგ VI-ის სახელობის სტამბის გახსნაში, არამედ ამ არტეფაქტის შეგნებულად განადგურებაში. სტამბის ეზო ძალიან დიდია, მათ კომერციული ინტერესები ამოძრავებთ და ასევე გრანტების თემაც. სტალინს ლანძღავენ და მის სახელს ლაფში სვრიან გრანტების სანაცვლოდ. მეორე დღესვე, როცა გამოცვალეს საკეტები, “რუსთავი 2”-ის, “იმედის”, პირველი არხისა და სხვა ტელეკომპანიების წარმომადგენლები მოვიდნენ მუზეუმში და გააკეთეს ბინძური სიუჟეტები, რათა კიდევ ერთხელ დაეკნინებინათ სტალინის სახელი, თითქოს აქ გამოიძერწა მსოფლიოს ყველაზე სასტიკი დიქტატორის ამბიციები. ეს სირცხვილი, დანაშაული და უპატივცემულობაა საკუთარი წარსულისა და ისტორიის წინაშე. როგორ შეიძლება ისტორიას მსოფლიოს დონის ლიდერისა, რომელიც მსოფლიოს აზანზარებდა თავისი ძალაუფლებით, ასე დაუდევრად ექცეოდნენ და არტეფაქტებს ანადგურებდნენ?”

რუსუდან ჩიკვილაძის განცხადებით, როდესაც მათ სასამართლოში ჰქონდათ საჩივარი შეტანილი, სტამბაში მივიდა ლევან თაქთაქიშვილი ეროვნული ბიბლიოთეკიდან, ემზარ ჯგერენაია და კიდევ ორი უცნობი მამაკაცი. ლევან თაქთაქიშვილმა უცხო პირს აუხსნა, სად რის გაკეთებას აპირებდა. ხელით უთითებდა, აქ კაფე იქნება, აქ _ ბარი და აქაც _ მაღაზიაო”. გაჩნდა კითხვები, _ რა კაფესა და მაღაზიებზე იყო საუბარი.

“როცა ვკითხეთ, რას გეგმავთ ასე თვითნებურად, ვინ მოგცათ ამის უფლება-მეთქი, მივიღეთ პასუხი, რომ თითქოს ინვესტორებს აცნობენ ადგილს”, _ ამბობს ქალბატონი რუსუდანი. სტამბის ხელმძრვანელობა აღშფოთდა, მაგრამ არც ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგელები ელოდნენ ასეთ წინააღმდეგობას. გიორგი კეკელიძის თქმით, კავშირმა ტყუილად შეიტანა სასამართლოში განცხადება, რადგან სასამართლო მაინც ეროვნული ბიბლიოთეკის სასარგებლოდ გადაწყვეტს საქმეს, ამას დავით უსუფაშვილი შეგვპირდაო. გამორიცხული არ არის, კეკლიძეს ტყუილად არ ჰქონოდა უსუფაშვილის იმედი. კეკელიძე თავდაპირველად ნაციონალი იყო, მათ დანიშნეს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორად და მერე დაუახლოვდა “ქართულ ოცნებას”. თუ შეიცვლება ხელისუფლება, ისევ ახალ ქუდს მოირგებს, რათა კიდევ მრავალი წელი იღვაწოს სამშობლოს ინტერესების საწინააღმდეგოდ და ისტორიის დასამახინჯებლად. როგორ შეიძლებოდა ეროვნულ ბიბლიოთეკაში კეკელიძის შეყვანა, მას ხომ სრულიად ატროფირებული აქვს ეროვნული თვითშეგნება?! რამდენიმე დღის შემდგომ კეკელიძე მოუძღვა ლაშა ბაქრაძეს და აუწყა, გზა ხსნილი გაქვს, დაჯექი და იმუშავეო. ყველასთვის გასაგებია, ბაქრაძე რაზე და როგორ იმუშავებდა. ცოტა ხანში ალექსანდრე ელისაშვილი პატრიოტული ფრაზებით დახუნძლული იქნევდა ხელებს, _ მე დაგეხმარებითო. ერთ დღეს მუზეუმის წინ დაყრილ რკინებზე კითხვით მივმართეთ მერიის წარმომადგენელ ლაშა ლობჟანიძეს და მან, _ ეს რკინები ეროვნული ბიბლიოთეკიდან მოიტანეს, ტელევიზიის გაკეთება უნდათო. საკადრისი პასუხის მიღებიდან მეორე დღესვე აიღეს რკინები. რა თქმა უნდა, სრულიად სხვა ფაქტორი იყო, რის გამოც მათ შეცვალეს განზრახვა, თორემ ჩვენს მუქარას არ შეუშინებია. მალევე მუზეუმის კართან აღმოვაჩინეთ ჰომოსექსუალების დროშა, რომელზეც ეწერა, რომ მუზეუმი მუშაობდა 24 საათს. არ ვიცით, ვინ მოიმოქმედა ეს, მაგრამ გამორიცხული არ არის, ეროვნული ბიბლიოთეკის რომელიმე წარმომადგენელს გაეკრას. სირცხვილი მას, ვინც ეს გააკეთა”!

მოამზადა ნათია თათარიშვილმა

1 COMMENT

  1. სტალინთან დამოკიდებულება,ტესტია ნორმალურ აზროვნებაზე. ნაპოლეომმა რამდენი ხალხი გაანადგურ ათავის მოღვაწეობის განმავლობაში, ჩინგიზხანმა, მაშინ სხვა მენტალიტეტი იყო და აშშ-ის \\\”ცრუ დემოკრატიები\\\” არ მოქმედებდა იარლიყების მისაწებებლად.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here